... (H-740), XVIII ს.

252. კულაცა: ეთქუა: მართალია: აზომ: ჩვენი: მონახსენი: მე: თვით: წინა: მოგეგებვი: მესწრაფების: ნახვა: შენი: მოვახსენე: დია: ღ~თო: ბრძანება: ვქენ: მეცა: თქვენი ტკბილად: ვნახნეთ: ერთმან: ერთი: ვიყუნეთ: ვითა: მამაძენი:

253. მუნით: წასრული: ჩამოვჴე: ტევრისა: რასმე: კიდესა: კულა: მოციქულნი: მოვიდეს: მას: ღამე: არ: დამრიდესა: წინა: ტურფათა: ტაიჭთა: ძღვნად: ჩემთვის: მოზიდვიდესა: შენსა: ნახვასა: მეფენი: თქუეს: მართლად: ინატრიდესა:

254. მითხრეს: მეფე: მოგახსენებს: მეცა: შენკერძ: ვიარები: სახლით: ჩემით: წამოსრული: ხვალე: ადრე: შეგეყრები: მოციქულნი: დავაყენენ: ხარგა: დავდგი: არ: მზირები მეტად: ამოდ: უალერსე: ერთგან: დაწვეს: ვით: მაყრები:

255. კარგი: საქმე: კაცსა: ზედა: აზომ: თურე: არ: წაჴდების: ერთი: კაცი: უკმორე: სწყდა: მოდგა: მალვით: მეუბნების: დიდი: მაცო: თქუენი: ვალი: ჩემგან: ძნელად: გარდიჴდების: გაწირვა: და: დავიწყება: ჩემგან: თქუენი: არ: იქნების:

256. მე: მამისა: შენისაგან: ვარ: ცოტაი: განაზარდი: შენი: მესმა: საღალატო: საცნობელად: გამოვარდი: მკუდარი: მიმძიმ: სანახავად: ტანი: მჭევრი: პირი: ვარდი: ყუელასავე: მოგახსენებ: გამიგონე: დამიწყნარდი:

257. რომე: ცუდად: არ: მოღორდე: ისი: კაცნი: გღალატობენ: ერთგან: შენთვის: დამალულნი: სპანი: შენთვის: ასჯერ: ათასობენ: კულა: სხვაგან: გითქს: სამი: ბევრი: ასრე: ფიცხლად: მით: გიჴმობენ: აწვე: თავსა: არ: ეწევი: ფათერაკსა: შეგასწრობენ:

258. მეფე: ცოტათ: მოგეგებვის: ვის: მჭურეტნი: ვერ: გელევიან: მალვით: ჩაიცმენ: აბჯარს: მიენდო: მით: გეთნევიან: კუამლსა: შეიქმენ: ლაშქარნი: ყოველგნით: მოგეხვევიან: რა: ერთსა: გცემდენ: ათასნი: ეგრეცა: მოგერევიან:

259. მას: კაცსა: ამოდ: ვეუბენ: და: მადლსა: გარდვიჴდიდია: რომე: არ: მოვჰკვდე: შემოგზღო: შენ: ამას: ინატრიდია: აწ: ამხანაგთა: არ: გიგრძნან: წადი: მათ: თანა: ვლიდია: თუ: დაგივიწყო: უთუოდ: მემცა: ვარ: განაკიდია:

260. არვის: გავანდევ: სულდგმულსა: დავმალე: ვითა: ჭორია: რაცა: იქნების: იქნების: ყოვლი: თათბირი: სწორია: მაგრა: სპათაკე: გავგზავნე: კაცი: თუ: გზაცა: შორია: შევსთვალე: ფიცხლად: წამოდით: მოგრაგნეთ: მთა: და: გორია:

261. მე: დილასა: მოციქულთა: სიტყუა: ტკბილი: შევუთვალე: რამაზს: ჰკადრეთ: მოგეგებვით: მოდი: მოვალ: მეცა: მალე: ნახევარ: დღე: სხვა: ვიარე: ჭირსა: თავი: არ: ვაკრძალე: განგებაა: დღესცა: მომკლავს: ქუემცა: სადა: დავიმალე:

262. ქედსა: რასმე: გარდავადეგ: მინდორს: მტვერი: დავინახე: ვთქუი: თუ: მოვა: რამაზ: მეფე: ჩემთვის: უდგამს: თუცა: მახე: ჩემიც: გაჰკუეთს: ჴორცსა: მათსა: ჴმალი: ბასრი: შუბი: ახე: მაშინ: უთხარ: სპათა: ჩემთა: სახე: დიდი: დაუსახე:

263. ვთქუი: თუ: ძმანო: ისი: კაცნი: ჩვენ: ღალატსა: გვიდგებიან: მკლავთა: თქუენთა: სიმაგრენი: ამისთვისმცა: რად: დალბიან: ვინცა: მოკუდეს: მეფეთათვის: სულნი: მათნი: ზეცას: რბიან: აწ: შევებნეთ: ჴმალნი: ჩვენნი: წელთა: ცუდად: რას: გვაბიან:

264. უბრძანე: ჩაცმა: აბჯრისა: ლაღმან: სიტყუითა: ჴაფითა: დავეკაზმენით: საომრად: ჯაჭუ: ჯავშანითა: ქაფითა: რაზმი: დავაწყევ: მივმართე: წაველ: დიდითა: სწრაფითა: მას: დღესა: ჩემი: მებრძოლი: ჩემმანვე: ჴმალმან: დაფითა:

265. მივეახლენით: შეგვატყუეს: მათ: ტანსა: აბჯარ: ცმულობა: კაცი: მოვიდა: მამართვა: მეფისა: მოციქულობა: ეთქუა: თუ: ჟამად: გვაჩნია: ჩვენ: თქუენი: არ: ორგულობა: აბჯრითა: გხედავთ: შეგვექნა: აწ: ამად: გულ: ნაკრულობა:

266. შევსთვალე: თუ: მეცა: ვიცი: რაცა: ჩემთვის: გაგიგია: თქუენ: რასაცა: სთათბირობდით: არ: იქნების: არ: იგია: ბრძანეთ: მოდით: შემებენით: ვითა: წესი: და: რიგია: მეცა: თქუენად: დასაჴოცლად: ჴელი: ჴმალსა: დამიგია:

267. რა: მოვიდა: მოციქული: კულამცა: რადღა: გამოგზავნეს: კუამლი: შექნეს: ლაშქართათვის: დამალული: გაამჟღავნეს: სამალავით: გამოვიდეს: თავნი: ორგნით: აქარავნეს: შექნეს: რაზმი: მრავალ: კეცი: თუცა: ღ~თო: ვერა: მავნეს:

268. შუბნი: ვთხოვენ: ჴელი: ჩავყავ: მუზარადის: დასარქმელად: საომარად: ატეხილი: ვიყავ: მათად: გამტეხელად: ერთსა: წავსწუდი: უტევანსა: წავგრძელდი: და: წავეგრძელად: მათ: ურიცხუთა: რაზმი: ეწყო: წყნარად: დგეს: და: აუშლელად:

269. ახლოს: მივე: შემომხედნეს: შმაგიაო: ესე: თქუესა: მუნ: მივმართე: მკლავ: მაგარმან: სად: უფროსნი: ჯარი: დგესა: კაცსა: შევეც: ცხენი: დავეც: მართ: ორნივე: მიჴდეს: მზესა: შუბი: გატყდა: ჴელი: ჩავყავ: ვაქებ: ჴმალო: ვინცა: გლესა:

270. [.................................................................................................] [.................................................................................................] [...............................................................................................] თუარა: შენი: შეცოდება: მემცა: ზედა: რად: წავსთვალე:

271. რამაზ: მითხრა: აღარაა: ამისმეტი: ჩემი: ღონე: ერთი: ჩემი: დიდებული: მომეც: ზედა: მაბატონე: ციხოანთა: გაუგზავნო: საუბარი: გამიგონე: ჴელთა: მოგცემ: ყუელაკასა: გაღანამცა: შენ: გაქონე: