... (H-66), 1832 წ.

158. რა ლაშქართა ინადირეს: და პატრონი მოითვალეს იგი პირ მზე ვეღარ ჰპოვეს: პირი მათი იფერმკრთალეს მათსა დიდსა სიხარულსა: სამძიმარი ანაცვალეს ყოვლგან რბოდეს საძებარად: ვინცა იყო უცხენმალეს

159. ღ~თი ლომო შენად ნაცვლად: სხვასა ვისმცა დანერგვიდეს დარბოდეს და სხვაგნით სხვათა: მოანბეთა მოასხმიდეს ვეღარა სცნეს მისი საქმე: გაიარა აქათ კიდეს მისნი სპანი გულნმოკლულნი: ცრემლსა ცხელსა გარდმოყრიდეს

160. შერმადინ ერთგან შეყარნა: ხასი და დიდებულები უჩვენა იგი უსტარი: ანბავი მისი თქმულები რა მოისმინეს ყველაი: დარჩა გულ დანაწყლულები თავსა იცემდეს არ იყო: გული უცრემლო ულები

161. ყოვლთა ჰკადრეს თუმცა ყოფა: ჩვენ უმისოდ გვეარმისცა უშენოსა საჯდომი და: ტახტი მისი ვისმცა მისცა გაღანამცა გმორჩილობდეთ: თუ გვიბრძანო რაცა ვისცა იგი მონა აპატრონეს: ყველაკამან თაყვანის სცა

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასვლა჻

162. ამ საქმესა მემოწმების: დიონოსი ბრძენი ეზროს საბრალოა ოდის ვარდი: დაეთრთვილოს დაცაეზროს ვის ბალახში არა გვანდეს: და ლერწამი ტანად ეზროს იგი სადმე გაღარიბდეს: სამყოფთაგან იაბეზროს

163. ავთანდილ იგი მინდორი: ოთხ ახმით გარდაიარა დააგდო მზღვარი არაბთა: სხვათ მზღვართა არე იარა მაგრა მის მზისა გაყრამან: სიცოცხლე გაუზიარა თქვა თუ მე მასმცა ვიახელ: აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა

164. ახალმან ფიფქმან დათოვა: ვარდი დათრთვილა დანასა მოუნდის გულსა დაცემა: ზოგჯერ მიმართის დანასა თქვის ჭირი ჩემი სოფელმან: ოთხმოცდაათი დანასა მოვშორდი ლხინსა ყველასა: ჩანგსა ბარბითსა დანასა

165. ვარდი მის მზისა გაყრილი: უფრო და უფრო ჭკნებოდა გულსა უთხრის თუ დასთმეო: ამად არ დია ბნდებოდა უცხო უცხოთა ადგილთა: საძებრად იარებოდა მგზავრთა ჰკითხევდის ამბავთა: მათთანა ემოყვრებოდა

166. მუნ ეძებს ცრემლი მტირალსა: სდის ზღვათა შესართავისად უჩნდის ქვეყანა ტახტად და: მკლავი სადებლად თავისად თქვის საყვარელო მოგშორდი: გული შენ დაგრჩა ვთქვა ვისა შენთვის სიკვდილი მეყოფის: ლხინად ჩემისა თავისად

167. ყოვლი პირი ქვეყანისა: მოვლო სრულად მოიარა ასრე რომე ცასა ქვეშე: არ დაურჩა არ იარა მაგრა იგი მის ამბვისა: მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა ამა შიგან წელიწადი: სამი სამ თვედ მიიყა

168. მიხვდა რასმე ქვეყანასა: უგემურსა მეტად მქისსა თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს ვერას შვილსა ადამისსა იგი ჭირი არ უნახავს: არ რამინს და არცა ვისსა დღე და ღამე იგონებდა: საყვარელსა მასვე მისსა

169. მას მიხვდა წევრი სადგურად: მაღლისა მთისა დიდისა გამოჩნდა მუნით მინდორი: სავალი დღისა შვიდისა მის მთისა ძირსა წყალი დის: არათ სანდომი ხიდისა ორგნითვე ტყესა შეეკრა: ნაპირი წყლისა კიდისა

170. ზედ წაადგა შეექცევის: დროთა დღეთა ანგარიშობს თვენი ესხნეს ორნიღაა: ამად სულთქვამს არა იშობს ვაჲ თუ საქმე გამიმჟღავნდეს: კვლავ ამისთვის გულ მოშიშობს ავსა კარგად ვერვინ შესცვლის: თავსა ახლად ვერვინ იშობს

171. საგონებელი შეექმნა: დადგა საქმისა მრჩეველად თქვა თუ დავბრუნდე ეზომი: ხანი რად დავყავ მე ველად ჩემსა რა ვკადრო მნათობსა: ვიყავ რად დღეთა მლეველად მისი ვერა ვსცნა ჭორნიცა: ვარ ვისთა გზათა მკვლეველად

172. თუ არ დავბრუნდე საძებრად: დავყო სხვანიცა ხანანი რომელსა ვეძებ ვერა ვსცნა: ანბავნი მე მისთანანი დრო გარდაუწყდეს შერმადინს: მიხვდეს ღაწვისა ბანანი მივიდეს ჰკადროს მეფესა: საქმენი დასაგვანანი

173. უანბოს ჩემი სიკვდილი: თვით ჩემგან დავედრებული მათ შექნან გლოვა ტირილი: ქნან საქმე გამწარებული მერმე მივიდე ცოცოხალი: მე სხვაგან სადმე რებული ამას იგონებს ტირილით: გონება შეიწრებული

174. იტყვის ღ~თო სამართალი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ მე ეზომნი სიარული: კიდე გლახ რად გამიცუდენ გულით ჩემით სიხარულნი: აფხვრენ ჭირნი დააბუდენ დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი: ვერათ ოდეს დავიყუდენ

175. კვლაცა იტყვის დათმობა სჯობს: და თავსავე ეუბნების დღეთა მეტად ნუ მოკვდები: გული ჩემი ნუ დადნების უღთოდ ვერას ვერ მოვაწევ ცრემლი ცუდად მედინების განგებასა ვერვინ შესცვლის: არ საქმნელი არ იქმნების

176. თავს უთხრა მოკვე გიჯობს: სიცოცხლეს აუგიანსა მიხვალ დაგხვდების თინათინ: ანათებს დღესა მზიანსა გკითხოს მის ყმისა ანბავი: რა გმართებს ვაგლახიანსა იგონებს წამწამ მიჰყვების: ტყის პირსა შამბნარ წყლიანსა