... (H-740), XVIII ს.

79. ცხენსა: მისცა: საძოარი: ვირე: მწუადნი: შეიწვოდეს: ექუსნი: რამე: ცხენოსანნი: ნახნა: მისკე: მიდიოდეს: [....]გუანან: მეკობრეთა: თუარა: კარგი: რამც: იცოდეს: [.......][ც]ი: ჴორციელი: კულა: ყოფილა: არაოდეს:

80. [.......]მყოფნი: არ: ვარგვართ: რა: გუნახვენ: ვემაჯანებით: [............]ლთა: კაპარჭი: შეჯდა: ტანითა: ჯანებით: [...........]ი: და: ისარი: ჴრმალი: მოიკლის: ჯანებით: [...................]ველამან: გაყრამცა: იაჯანებით:

81. ჴელთა: ჰქონდა: ისარ: მშვილდი: მათკე: მივა: მხიარული: ორთა: კაცთა: წუეროსანთა: ყმა: მოჰყუანდა: უწუერული: თავსა: იყო: დაკოდილი: შეებნიდა: სისხლსა: გული: ტიროდეს: და: იჭიროდეს: ცოტა: ედგა: მას: გლახ: სული:

82. უყივლა: თუ: ძმანო: ვინხართ: მეკობრეთა: დაგამგზავსენ: მათ: მიუგეს: დაგუიწყნარდი: გუიშველერა: ცეცხლნი: ავსენ: ვერა: გუარგო: მოგუიმატენ: ჭირი: ჭირთა: მოგუისავსენ: სატირელნი: მოგვიტირენ: ღაწუნი: შენცა: დაიმხავსენ:

83. ავთანდილ: მიდგა: ეუბნა: მათ: კაცთა: გულ: მდუღარეთა: მათ: უთხრეს: მათი: ამბავი: ტირილით: მოუბარეთა: ჩვენ: ვართო: ძმანი: სამნივე: მით: ვიდენთ: ცრ[...]ა: [...]ა: მწარეთა: დია: გუაქუს: ციხე: ქალაქი: ხათაეთს: არე: მარეთა:

84. კარგი: გუესმა: სანადირო: ნადირობას: გამოვედით: გყუეს: ლაშქარნი: უთვალავნი: წყლისა: პირსა: გარდავჴედით: სანადირო: მოგუეწონა: თუესა: ერთსა: აქა: ვდეგით: ვჴოცეთ: მჴეცი: უსაზომო: მინდორით: და: მთით: და: ქედით:

85. ჩვენ: სამთა: ძმათა: ჩვენთანა: მესროლნი: დავაწბილენით: მით: ერთმანერთსა: სამნივე: ჩუენ: კიდე: დავეცილენით: მე: უკეთ: მოვკლავ: მე: გჯობო: სიტყუანი: ვავაქილენით: ვერა: გავაჩინეთ: მართალი: ვისარჩლეთ: ვითაკილენით:

86. დღეს: ავჰყარენით: ლაშქარნი: სავსენი: ირმის: ტყავითა: ვთქუით: გავაჩინოთ: მართალი: ვინ: ვსჯობთ: თავისა: მკლავითა: თავსა: ვიახლნეთ: მარტონნი: დავდგეთ: მართ: ოდენ: თავითა: თვით: დანახულსა: მოვჰკულიდეთ: ნუ: ვისრით: დამნახავითა:

87. ჩვენ: ვიახლენით: სამთავე: სამნივე: მეაბჯარენია: ლაშქართა: წასულა: უბრძანეთ: მით: არას: მოსაზრენია: მოვინადირეთ: მინდორი: ისი: ტყენი: და: ღრენია: გავხოცნეთ: მხეცნი: მფრინველნი: რაცა: ზე: გარდაგუფრენია:

88. ანასდად: მოყმე: გამოჩნდა: კუშტი: პირ: გამქუშავია: ზედა: ჯდა: შავსა: ტაიჭსა: მერანი: რამე: შავია: თავსა: დ[...]: ტანსა: ემოსა: გარე: თმა: ვეფხის: ტყავია: ჯაერ: მისი: მგზავსი: შვენება: კაცთაგან: უნახავია:

89. უჭურიტეთ: მისთა: ელვათა: შუქნი: ძლივ: გავიცადენით: ვთქუით: თუ: მზეაო: ქუეყნად: ნუ: ვეუბნებით: ცადენით: მისი: მოგვინდა: შეპყრობა: ვჰკადრეთ: და: შევეცადენით: ასრე: სულთქმით: და: ვაებით: მისთვის: ვართ: ცრემლთაცა: დენით:

90. მე: უხუცესმან: უმცროსთა: კაცი: დავსთხოვე: ქენებით: ჩემმან: შემდეგმან: ტაიჭი: მისი: მით: აქო: ხსენებით: ამან: მართ: ოდენ: მორევა: გვითხრა: უალეთ: ჩვენ: ნებით: მივმართეთ: იგი: აგრევე: წყნარად: მივა: და: შვენებით:

91. ბროლმან: ლალსა: გარეულმან: ვარდნი: თხელნი: ანატიფნა: იგი: ტკბილნი: გონებანი: ჩვენთვის: მეტად: გააყიფნა: არ: აგუიხუნა: არცა: დაგუხსნა: ყოლა: არად: ამოგუკრიფნა: მისნი: მკუახედ: მოუბარნი: მათრაჴითა: შეგვამწიფნა:

92. უმცროსსა: ძმასა: მივეცით: უფროსთა: დავეზიდენით: ჴელი: მოვჰკიდეთ: დადეგო: ესეცა: ჰკადრა: კიდენით: მან: ჴმალსა: ჴელი: არ: მიჰყო: ჩვენ: ამად: დავერიდენით: თავსა: გარდაჰკრა: მათრაჴი: ვნახეთ: სისხლისა: კიდენით:

93. ჩემი: ძმა: გლახ: დაკოდილი: მასვე: წამსა: ჩამოვარდა: მისმან: შიშმან: დაგვაწყნარნა: იგი: ყოლა: არ: აჩქარდა: მასმცა: მიღმა: რაღა: ვჰკადრეთ: ვისგან: ყოფა: გაგვიმწარდა: ვთქუით: თუ: უჴმლოდ: მოგვერია: ჴლმითა: გაგუყრის: ფარდა: ფარდა:

94. მით: ერთითა: მათრაჴითა: თავი: ასრე: გარდაფრიწა: ვითა: მკუდარი: უსულო: ქნა: ვითა: მიწა: დაამიწა: მისი: რასმე: მკადრებელი: მოამდაბლა: მოამიწა: თვალთა: წინა: წაგვივიდა: ლაღი: კუშტი: ამაყიწა:

95. აღარ: დაბრუნდა: წავიდა: წყნარად: და: აუჩქარებლად: აგერა: მივა: ნახეო: იგი: მზეებრ: და: მთვარებლა[...]: შორს: უჩვენებდეს: ავთანდილს: მტირალნი: გაუხარებლ[..]: ო[...]ნ: ჩნდა: შავი: ტაიჭი: მის[...................................................]:

96. აჰა: მიხუდა: ავთანდილსა: ღაწუთა: ცრემლით: არ: დათოვნა: რადგან: ცუდად: არ: წაუჴდა: მას: ეგზომი: გარეთ: ყოვნა: კაცსა: მიხუდეს: საწადელი: რას: ეძებდეს: მისი: პოვნა: მაშინ: მისგან: აღარა: ჴამს: გარდასრულთა: ჭირთა: ხსოვნა:

97. უთხრა: თუ: ძმაო: ვარ: ვინმე: ღარიბი: უადგილოსა: მე: იმა: ყმისა: საძებრად: მოვშორდი: საგაზრდილოსა: აწ: თქუენგან: მივხუდი: საქმესა: ყოლ: არა: საადვილოსა: ღ~თიმცა: ნურას: ნუღარ: იქს: თქუენსა: დასაღრეჯილოსა:

98. ვითა: მე: მივხუდი: წადილსა: ჩემსა: გულისა: ნებასა: აგრემცა: ღ~თი: ნურას: იქს: ძმისა: თქუენისა: ვნებასა: უჩვენა: მისი: სადგომი: მიდითო: ნება: ნებასა: ჩრდილსა: გარდასვით: მაშურალი: მიეცით: მოსვენებასა: