... (H-740), XVIII ს.

272. მივეც: ერთი: დიდებული: თანა: სპანი: წავატანე: ციხოანნი: ერთობილნი: ჩემს: წინა: მოვიყუანე: ჴელთა: მომცეს: სიმაგრენი: ომნი: ასრე: შევანანე: საჭურჭლენი: სიმრავლითა: რასმც: ვითა: დავაგვანე:

273. მაშინღა: შევე: ხატაეთს: მოვლად: და: მოსათვალავად: კლიტენი: საჭურჭლეთანი: მომართვეს: დაუმალავად: ქუეყანა: ჩავსხი: უბრძანე: იყუენით: თქუენ: უკრძალავად: მზემან: არ: დაგწვენ: იცოდით: დაგყარენ: გაუგვალავად:

274. საჭურჭლენი: გარდავნახენ: თავის: თავის: კიდის: კიდე: უცხო: ფერთა: საჭურჭლეთა: დავშურები: თუ: მოვსთვალვიდე: ერთგან: ვნახე: საკუირველნი: ყაბაჩა: და: ერთი: რიდე: თუმცა: ნახნენ: სახელისა: ცოდნასაცა: ინატრიდე:

275. ვერა: შევიგენ: რა: იყო: ანუ: ნაქმარი: რაულად: ვისცა: უჩვენი: უკუირდის: ღ~თისაგან: თქუის: სასწაულად: არცა: ლარულად: დგებოდა: მას: ქსელი: არ: ორხოულად: სიმტკიცე: გვანდა: ნაჭედსა: ვთქუი: ცეცხლთა: შენართაულად:

276. იგი: საძღნოდ: მისად: დავსხენ: ვისი: შუქი: მანათობდა: მეფისათვის: დავარჩიე: საარმაღნოდ: რაცა: სჯობდა: ჯორ: აქლემი: ასჯერ: ასი: ყუელაკაი: წვივ: მაგრობდა: ატვირთული: გაუგზავნე: ამბავსაცა: კარგსა: სცნობდა:

წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე:

277. წიგნი: დავსწერე: მეფეო: სვემცაა: თქუენი: სვიანად: მე: ხატაელთა: მიმუხთლეს: თუცა: მათ: ეცა: ზიანად: ჩემი: ამბავი: დასტური: ამად: გაცნობე: გუიანად: მეფე: შევიპყარ: მოგივალ: მე: ალაფიან: ტყუიანად:

278. რა: ყუელაი: დავიურვე: ხატაეთით: გავემგზავრე: წამოვიხვენ: საჭურჭლენი: საჴელმწიფო: დავიარე: ვერ: მოვეყავ: აქლემითა: აზავრები: ვააზავრე: მოვირჭვენ: და: მოვივლინე: რაცა: მწადდა: აგრე: ვყავრე:

279. ხატაეთისა: ხელმწიფე: მომყუანდა: შეპყრობილია: ჰინდოეთს: მივე: მეგება: ჩემი: გამზრდელი: ტკბილია: რა: ქება: მითხრა: რა: ითქმის: ჩემგან: სათქმელად: წბილია: ჴელი: გამიხსნა: შემომკრა: მან: სახვეველი: ლბილია:

280. დადგნეს: ტურფანი: კარავნი: მოედანს: ჩამოდგომილსა: საუბრისა: და: ჭურეტისა: ჩემისა: მას: მონდომილსა: მას: დღესა: ედვა: ნადიმი: მას: შიგან: გარდაჴდომილსა: მიალერსებდა: მიჭვრეტდა: წინაშე: ახლოს: ჯდომილსა:

281. მას: ღამით: ვსხედით: ნადიმად: მუნ: ამოდ: გავიხარენით: დილასა: ქალაქს: შევედით: მოედნით: ავიყარენით: მეფემან: ბრძანა: ლაშქარნი: უჴმენით: შემოჯარენით: დღეს: ხატაელი: მიჩვენეთ: ტყუენიცა: შემომგვარენით:

282. რამაზ: მეფე: მას: წინაშე: შეპყრობილი: მოვიყვანე: ტკბილად: ნახა: ჴელმწიფემან: ვითა: შვილი: სააკვანე: ორგული: და: მოღალატე: ნამსახურსა: დავაგვანე: ესე: არის: მამაცისა: მეტის: მეტი: სიგულვანე:

283. მას: მეფესა: ხატაელსა: უმასპინძლა: უალერსა: ჟამიერად: უბრძანებდის: საუბარსა: მათსა: ფერსა: ცისკრად: მიჴმეს: მიბრძანებდეს: მე: სიტყუასა: ლმობიერსა: შეუნდობო: ხატაელსა: მას: აქამდის: შენამტერსა:

284. მე: ვჰკადრე: ღ~თი: ვინათგან: შეუნდობს: შეცოდებულსა: უყავით: თქუენცა: წყალობა: მას: ღონე: გაცუდებულსა: რამაზს: უბრძანებს: იცოდი: გაგზავნით: შეწყალებულსა: მაგრა: ნუ: გნახავთ: კულამცაღა: ჩვენს: წინა: გაწბილებულსა:

285. ხარაჯა: დასდვეს: შეჰკუეთეს: დრაკანი: ასჯერ: ასია: კულა: ხატაური: ათასი: სხვა: სტავრა: სხვა: ატლასია: მერმე: ყუელაი: დამოსა: იგი: და: მისი: ხასია: შეწყალებული: გაგზავნა: უყო: რისხვისა: ფასია:

286. ხატაელმან: დაუმადლა: დადრკა: მდაბლად: ეთაყუანა: მოახსენა: ორგულობა: თქუენი: ღ~თნ: შემანანა: თუღა: ოდეს: შეღაგცოდო: მაშინ: მომკალ: მემცა: განა: წავიდა: და: ყუელაკაი: მისი: თანა: წაიტანა:

ასმათისაგან მორთმევა სამჴრისა :

287. მოვიდა: კაცი: მეფისა: ცისკრობს: არ: დანაღამია: ებრძანა: შენგან: გაყრილვარ: მას: აქათ: თვეო: სამია: მინდორს: მოკლული: ისრითა: ნადირი: არ: მიჭამია: არ: დამაშურალხარ: წავიდეთ: თუცა: დაშრომის: ჟამია:

288. შევეკაზმე: დარბაზს: მივე: დამხუდა: ჯარი: ავაზისა: შავარდნითა: სავსე: იყო: სრულად: არე: დარბაზისა: მეფე: ქუე: ჯდა: შეკაზმული: შვენებითა: მგზავსი: მზისა: გაეხარნეს: მისულა: ჩემი: ტურფისა: და: ლამაზისა:

289. იდუმალ: ცოლსა: ეუბნა: მართ: ჩემგან: უცოდნელია: ომით: მოსრული: ტარიელ: საჭურეტლად: სასურველია: მან: გაანათლოს: მჭურეტელთა: გული: რაზომცა: ბნელია: რაცა: დაგვედრო: საქნელად: ქენ: არა: საზოზღნელია: