... (H-66), 1832 წ.

217. მას ყმასა თავი არ მისცა: ჭვრეტადცა ებილწებოდა ვითა კაკაბი არწივსა: ქვეშე მი და მო ჰკრთებოდა ტარიელს ვისმე უზახდა: მწედ თუმცა არ ემწებოდა ავთანდილ მუხლთა უყრიდა: თითითა ეხვეწებოდა

218. ეტყოდა სულე რამც გიყავ: კაცი ვარ ადამიანი უფერო ქმნილნი მინახვს: ვარდნი და ისი იანი მისი რამ მითხარ ვინ არის: ტან სარო პირბაკმიანი სხვად არას გიზამ ნუ გეშის: ნუ ჰყივი აგრე ხმიანი

219. ქალი ეტყოდა ტირილით: სარჩელი უგავს ბრჭობასა თუ არ შმაგი ხარ დამეხსენ: შმაგი ხარ მოდი ცნობასა აწ მეტათ ძნელსა საქმესა: მნუკევ ადვილად თხრობასა ცუდად ნუ სცთები ნუ ელი: მაგა ამბვისა მბობასა

220. კვლავ ეტყვის ყმაო რა გინდა: ანუ მენუკვი მე რასა მაგა საქმისა ვერა იქს: ვერცა კალამი წერასა შენ ერთხელ იტყვი მითხარო: მე ასჯერ გეტყვი ვერასა ვითა სიცილი ტირილსა: ვაგლახი მიჯობს მღერასა

221. ქალო არ იცი სით მოვალ: რა ჭირნი მომითმენიან ოდიდგან ვეძებ ამბავთა: ესე არვისგან მსმენიან შენ მიპოვნიხარ სიტყვანი: ჩემნი რაზომცა გწყენიან ვერ დაგეხსნები მიამბე: ჩემგან ნუღარა გრცხვენიან

222. ქალმან უთხრა რას შეგესწარ: მე ვინ ვარ და ანუ შენო მზე არ მახლავს შეგეტყვების: თვრთვილო ასრე მით მაწყენო ვერასათვის ვერ გიამბობ: რაცა გინდა იგი ქენო გრძელი სიტყვა საწყინოა: ასრე მოკლედ მოგახსენო

223. კვლაცა ჰკითხა ზენარობით: მიუყარნა მუხლნი წინა მაგრა ვერა ვერ დაჰყარა: მუდარობა მოეწყინა პირსა ზედა გაგულისდა: თვალთა სისხლი მოედინა ადგა თმითა წამოზიდნა: ყელსა დანა დააბრჯინა

224. ეგრე უთხრა მე ეზომი: ჯავრი ვითა შეგარჩინო როგორა თუ ამატირო: ცრემლი ცუდად დამადინო გიჯობს მითხრა ამის მეტი: მართ აღარა არ გაწყინო თვარა ღ~თნ მტერი ჩემი: მოკლას ვითა მოგაკვდინო

225. ქალმან უთხრა ეგე ღონე: მოიგონე მატად ავი თუ არ მამკლავ არ მოვკვდები: მრთელი ვარ და მოუკლავი რად რა გითხრა სადამდისცა: ვიყო ჭირთა უნახავი კვლავ თუ მამკლავ სასაუბროდ: აღარ მედგას ზედან თავი

226. კვლავ ეტყვის ყმაო რად მპოვე: ვინ მეუბნები მე ვინო ეგე ანბავი ცოცხალსა: ენითა ვერ მათქმევინო მე ჩემი თავი ჩემი ნებითა: ჩემითა მოგაკლევინო ვითა უსტარი ბედითი: ადვილად დაგახევინო

227. ჩემი სიკვდილი შენ ჩემად: პატიჯად ნურად გგონია მით რომე დამხსნი ტირილსა: შემშრების ცრემლთა ფონია ჩალად მჩანს ყოვლი სოფელი: მისთვისვე შემიწონია ვერ გიცნობ ვინ ხარ: ვის გითხრა სიტყვანი მისანდონია

228. ყმამან თქვა თუ არ ეგების: აწ ამისი ასრე თქმევა სხვისა რასმე გამორჩევა: სჯობს საქმისა გამორჩევა გაუშვა და ცალკე დაჯდა: ტირს დაუწყო ცრემლთა ფრქვევა ქალსა უთხრა გაგარისხე: აწ არ ვიცი ვით დავრჩე ვა

229. ქალი დაუჯდა კუშტ გვარად: ქუშობს ჯერთ არ დამტკბარია ავთანდილ ქვე ზის ტირილად: აღარას მოუბარია ვარდისა ბაღსა მოგუბდა: ცრემლისა საგუბარია კვლავ იქით ქალი ატირდა: მისთვის გულ ნალმობარია

230. ყმა მტირალი შეებრალა: ამად ცხელნი ცრემლნი ღვარნა მაგრა უჯდა უცხოს უცხო: არ ენანი აუბარნა ყმამან ცნა თუ გონებანი: ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა ცრემლ დენილი შეეხვეწა: ადგა მუხლნი მიუყარნა

231. უთხრა ვიცი აღარ ვარგხარ: შენ აწ ჩემად დასანდობლად გაგარისხე დაგრჩომივარ: ღარიბად და ამად ობლად აწ ეგრეცა თავი ჩემი: დამიც შენთვის დასანდობლად ამად რომე შეცოდება: შვიდ გზის თქმულა შესანდობლად

232. თავი ჩემი სამსახურად: თუცა ავად მოგაწონე მიჯნურისა შებრალება: ხამს ესეცა გაიგონე სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ: არვინ არის ჩემი ღონე სულსა მოგცემ გულისათვის: სხვა მეტიმცა რა გამონე

233. რა ქალსა მიხვდა ყმისაგან: მიჯნურობისა სმონება გულამოხნჩვით დაიწყო: ასკეცად ცრემლთა დინება კვლავ გაამაღლა ზახილით: ტირილი არ გაცინება ავთანდილს ღთ~ნ წადილი: მისცა გულისა ლხინება

234. იტყვის თუ ამა სიტყვითა: მას ფერი შეეცვალების ვისთვისმე ჴელი უცილოდ: მას ცრემლი ემალმალების კვლავ უთხრა დაო მიჯნური: მიჯნურთა შეებრალების ესეცა იცი სიკვდილსა: თვით ეძებს არ ეკრძალების

235. ვარ მიჯნური ჴელი ვინმე: გაუძლებლად სულთა დგმისად ჩემან მზემან გამომგზავნა: საძებარად ამა ყმისად ღრუბელიცა ვერ მიხწვდების: მე მისრულვარ სადა ვლისად გული შენი მიპოვნია: მისი შენდა შენი მისად

236. მისი სახე გულსა ჩემსა: ხატად ასრე გამოვხატე მისთვის ხელმან გამოჭრილმან: ლხინი ჩემი ვაალქატე ორისაგან ერთი მიყავ: ტყვე მყავ ანუ მააზატე ან მაცოცხლე ანუ მამკალ: ჭირი ჭირსა მომიმატე