... (H-66), 1832 წ.

257. ქალსა ცრემლნი გარდმოსცვივდეს: ას ნაკეცნი ათას ბევრად მოახსენა მხეცთა თანა: იარები მარტო ტევრად არას კაცსა არ იახლებ: საუბრად და შემაქცევრად მას მაგითა ვერას არგებ: დღეთა შენთა ცუდად ლევ რად

258. ყოვლი პირი ქვეყანისა: ერთობ სრულად მოგივლია ერთი კაცი შემაქცევლად: შენად ვითა დაგელია გიახლოს და არ გაშმაგდე: თუცა ჭირი არ გაკლია შენ მოკვდე და იგი წახდეს: ესე შენთვის რა მადლია

259. უბრძანა დაო ეგეა: მგზავსი შენისა გულისა მაგრა არ არის ქვეყანად: წამალი ამა წყლულისა ვის ძალუც პოვნა კაცისა: თვით სოფლად არ მოსრულისა ჩემი ლხინია სიკვდილი: გაყრა ხორცთა და სულისა

260. ღ~თნ სხვამცა ეტლსა ჩემისა: რადმცა კაცი რად დაბადა სიახლე და საუბარი: თუმცა მისი მე მეწადა ვინცა გასძლნა ჭირნი ჩემნი: ანუ ვინმცა შეეცადა შენგან კიდე ხორციელი: დაო მივის არასადა

261. ქალმან ჰკადრა არ გამიწყრე: ვიშიშვი და ვიაჯ დია რადგან ღ~თსა ვეზირობა: შენი ჩემზედ მოუგდია ვერ დავმალავ უკეთესი: რაცა საქმე გამიცდია არა ვარგა უსაზომო: თავი ზომსსა გარდგიხდია

262. ყმამან უთხრა რას მენუკვი: არა ვიცი გამიცხადე კაცი ჩემად სამსახურად: უღ~თოდ ვით დავბადე ღ~თსა ჩემი უბედობა: უნდა მემცა რას ვეცადე გაღანამცა გავნადირდი: თავი ასრე გავიხადე

263. ქალმან კვლავ ჰკადრა გაგსაჯე: მეტითა შეგონებითა მაგრა თუ კაცი მოგგვარო: მოგყვეს თავისა ნებითა იგი გიახლოს ილხენდე: მისითა შემეცნებითა ფიცე არ მოკლა არ იყო: არ სავნებლისა ვნებითა

264. მან უბრძანა თუ მაჩვენებ: ვნახავ დიდად გავიხარებ სიყვარულმან მისმან ვისთვის: ჴელი მინდორს თავსა ვარებ არას უზამ უგემურსა: არათ ოდეს გავამწარებ რაცა ჩემგან იამების: ვაამებ და შევიყვარებ

265. ქალი ადგა და წავიდა: მის ყმისა მოსაყვანებლად არ ეწყინაო უანბობს: არს მისად მაგულვანებლად ჴელი მოჰკიდა მოჰყვანდა: ვით მთვარე მოსავანებლად იგი რა ნახა ტარიელ: თქვა მზისა დასადარებლად

266. გამოეგება ტარიელ: მართებს ორთავე მზე დარად ანუ ცით მთვარე უღრუბლოდ: შუქთა მოფენდეს ქვე ბარად რომე მათთანა ალვისა: ხეცა ვარგიყოს ხედ არად გვანდეს შვიდთავე მნათობთა: სხვადმცა რისა ვთქვა მე დარად

267. მათ აკოცეს ერთმანერთსა: უცხოობით არ დარიდეს ვარდსა ხლეჩდეს ბაგეთაგან: კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს ყელი ყელსა გადააჭვდეს: ერთმანერთსა აუტირდეს჻ ქარვად შექნეს იაგუნდი: მათნი თუმცა ლალად ღირდეს

268. მობრუნდა ყმამან ავთანდილს: ჴელი შეუპყრა ჴელითა ერთგან დასხდეს და იტირეს: დიდხან ცრემლითა ცხელითა ასმათი სულსა უღებდა: სიტყვითა საკვირველითა თავთა ნუ დახოცთ ნუ ბნელ იქთ: მზესა თქვენისა ბნელითა

269. ტარიელის ვარდი იყო: დათრთვილული არ დაზრული ყმასა უთხრა მესწრაფების: მითხარ შენი დაფარული ვინ ხარ ანუ სით მოსულხარ: სადაური სით მოსრული მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ: ვარ მისგანცა გაწირული

270. ავთანდილ გასცა პასუხი: სიტყვები ლამაზებია ლომო და გმირო ტარიელ: ვის თავი გინაზებია მე ვარ არაბი არაბეთს: არს ჩემი დარბაზებია მიჯნურობითა დამწვარვარ: ცეცხლი უშრეტი მგზებია

271. მე პატრონისა ჩემისა: ასული შემყვარებია თვით მეფედ მათად მას ხედვენ: მონები მკლავ მაგრებია თუმცა არ მიცნობ გინახავ: თავი ვით გიაზრებია გახსოვსცა ოდეს დახოცე: მონები არ საპყრებია

272. შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი: ჩვენ ზედა გარდგეკიდენით პატრონი ჩემი გაგიწყრა: ჩვენ ხაფად წაგეკიდენით გიხმეთ არ მოხველ ლაშქარნი: უკანა გამოგკიდენით შენ ველნი წითლად შეღებნე: სრულად სისხლისა მიდენით

273. ყველაკასა მათრახითა: თავი უხმლოდ გარდაკვეთეთ მეფე შეჯდა დაგვეკარგე: კვალი შენი ვერ მოვკვეთე ვითა ქაჯი დაიმალე: მონებიცა დავაფეთეთ ამან უფრო გაგვაშეთა: თავი სრულად გავაშეთეთ

274. ჭმუნვა შეექმნა თქვენც იცით: ჴელმწიფე ნებიერია მოგნახეს გძებნეს ვერ გპოვეს: მათ რუკა დაუწერია ვერ ნახეს შენი ნახული: ვერცა ყმა ვერცა ბერია აწ გამომგზავნა რომელსა: არ მზე ჰგავს ვერ ეთერია

275. მიბრძანა მიცან ამბავი: მის მზისა წარხდომილისა მაშინ ვარ მქმნელი საქმისა: მის შენგან მონდომილისა სამ წლამდის მითხრა დადენა: უმისოდ ცრემლთა მილისა არ გიკვირს გავსძელ ვერ ჭვრეტა: მისისა მე ღიმილისა

276. აქანამდის მნახავიცა: კაცი შენი არ მენახა ქურდნი ვნახენ რომე თქვენთვის: სიტყვა რამე გაემკვახა მათრახითა ჩამოგეგდო: ერთი მკვდართა დაგესახა მათ მასწავლეს ძმა რომელსა: სულ მობრძავი სამე გლახა