... (H-66), 1832 წ.

99. ტკბილნი მისნი წყალობანი: ბოლოდ ასრე გამემწარნეს დამავიწყდა რაცა დღენი: მხიარულსა წამეარნეს ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს: ვეღარავინ მინეტარნეს სადამდისცა დღენი მესხნეს: ვეღარამან გამახარნეს

100. ქალმან ჰკადრა მოგახსენებ: მე სიტყვასა დანაყბედსა ჱე მეფეო რად ემდურვი: ანუ ღ~თსა ანუ ბედსა რად დასწამებ სიმწარესა: ყოველთათვის ტკბილად მხედსა ბოროტიმცა რად შეექმნა: კეთილისა შემოქმედსა

101. მე ამას ვარჩევ მეფე ხარ: მეფეთა ზედა მფლობელი შორს არის თქვენი სამზღვარი: ბრძანება მიუთხრობელი გაგზავნე კაცი ყოველგან: მისთა ანბავთა მცნობელი ადრე სცნობთ არის იგი ყმა: შობილი თუ უშობელი

102. მოასხნეს კაცნი გაგზავნეს: ოთხთავე ცისა კიდეთა უბრძანეს წადით პატიჟთა: თავიმცა რად დარიდეთა მონახეთ სძებნეთ იგი ყმა: სხვად ნურად მოიცლიდეთა მისწერეთ წიგნი სადაცა: ვერ მისწვდეთ ვერ მიხვიდეთა

103. კაცნი წავიდეს იარეს: მათ ერთი წელიწადია მონახეს ძებნეს იგი ყმა: იკითხეს კვლა და კვლა დია ვერცა თუ ნახეს ნახული: ღ~თისაგან დანაბადია ცუდად მაშვრალნი მოვიდეს: მათსავე გულსა ზადია

104. მონათა ჰკადრეს მეფეო: ჩვენ ხმელნი მოვიარენით მაგრა ვერ ვჰპოვეთ იგი ყმა: მით ვერა გავიხარენით მისა მნახავსა სულდგმულსა: კაცსა ვერ შევეყარენით ჩვენ ვერა გარგეთ საქმენი: სხვანი რამ მოიგვარენით

105. მეფე ბრძანებს მართალია: ასული და ჩემი ძეო ვნახე რამე ეშმაკისა: სიცუდე და სიბილწეო ჩემად მტერად წამოსრული: გარდმოსული ზეცით ზეო გამიშვია შეჭირვება: არა მგამა ყოლე მეო

106. ესე თქვა და სიხარულით: თამაშობა ადიადა მგოსანი და მუშაითი: უხმეს პოვეს რაცა სადა დია გასცა საბოძვარი: ყველა დარბაზს შემოხადა მისი მგზავსი სიუხვითა: ღმერთმან სხვამცა რა დაბადა

107. ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს: ეცვა ოდენ მართ პერანგი იმღერდა და იხარებდა: წინა ედგა ერთი ჩანგი შემოვიდა მას წინაშე: თინათინის მონა ზანგი მოახსენა გიბრძანებსო: ტანი ალვა პირი მანგი

108. ავთანდილს მიხვდა მოსმენა: საქმისა სანატრელისა ადგა და კაბა ჩაიცვა: მჯობი ყოვლისა ჭრელისა უხარის ნახვა ვარდისა: არ ერდგან შეუყრელისა ამოა ჭვრეტა ტურფისა: სიახლე საყვარელისა

109. ავთანდილ ლაღი უკადრი: მივა არვისგან სცხვენოდა მას ნახავს ვისთა თვალთაგან: ცრემლი მრავალ ჯერ სდენოდა იგი უებრო ქუშად ჯდა: ელვისა მსგავსად შვენოდა მთვარესა მისთა შუქთაგან: უკუნით გარდაფენოდა

110. გაცრცვლისა ტანსა ემოსნეს: ყარყუმნი უსაპირონი ებურნეს მოშლით რიდენი: ფასისა თქმად საჭირონი შვენოდეს შავნი წამწამნი: გულისა გასაგმირონი მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს: გრძლად თმანი არ უხშირონი

111. დაღრეჯით იყო მჯდომარე: ძოწეულითა რიდითა ავთანდილს უთხრა დაჯდომა: წყნარად ცნობითა მშვიდითა მონამან სელნი დაუდგნა: დაჯდა კრძალვით და რიდითა პირის პირ პირსა უჭვრეტდა: სავსე ლხინითა დიდითა

112. ყმამან ჰკადრა საზაროსა: ჩემგან თქმაღა ვით იქნების მზესა მთვარე შეეყაროს: დაილევის დაცაჭკნების აზრად არათ აღარა მცალს: თავი ჩემი მეგონების თქვენვე ბრძანეთ რაცა გიმძიმს: ანუ რაცა გეკვირვების

113. ქალმან უთხრა საუბარი: კეკლუც სიტყვა არ დუხჭირად იტყვის თუცა აქანამდის: ჩემგან შორს ხარ დანამჭირად მიკვირს მოგხვდა წამის ყოფად: საქმე შენგან საეჭვირად მაგრამ გითხრა პირველ ხომე: სენი მე მჭირს რაცა ჭირად

114. გახსოვს ოდეს შენ და როსტანს: მინდორს მხეცნი დაგეხოცა ყმა გენახა უცხო ვინმე: რომე ცრემლი მოეხოცა მას უკანით გონებამან: მისმან ასრე დამამხოცა შენ გენუკვი მონახვასა: კიდით კიდე მოლახოცა

115. აქანამდის ნაუბარსა: თუცა ვერას ვერ გეტყვია მაგრამ შორით სიყვარული: შენგან ჩემი შემიტყვია ვიცი რომე გაუწყვეტლად თვალთა ღაწვი გისეტყვია შეუპყრიხარ სიყვარულსა: გული შენი დაუტყვია

116. ასრე გითხრა სამსახური: ჩემი გმართებს ამა ორად პირველ ყმა ხარ ხორციელი: არვინა გვყავს შენად სწორად მერმე ჩემი მიჯნური ხარ: დასტურია არ ნაჭორად წადი იგი მოყმე ძებნე: ახლოს იყოს თუნდა შორად

117. შენგან ჩემი სიყვარული: ამით უფრო გაამყარე რომე დამხსნა შეჭირვება: ეშმა ბილწი ასაპყარე გულსა გარე საიმედო: ია მორგე ვარდი ყარე მერმე მოდი ლომო მზესა: შეგეყრები შემეყარე

118. სამსა ძებნე წელიწადსა: იგი შენი საძებარი ჰპოვო მოდი გამარჯვებით: მხიარულად მოუბარი ვერა ჰპოებ დავიჯერებ: იყო თურე უჩინარი კოკობი და დაუფრჩკნელი: ვარდი დაგხვდე დაუმჭკნარი