... (H-66), 1832 წ.

39. მაგას ნუ ბრძანებთ მეფეო: ჯერ ვარდი არ დაგჭნობია თქვენი თათბირი ავიცა: სხვისა კარგისა მჯობია ხამ გაღანამცა საქნელად: რაცა თქვენ გულსა გლმობია სჯობს და მას მიეც მეფობა: ვისგან მზე შენაფლობია

40. თუმცა ქალია ჴელმწიფედ: მართ ღ~თისა დანაბადია არ გათნევთ იცის მეფობა: უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია შუქთა მისთაებრ საქმეცა: მის მზეებრ განაცხადია ლეკვი ლომისა სწორია: ძუ იყოს თუნდა ხვადია

41. ავთანდილ იყო სპასპეტი: ძე ამისპასალარისა ჯერთ უწვერული სადარო: ბროლ მინა საცნობარისა საროსა მჯობი ნაზარდი: მგზავსი მზისა და მთვარისა მას თინათინის შვენება: კლევდის წამწამთა ჯარისა

42. გულსა მისსა მიჯნურობა: მისი ჰქონდა დამალულად რა მოშორდის ვერა მჭვრეტმან: ვარდი შექმნის ფერ ნაკლულად ნახის ცეცხლი გაუახლდის: წყლული გახდის უფრო წყლულად საბრალოა სიყვარული: კაცსა შეიქს გულ მოკლულად

43. რა მეფედ დასმა მეფემან: ბრძანა თვისისა ქალისა ავთანდილს მიხვდა სიამე: ვსება სჭირს მისო ქალისა თქვა ზედა ზედა მომხვდების: ნახვა მის ბროლ ფიქალისა ნუთუ ვით ვპოვო წამალი: მე ჩემი ფერ გამქრქალისა

44. არაბეთს გასცა ბრძანება: დიდმან არაბთა მფლობელმან თინათინ ჩემი ჴელმწიფედ: დავსვი მე მისმან მშობელმან მან განანათლნეს ყოველნი: ვით მზემან მანათობელმან მოდით და ნახეთ ყოველმან: შემსხმელმან შემამკობელმან

45. მოვიდეს სრულნი არაბნი: ჯარი გამრავლდა ხასისა ავთანდილ პირ მზე სპასპეტი: ლაშქრისა ბევრ ათასისა ვეზირი სოგრატ მოახლე: მეფისა დასთა დასისა მათ რომე დადგეს საჯდომი: სთქვეს უთქმელია ფასისა

46. თინათინ მიჰყავს მამასა: პირითა მით ნათელითა დასვა და თავსა გვირგვინი: დაადგა თავისა ჴელითა მისცა სკიპტრა და შემოსა: მეფეთა სამოსელითა ქალი ბრძნად უჭვრეტს ყოველთა: ცნობითა ზე მხედველითა

47. უკუდგეს და თაყვანი სცეს: მეფემან და მისთა სპათა დალოცეს და მეფედ დასვეს: ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა ბუკსა ჰკრეს და წინწილანი: დაატკბობდეს ტკბილთა ხმათა ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს: ხრის ყორნისა ბოლო ფრთათა

48. მამისა ტახტსა საჯდომად: თავი არ ეღირსებოდა ამად ტირს ბაღი ვარდისა: ცრემლითა აივსებოდა მეფე სწვრთის მამა ყოველი: ძისაგან ითავსებოდა ამისად ქნამდის დამწველი: ცეცხლი არ დამევსებოდა

49. უბრძანა ნუ სტირ ასულო: ისმინე ჩემი თხრობილი აქათგან ესე სამეფო: მართ შენია მონდობილი შენ ხარ დღეს მეფე არაბეთს: ჩემგან ჴელმწიფედ ხმობილი ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა: იყავ წყნარი და ცნობილი

50. ვარდთა და ნეხვთა ვინათგან: მზე სწორად მოეფინების დიდთა და წვრილთა წყალობა: შენმცა ნუ მოგეწყინების უხვი ახსნილსა დააბამს: იგი თვით ების ვინ ების უხვად გასცემდი ზღვათაცა: შესდის და გაედინების

51. მეფეთა შიგან სიუხვე: ვით ედემს ალვა რგულია სმა ჭამა დიდად შესარგი: დება რა სავარგულია უხვსა მორჩილობს ყოველი: იგინიც ვინ ორგულია რასაცა გასცემ შენია: რაც არა დაკარგულია

52. ამა მამისა სწავლასა: ქალი ბრძნად მოისმინებდა ყურსა უპყრობდა ისმენდა: სწვრთასა არ მოიწყინებდა მეფე სმასა და მღერასა: იქმს მეტად მოილხინებდა თინათინ მზესა სწუნობდა: მაგრა მზე თინათინებდა

53. მოიხმო მისი გამზრდელი: ერთგული ნაამაგევი უბრძანა ჩემი საჭურჭლე: ჩემი ნაუფლისწულევი მოართვით ჩემი ყველაი: ჩემი დანაბეჭდულევი მოიღეს გასცა უზომო: უანგარიშო ულევი

54. მას დღე გასცემს ყველაკასა: სივაჟისა მოგებულსა რომე სრულად აღმოაგებ: ს მცირესა და დიდებულსა მერმე ბრძანა ვიქ საქმესა: მამისაგან სწავლებულსა ჩემსა ნუვინ ნუ დამალავს: საჭურჭლესა დადებულსა

55. უბრძანა წადით გახსენით: საცა რა საჭურჭლენია ამილახორო მოასხი: რემა ჯოგი და ცხენია მოიღეს გასცა უზომო: სიუხვე არ მოსწყენია ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი: მართ ვითა მეკობრენია

56. ალაფობდეს საჭურჭლესა: მისსა ვითა ნათურქალსა მას ტაიჭსა არაბულსა: ქვე ნაბამსა ნასუქარსა რომე გვანდა სიუხვითა: ბუქსა ზეცით ნაბუქარსა არ დაარჩენს ცარიელსა: არ ყმასა და არცა ქალსა

57. დღე ერთ გარდახდა პურობა: სმა ჭამა იყო ლხილობა ნადიმად მსხდომთა ლაშქართა: მუნ დიდი შემოყრილობა მეფემან თავი დაჰკიდა: შეექნა დაღრეჯილობა ნეტარ რა უმძიმს მეფესა: შექმნეს ამისი ცილობა

58. თავსა ზის პირ მზე ავთანდილ: მჭვრეტთაგან მოსანდომია სპათა სპასპეტი ჩაუქი: ვითა ვეფხი და ლომია ვეზირი ბერი სოგრატი: თვით მასთანავე მჯდომია თქვეს თუ რა უმძიმს მეფესა: ანუ რად ფერი ჰკრთომია