... (H-66), 1832 წ.

79. იგი მინდორი დალივეს: მართ მათგან განარბენია ნადირნი ტყესა შეესწრეს: სადა ვერა რბის ცხენია მინდორსა იქით წყალი დის: და წყლისა პირსა კლდენია იგი მაშვრალნი ორნივე: მოსწყდეს რაზომცა მხნენია

80. ერთმანერთსა თუ მე გჯობო: სიცილით ეუბნებოდეს ამხანაგობდეს ლაღობდეს: იქით და აქეთ დგებოდეს მერმე მოვიდეს მონანი: რომელნი თანა ხლებოდეს უბრძანა თქვითო მართალი: ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს

81. მონათა ჰკადრეს მართალსა: გკადრებთ და ნუ გემცდარებით მეფეო ყოლე ვერ ვიტყვით: შენსა მაგისა დარებით აწემცა დაგვხოც ტყუილად: ვერათ ვერ მოგეჴმარებით ვისგან ნაკრავნი გვინახავნ: მხეცნი ვერ წაღმა წარებით

82. მონათა ჴელი გამართეს: მის ყმისა შესაპყრობელად მან გლახ იგინი დახადნა: მტერთაცა საწყალობლად ჰკრა ერთმანერთსა დახოცნა: თავის ჴელ აუპყრობელად ზოგსა გადაჰკრის მათრახი: მკერდამდის გასაპობელად

83. მეფე გაწყრა გაგულისდა: მონანიცა შეუზახნა მან მდევართა მიწევნამდის: არ უჭვრიტა არცა ნახნა რაზომნიცა მიეწივნეს: ყოვლნი მკვდართა დაასახნა კაცნი კაცსა შემოსტყორცნა: როსტან ამად ივაგლახნა

84. შესხდეს მეფე და ავთანდილ: მის ყმისა მისაწეველად იგი ლაღი და უკადრი: მივა ტანისა მრხეველად ტაიჭი მიუქს მერანსა: მიეფინების მზე ველად შეიგნა მისვლა მეფისა: მისად უკანა მდეველად

85. რა ცნა მეფე მოვიდაო: ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა მასვე წამსა დაიკარგა: არ უნახავს თვალსა ჩვენსა ჰგავდა ქვესკნელს ჩანაძრომსა: ანუ ზეცად ანაფრენსა ეძებდეს და ვერ ჰპოებდეს: კვალსა მისგან წანარბენსა

86. კვალი ძებნეს და უკვირდათ: ვერ პოვნა ნაკვალევისა აგრე კვალ წმიდად წახდომა კაცისა: ვითა დევისა ლაშქარნი მკვდართა ტიროდეს: სწრაფა აქვსთ წყლულთა ხვევისა მეფემან ბრძანა ვნახეო: მიზეზი ლხინთა ლევისა

87. ბრძანა ღ~თსა მოეწყინა: აქანამდის ჩემი შვება ამად მიყო სიამისა: სიმწარითა დანაღვლება სიკვდილამდის დამაწყლულა: ვერვის ძალუცს განკურნება მასვე მადლი ესე იყო: წადილი და მისი ნება

88. ესე თქუა და შემობრუნდა: დაღრეჯილი წამოვიდა აღარცა ჰკრა ასპარეზსა: ვაი ვამსა მოურთვიდა ყველაკაი მოიშალა: სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა ზოგთა თქვეს თუ მართალია: ზოგი ღ~თო უზრახვიდა

89. მეფე საწოლს შემოვიდა: სევდიანი დაღრეჯილი მისგან კიდე არვინ შეჰყუა: ავთანდილ უჩნს ვითა შვილი ყველაკაი გაიყარა: ჯალაბი ჩანს არ დაჯრილი გაბედითდა სიხარული: ჩაღანა და ჩანგი ტკბილი

90. თინათინს ესმა მამისა: აგეთი დაღრეჯილობა ადგა და კარსა მივიდა: ჰქონდა მზისაცა ცილობა მოლარე იხმო უბრძანა: ძილია თუ ღვიძილობა მან მოახსენა დაღრეჯით: ზის სჭირსო ფერ შეცვლილობა

91. ერთი ღა ახლავს ავთანდილ: წინაშე უზის სკამითა უცხო ყმა ვინმე უნახავს: ასრე დაღრეჯით ამითა თინათინ ბრძანა აწ წავალ: შესლვა არს ჩემგან ჟამითა მიკითხოს ჰკადრე იყო თქო: აქა ერთისა წამითა

92. ხანი გამოხდა იკითხა: ნეტარ რასა იქს ქალიო ჩემი ლხინი და ჯავარი: ჩემი სოფლისა წყალიო მოლარე ჰკადრებს მოვიდა: აწაღა ფერ ნამკრთალიო დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა: წინაშე მომავალიო

93. უბრძანა თუ წადი უხმე: უმისობა ვით გავძლეო მოახსენე რად დაბრუნდი: შენ მამისა სიცოცხლეო მოდი ჭმუნვა გამიქარვე: გულსა წყლულსა მიწამლეო გითხრა ჩემი სამიზეზო: მე თუ ლხინთა რად დავლეო

94. თინათინ ადგა მივიდა: მიჰყვა მამისა ნებასა უგავს პირისა სინათლე: მთვარისა მოვანებასა მამამან გვერდსა დაისვა: აკოცა ნება ნებასა უბრძანა მახლავ რად არა: რად მელი მოყვანებასა

95. ქალმან ჰკადრა ხელმწიფეო: დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს ვინცა გნახა კადნიერად: რაზომ გინდა ამაყობდეს თქვენი აგრე დაღრეჯანი: მნათობთაცა დაამხობდეს კაცმან საქმე მოიგვაროს: ვეჭვ ჭმუნვასა ესე სჯობდეს

96. უბრძანა შვილო რაზომცა: მჭირს საქმე სავაგლახია შენი ჭვრეტა და სიცოცხლე: ლხინადვე დამისახია მომაქარვები სევდისა: მართ ვითა მუფარახია ვეჭვ რა სცნა შენცა მამართლო: ჩემი სულთქმა და ახია

97. უცხოსა და საკვირველსა: ყმასა რასმე გარდვეკიდე მისმან შუქმან გაანათლა: სამყარო და ჴმელთა კიდე რა უმძიმდა არ ვიცოდი: ან ტიროდა ვისთვის კიდე ჩემად ნახვად არ მოვიდა: გავგულისდი წავეკიდე

98. მე რა მნახა ცხენსა შეჯდა: თვალთა ცრემლნი მოიხოცა შესაპყრობლად შევუზახენ: სპანი სრულად დამიჴოცნა ვითა ეშმა დამეკარგა: არ კაცურად გარდამკოცა ჯერთაცა ესე არა ვიცი: ცხადი იყო თუ მეოცა