... (H-740), XVIII ს.

177. მე: წამოვჯე: მეფისაგან: კაცი: დია: მოდიოდა: ახარებდეს: წამოჯდაო: დედოფალი: გამორბოდა: მეფე: მორბის: თავ: შიშველი: არ: იცოდა: რას: იქმოდა: იგი: ღ~თსა: ადიდებდეს: სხვა: ყუელაი: უჩუმობდა:

178. იქით: და: აქათ: მომისხდეს: მახურიტეს: სახურეტელია: მე: მოვახსენე: პატრონო: გული: აწ: უფრო: მრთელია: ცხენსა: შეჯდომა: მწადიან: ვნახნე: წყალნი: და: ველია: ცხენი: მამგვარეს: შეცავჯე: მეფე: ჩემთანა: ვლელია:

179. წამოვედით: მოვიარეთ: მოედანს: და: წყლისა: პირსა: ჩემსა: მივე: დავაბრუნვე: მეფე: მამყუა: სახლთა: ძირსა: შინა: მივე: უარ: გავჴე: სხვა: დამერთო: ჭირი: ჭირსა: ვთქუი: თუ: მოვჰკუდე: ბედი: ჩემი: ამისმეტსა: რასღა: ღირსა:

180. ზაფრანის: ფერად: შესცვალა: ბროლი: ცრემლისა: ბანამან: გული: უფრორე: დამიჭრა: ათი: ათასმან: დანამან: საწოლის: მეკრე: შემოდგა: მოლარე: გაიყვანამან: ვთქუი: თუ: რა: იცის: ამბავი: ნეტარ: ან: იმან: ანამან:

181. მონააო: ასმათისა: რა: იცისო: ვარქუი: ვჰკითხე: შემოვიდა: სააშიკო: წიგნი: მომცა: წავიკითხე: გამიკუირდა: სხვად: ვითამცა: ვქენ: გულისა: მწველთა: სითხე: მისგან: ეჭვა: არა: მქონდა: სევდად: მაწვა: გულსა: მითხე:

182. მე: გამიკუირდა: სით: უყუარ: ანუ: ვით: მკადრებს: თხრობასა: მიუყოლობა: არ: ვარგა: დამწამებს: უზრახობასა: ჩემგან: იმედსა: გარდასწყუეტს: მერმე: დამიწყებს: გმობასა: დავსწერე: რაცა: პასუხად: მართებდა: არშიკობასა:

183. დღენი: გამოჰჴდეს: მე: გული: უფრორე: დამწვეს: კულავ: ალთა: ვეღარ: უჭურეტდი: ლაშქართა: მინდორს: თამაშად: მავალთა: დარბაზს: ვერ: მივე: მკურნალთა: დაიწყეს: მოსულა: მრავალთა: მაშინ: დავიწყე: გარდაჴდა: სოფლისა: ლხინთა: და: ვალთა:

184. მათ: ვერა: მარგეს: მე: გულსა: ბინდი: დამეცა: ბნელისა: სხვამან: ვერავინ: შემატყუა: დება: ცეცხლისა: ცხელისა: სისხლი: დამწამეს: მეფემან: მითხრა: გახსნევა: ჴელისა: გავიხსენ: ფარვად: პატიჟთა: არვისგან: საეჭველისა:

185. ჴელ: გახსნილი: სევდიანი: საწოლს: ვიყავ: თავის: წინა: ჩემი: მონა: შემოვიდა: შევხედენ: თუ: თქუას: რა: მინა: მონააო: ასმათისა: შემოყუანა: უთხარ: შინა: გულსა: შიგან: დაუზრახე: რა: მპოაო: ანუ: ვინა:

186. მონამან: წიგნი: მამართვა: მე: წავიკითხე: ნებასა: წიგნსა: შევატყევ: ლამოდა: შეყრისა: მოსწრაფებასა: პასუხად: გავეც: ჟამია: მართალხარ: გაკუირვებასა: მოვალ: თუ: მიჴმობ: მე: ნუ: მეჭუ: მოსულისა: დაზარებასა:

187. გულსა: ვარქუი: თუ: ლახვარნი: ეგრე: ვით: დაგაღონებენ: ამილბარი: ვარ: ჴელმწიფე: სრულნი: ინდონი: მმონებენ: აზრად: შეიქმენ: საქმესა: ათასჯერ: შეაწონებენ: თუ: შეიგებენ: მე: მათთა: არეთა: არ: მარონებენ:

188. კაცი: მოვიდა: მეფისა: სწადსო: ამბვისა: სმინება: მოყუანა: უთხარ: ებრძანა: ქნაცა: სისხლისა: დინება: მე: ვჰკადრე: ჴელი: გავიხსენ: დამიწყო: მოჯობინება: წინაშე: მოვალ: ამისთვის: კულა: უფრო: მმართებს: ლხინება:

189. დარბაზს: მივე: მეფე: ბრძანებს: ამისმეტსა: ნუიქ: აბა: ცხენსა: შემსვა: უკაპარჭო: წელთა: არა: არ: შემაბა: შეჯდა: ქორნი: მოუტევნა: დურაჯები: დაინაბა: მშვილდოსანნი: გასაგანა: იტყოდიან: შაბა: შაბა:

190. შინა: დავსხედით: ნადიმად: მას: დღესა: მინდორს: რებულნი: მომღერალნი: და: მუტრიბნი: არ: იყუნეს: სულ: დაღებულნი: მეფემან: გასცნა: მრავალნი: თვალნი: ღარიბად: ქებულნი: აუვსებელნი: არ: დარჩეს: მას: დღესა: მათნი: ხლებულნი:

191. ვეცდებოდი: არა: მცალდა: სევდისაგან: თავის: კრძალვად: ვიგონებდი: ცეცხლი: უფრო: მედებოდა: გულსა: ალვად: ჩემნი: სწორნი: წავიტანენ: ჩემსა: დავჯე: მთქუიან: ალვად: შევქმენ: სმა: და: ნადიმობა: პატიჟთა: და: ჭირთა: მალვად:

192. მოლარემან: შინაურმან: ყურსა: მითხრა: ნაუბარი: ქალი: ვინმე: გიკითხავსო: ინახვისმცა: ამილბარი: ზეწარითა: მოუხურავს: პირი: ბრძენთა: საქებარი: ვარქუი: საწოლს: წავიყუანე: ჩემგან: არის: ნაჴმობარი:

193. ავდეგ: მსხდომნი: ნადიმობად: დაემზადნეს: ასაყრელად: შარდნი: უთხარ: ნუ: ასდგებით: მოვალ: ხანსა: დაუზმელად: გამოვე: და: საწოლს: შევე: მონა: დადგა: კარსა: მცველად: გული: მივეც: თმობად: ქნათა: აუგისა: საკრძალველად:

194. კარსა: შევდეგ: ქალი: წინა: მომეგება: თაყუანის: მცა: მითხრა: მოსულა: თქუენს: წინაშე: კურთხეულა: რამან: ღირსმცა: გამიკუირდა: მიჯნურისა: თაყუანება: ექნა: ვისმცა: ვთქუი: არ: იცის: აშიკობა: თუმც: იცოდა: წყნარად: ზისმცა:

195. შევე: დავჯე: ტახტსა: ზედა: ქალი: მოდგა: ნოხთა: პირსა: ჩემსა: ახლოს: დასაჯდომლად: თავი: მისი: არა: ღირსა: ვარქუი: მანდა: რად: ზი: შენ: თუ: სიყუარული: ჩემი: გჭირსა: მან: პასუხი: არა: მითხრა: ჩემთვის: გვანდა: სიტყუა: ძვირსა:

196. მითხრა: დღე: ეგე: სირცხვილად: მედების: გულსა: ალობა: გგონია: ჩემგან: წინაშე: მაგისთვის: მომავალობა: მაგრა: აწ: მიდებს: იმედსა: შენგან: ცდისაღა: მალობა: ამას: თუ: ვღირსვარ: ვერ: ვიტყუი: მაკლია: ღ~თისა: წყალობა: