... (H-66), 1832 წ.

119. ფიცით გითხრობ შენგან კიდე: თუ შევირთო რაცა ქმარი მზეცა მომხვდეს ხორციელი: ჩემთვის კაცად შენაქმარი სრულად მოვსწყდე სამოთხესა: ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი შენი მკლვიდეს სიყვარული: გულსა დანა ასაქმარი

120. მოახსენა ყმამან მზეო: ვინ გიშერი აწამწამე სხვა პასუხი რამცა გკადრე: ანუ რამცა შევიწამე მე სიკვდილსა მოველოდი: შენ სიცოცხლე გამიწამე ვითა მონა სამსახურად: გაღანამცა წავეწამე

121. კვლავცა ჰკადრა აჰა მზეო: რადგან ღთ~ნ მზედ დაგბადა მით გმორჩილობს ზეციერი: მნათობია რაცა სადა მე რომ თქვენგან მოვისმინე: წყალობანი მედიადა ვარდი ჩემი არ დაჭკნების: შუქი შენი იეფადა

122. კვლავ შეფიცეს ერთმანერთსა: დააპირეს ესე პირი გასალდეს და გაამრავლეს: საუბარი სიტყვა ხშირი გაადვილდა აქანამდის: გარდეხადა რაცა ჭირი თეთრთა კბილთათ გამოკრთების: თეთრი ელვა ვითა ჭვირი

123. ერთგან დასხდეს ილაღობეს: საუბარი ასადაგეს ბროლ ბალახში შეხვეული: და გიშერი ასადაგეს ყმა ეტყვის თუ შენთა მჭურეტთა: თავი ჴელი ასადაგეს ცეცხლთა მანდით მოდებულთა: გული ჩემი ასადაგეს

124. ყმა წავიდა სიშორესა: თუმცა მისსა ვერ გასძლებდა უკუღმავე იხედვიდა: თვალთა რეტად აყოლებდა ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს: ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა გული ჰქონდა გულისათვის: სიყვარულსა ავალებდა

125. თქვა მზეო ვარდსა სიშორე: შენი დამაჩნდეს ეს ადრე ბროლი და ლალი გასრულვარ: ქარვისა უყვითლესადრე მაშინ რაღა ვქნა ვერ ჭვრეტა: რა მამხვდეს უგრძესადრე ხამს მოყვრისათვის სიკვდილი: ესე მე დამიც წესადრე

126. საწოლს დაწვა ტირს მტირალსა: ცრემლი ძნელად ეხოცების ვითა ვერხვი ქარისაგან: ირხევის და იკეცების რა მილულნის სიახლევე: საყვარლისა ეოცების შეკრთის დიდი დაიძახის: მით პატიჟი ეოცების

127. მოშორვება საყვარლისა: მას შექნოდა მისად ღაზოდ ცრემლსა ვითა მარგალიტსა: ტირს ვარდისა დასანაზოდ რა გათენდა შეეკაზმა: მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ ცხენსა შეჯდა გაემართა: დარბაზს მივა სადარბაზოდ

128. დარბაზს ეჯიბი შეგზავნა: მართ მისგან შენარონია შესთვალა გკადრებ მეფეო: მე ესე გამიგონია ყოველი პირი მიწისა: თქვენ ხლმითა დაგიმონია აწ თუ სჯობს ესე ანბავი: ცნან რაცა გარემონია

129. მე წავიდე მოვიარო: ვილაშქრო და ვინაპირო თინათინის ჴელმწიფობა: მტერთა თქვენთა გულსა ვგმირო მორჩილ ქმნილი გავახარო: ურჩი ყველა ავატირო ძღვენნი გკადრნე ზედა ზედა: არ სალამი დავაძვირო

130. მეფესა ეთქვა ამისი: დიადი მადრიელობა უბრძანა ლომო არა გჭირს: შენ ომთა გამდრეკელობა აწ მაგა შენსა თათბირსა: გავსო შენივე ქველობა აწ მაგრა მამხვდეს რაღა ვჰქნა თუ სიშორისა გრძელობა

131. ყმა შევიდა თაყვანისცა: მადლი რამე მოახსენა ჴელმწიფეო მიკვირს ქება: რად იკადრეთ ჩემი თქვენა აწ ნუთუ კვლავ სიშორისა ღ~თნ ბნელი გამითენა პირი თქვენი მხიარული: მხიარულსა კვლავ მიჩვენა

132. მეფე ყელსა მოეკიდა: გარდაჰკოცნა ვითა შვილი სხვა მათებრი არ ყოფილა: არ გამზრდელი არ გაზრდილი ყმა ადგა და წამოვიდა: მას დღე მათი ჩანს გაყრილი როსტან მისთვის აატირა: გონიერი გული ტკბილი

133. გამოემართა ავთანდილ: მოყმე მხნე ლაღად მავალი ოც დღე იარა ღამესა: დღეზედა წართო მრავალი იგია ლხინი სოფლისა: იგია ნივთი და ვალი არ მისცილდები თინათინ: მისი მას ვისგან სწვავალი

134. რა მოვიდა სიხარული: შიგან გახდა სამეფოსა მოეგებნეს დიდებულნი: ძღვენსა სძღვნიდენ იეფოსა იგი პირ მზე არ მოსცდების: სიარულსა სასწრაფოსა მიხვდეს მყოფნი მას წინაშე: სიხარულსა სადაფოსა

135. ქალაქი ჰქონდა მაგარი: საზაროდ სანაპიროსა გარეთ კლდე იყო გიანბობ: ზღუდესა უქვიტკიროსა ყმამან მუნ დაჰყო სამი დღე: ამოსა სანადიროსა გაზრდილი მისი შერმადინ: დაისვა სავაზიროსა

136. ესეა მონა შერმადინ: ზემოცა სახელდებული თანა შეზრდილი ერთგული: და მისთვის თავ დადებული მან არ იცოდა აქამდის: მის ყმისა ცეცხლი დებული აწ გაუცხადა სიტყვები: მის მზისა იმედებული

137. უბრძანა აჰა შერმადინ: ამად მე შენგან მრცხვენიან ჩემნი საქმენი ყოველნი: გცოდნიან გაგივლენიან მაგრა არ იცი აქამდის: რანიცა ცრემლნი მდენიან მე ვისგან მქონდეს პატიჯნი: აწ მასვე მოულხენიან

138. მიბრძანა მიცან ამბავი: მის ყმისა დაკარგულისა მოხვიდე სრულ ვქმნა მაშინღა: შენი წადილი გულისა ქმარი არ მინდა უშენო: მამხვდეს ხისა რგულისა მამცა წამალი გულისა: აქამდის დადაგულისა