... (H-66), 1832 წ.

277. ტარიელსცა მოეგონა: ომი მათი მაშინდელი იტყვის მახსოვს ეგე საქმე: თუცა არის ადრინდელი ერთგან გნახე ნადირობას: შენ და შენი მე გამზრდელი მით ვსტიროდი მომეგონა: მე გლახ ჩემი მდგმელი

278. რას მაქნევდით რა გინდოდათ: ერთმანერთსა რითა ვგვანდით თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით: ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით რა მონანი მამწიენით: შესაპყრობლად გაგულვანდით აწ ვეჭ რომ ჩემად ნაცვლად: თანა მკვდართა მიიტანდით

279. მოვიხედე მომეწია: რა პატრონი შენი ვნახე ჴელმწიფობით შემებრალნეს: ამად ჴელი არ შევახე თვალთა წინა გამოვექეც: მეტი არა შევუზრახე ჩემი ცხენი უჩინოსა: გავს და სხვასა რასმცა დავასახე

280. კაცმან ვერ ასწრას თვალისა: დაფახვა დაწამწამება მას გავექცევი ვისგანცა: ჩემი არას ვსცნა ამება მათ თურქთა მიღმარ გამეგო: მე არას არ შეწამება ავად შვენოდა მორევნა: და ჩემი დათამამება

281. აწ ვაშად მოხველ მეამა: ნახვა შენისა პირისა ტანად სარო და პირად მზე: მამაცად მგზავსი გმირისა მაგრა გარჯილხარ არა ხარ: გარდაუხდელი ჭირისა ძნელია პოვნა კაცისა: ღ~მრთვ ზეცით განაწირისა

282. ავთანდილ უთხრა ვით მაქებ: საქები ბრძენთა ენისა მაგისად ნაცვლად რამცა ვთქვი: ღირსი ქებისა თქვენისა სახე ხარ მზისა ერთისა: ზეცით მნათისა ზენისა რადგან ვერ შეგცვლის პატიჟი: ეგზომთა ცრემლთა დენისა

283. ამა დღემან დამავიწყა: გული ჩემი ვინ დაბინდა დამიგდია სამსახური: იგი იქნას რაცა გინდა იაგუნდი ეგრეცა სჯობს: ათასჯერმცა მინა მინდა შენ გეახლო სიკვდილამდე: ამის მეტი არა მინდა

284. ტარიელ უთხრა მე შენი: გული აწ მემხურვალების მიკვირს თუ ნაცვლად მაგისად: შენ ჩემი რა გევალების მაგრა წესია მიჯნური: მიჯნურსა შეებრალების შენ საყვარელსა გაგყარო: ესე რად გენაცვალების

285. წამოსრულხარ ჩემად ძებნად: პატრონისა სამსახურად ღ~თნ ქნა და გიპოვნივარ: შენცა ცდილხარ მამაცურად მაგრა ჩემსა რა გიანბობს: გამოჭრილვარ ასრე თუ რად მე თუ ვიტყვი დამწვავს ცეცხლი: ცხელი შემიქს ალად მურად

286. ამას დაყმუნდა ტარიელ: დამწვარი დავალებული ასმათს უბრძანა მას აქეთ: შენ ხარ ჩემთანა ხლებული რად არა იცი უწამლო: არს ლები ესე ლებული კვლავ ესე ყმა მწვავს მტირალი: ცრემლითა დასოლვებული

287. კაცმან ვით პოვოს ღ~თისაგან: რაცა არ დანაბადია მით გული ჩემი სახმილმან: აწ ასრე დანაბა დია კვლავ გზასა მიკრავს მიჭირავს: მითქს ბადე დანაბადია აწ ჴელთა ნაცვლად ლხინისა: ჩალა მაქვს და ნაბადია

288. მაგრა ღ~თნ მოწყალემან: მით ცნობითა ერთი მზითა ორი მისი მოწყალება: დღესცა მამცა ამა გზითა პირველ შეჰყრის მოყვარულთა: ჩემით რათმე მიზეზითა კვლავ ნუთუმცა სრულად დამწვა: ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა

289. ყმასა უთხრა ვინცა კაცმან: ძმა ანუ თუ დაცა იდოს ხამს თუ მისთვის სიკვდილსა და: ჭირსა თავი არ დარიდოს ღ~თნ ერთი რად აცხოვნოს: თუ მეორე არ წაწყმიდოს შენ ისმენდი მე გიამბობ: რაღა გინდა წამეკიდოს

290. ასმათს უთხრა მოდი მოჯე: თანა წყალი მომიტანე დაბნედილსა მაპკურებდი: გული მითა გარდამბანე მკვდარი მნახო დამიტირო: სულთქნა გაათანისთანე მე სამარე გამიკვეთე: აქა მიწა მიაკვანე

291. ღილ ჩახსნილი საამბობლად: დაჯდა მხარნი ამოყარნა ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით: დიდხან შუქნი არ ადარნა ვერ გაახვნა სასაუბროდ: მან ბაგენი გაამყარნა მერმე სულთქნა დაიძახნა: ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა

292. მოსთქვამს ჰაი ჰაი საყვარელო: ჩემო ჩემთვის დაკარგულო იმედო და სოცოცხლეო: გონებაო სულო გულო ვინ მოგკვეთა არა ვიცი: ხეო ედემს დანერგულო ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა: გულო ასჯერ დადაგულო

ტარიელისაგან თავის ამბის მბობა ოდეს ავთანდილს უამბო პირველი჻

293. ისმენდი მიეც გონება: ჩემთა ამბავთა სმენასა საუბართა და საქმეთა: ვითა ძლივ ვათქმევ ლხენასა იგი ვინ ჴელმქნა მოველი: მისგან აროდეს ლხენასა ვისგან შეუცავ სევდასა სისხლისა ღვართა დენასა

294. ინდოეთს შვიდთა მეფეთა: ყოვლი კაცი ხართ მცნობელი ექვსი სამეფო ფარსადანს: ჰქონდა თჳთ იყო მპყრობელი უხვი მდიდარი უკადრი: მეფეთა ზედა მფლობელი ტანად ლომი და პირად მზე: ომად მძლე რაზმთა მწყობელი

295. მამაჩემი ჯდა მეშვიდე: მეფე მებრძოლთა მზარავი სარიდან ერქვა სახელად: მტერთა სრვად დაუფარავი ვერვინ კადრებდის წყენასა: ვერ ცხადი ვერცა მპარავი ნადირობდის და იშვებდის: საწუთრო გაუმწარავი