... (H-66), 1832 წ.

139. პირველ ყმა ვარ წასვლა მინდა: პატრონისა სამსახურად ხამს მეფეთა ერთგულობა: ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად მერმე ცეცხლი დაუვსია: აღარა მწვავს გულსა მურად ხამს თუ კაცი არ შეუდრკეს: ჭირსა მიუჴდეს მამაცურად

140. ვართ უმოყვრესნი მე და შენ: ყოველთა პატრონ ყმათასა ამისთვის გნუკავ სმენასა: შენ ამა ჩემთა ხმათასა ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად: თავადად სხვათა სპათასა ამა საქმესა ვერა ვიქ: მე განდობასა სხვათასა

141. ლაშქართა და დიდებულთა: ალაშქრებდი ნაპირობდი დარბაზს კაცსა გაგზავნიდი: და ამბავსა მათსა სცნობდი წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ: უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი აქა სადმე არ ყოფასა: ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი

142. ლაშქრობა და ნადირობა: შენი ჩემსა დაასახე აქათ სამ წელ მამიცადე: ხვაშიადი შემინახე მე ნუთუმცა შემოვბრუნდი: ალვა ჩემი არ დაჭნა ხე არ მოვბრუნდე მამიგლოვე: მიტირე და მივაგლახე

143. მაშინღა ჰკადრე მეფესა: არ საქმე სასურვალია აცნობე ჩემი სიკვდილი: იყავ მართ ვითა მთვრალია მიხვდა თქო საქმე რომელი: ყოვლთათვის გარდუვალია გლახაკთა მიეც საჭურჭლე: ოქრო ვერცხლი და რვალია

144. მაშინ უფრო მომეხმარე: ამისგანცა უფრო მხნედრე ნუთუ ადრე დამივიწყო: მახსენებდი ზედა ზედრე მეტად კარგად დამიურვე: სული ჩემი შეივედრე ზრდანი ჩემნი მოიგონე: გული შენი მოიმდედრე

145. რა მონამან მოისმინა: გაუკვირდა შეეზარა თვალთათ ვითა მარგალიტი: ცხელი ცრემლი გარდმოყარა მოახსენა უშენომან: გულმან რამცა გაიხარა ვიცი რომე არ დასდგები: მაგას გიშლი ამად არა

146. ჩემად ნაცვლად დაგაგდებო: ესე სიტყვა რად მიბრძანე როგორა ვქმნა პატრონობა: რამც გიფერე რამც გიგვანე შენ მარტოსა გიგონებდე: მემცა მიწა ვიაკვანე სჯობს ორნივე გავიპარნეთ: წამოგყვები წამიტანე

147. ყმამან უთხრა მომისმინე: მართლად გითხრობ არა ჭრელად რა მიჯნური ველთა რბოდეს: მარტო უნდა გასაჭრელად მარგალიტი არვის მიმხვდეს: უსასყიდლოდ უვაჭრელად კაცი ცრუ და მოღალატე: ხამს ლახვრისა დასაჭრელად

148. ვისმცა უთხარ ხვაშიადი: შენგან კიდე არვინ ვარგა უშენოსა პატრონობა: ვის მივანდო ვინ იქს კარგა სანაპირო გაამაგრე: მტერმან ახლოს ვერ იბარგა კვლავ ნუთუმცა შემოვიქცე: ღ~თნ სრულად არ დამკარგა

149. ფათერაკი სწორად მოჰკლავს: ერთი იყოს თუნდა ასი მარტოობა ვერას მიზამს: მცავს თუ ცისა ძალთა დასი აქათ სამ წელ არ მოვიდე: მაშინ გმართებს გლოვა ფლასი წიგნსა მოგცემ გმორჩილობდენ: ვინცა იყოს ჩემი ხასი

აქა წიგნი ავთანდილისა ყმათა თანა჻

150. დაწერა თუ ჩემნო ყმანო: გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო ერთგულნო და მისანდონო: ამას ზედა გამოცდილნო თქვენ ჩემისა საწადლისა: მიდგომილნო ვითა ჩრდილნო წიგნი ჩემი მოისმინეთ: ყოვლნო ერთგან შემოყრილნო

151. მიწამცა თქვენი ავთანდილ: ისმინეთ გიწერ მე რასა თვით ვიქ ჴელითა ჩემითა: ამა წიგნისა წერასა ცოტასა ხანსა ვირჩივენ: გაჭრა სმასა და მღერასა პურად და საჭმლად მივენდევ: ჩემსა მშვილდსა და ცერასა

152. საქმე რამე მიც თავისა: ზე სამ გარდსახვეწელი დავყო მარტო და ღარიბად: ესე წლეული მე წელი გემუდარები ამისთვის: ვარ თქვენი შემომხვწელი მე დამახვედროთ სამეფო: მტერთაგან დაულეწელი

153. მე შერმადინ დამიგდია: ჩემად კერძად პატრონობდეს სიკვდილსა და სიცოცხლესა: სადამდისცა ჩემსა სცნობდეს ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს: ვარდს ზვრიდეს არ აჭკნობდეს შემცოდესა ყველაკასა: ვითა ცვილსა დაადნობდეს

154. თქვენცა იცით გამიზრდია: ვითა ძმა და ვითა შვილი ამას ასრე მორჩილობდით: არის ვითამც ავთანდილი ბუკსა იკრას აქნევინეთ: ყოვლი საქმე ჩემგან ქნილი მე თუ დრომდის არ მოვიდე: გლოვა გმართებს არ სიცილი

155. ესე წიგნი დაასრულა: წყლიანმან და სიტყვა ნაზმა წელთა ოქრო შემოირტყა: საღარიბოდ შეეკაზმა ბრძანა მინდორს შევჯდებიო: ლაშქარიცა დაერაზმა მასვე წამსა წამოვიდა: შინა ხანი არა დაზმა

156. ბრძანა წადით ყველაკაი: აქა მომხრედ არვინ მინა მონებიცა მოიშორვა: თავი გაითავისწინა მარტო გარე შემობრუნდა: შამბი შიგან გაირბინა მიწყივ მისად საგონებლად: მისი მკვლელი თინათინა

157. იგი ველი გაირბინა: ლაშქართაგან გაეკიდა ვინმცა ნახა სულიერმან: ანუ ვინმცა გაეკიდა ვის მახვილი ვერას ავნებს: მისი მკლავი გაეკიდა მისგან ტვირთი კაეშნისა: ტვირთად ვარგად აეკიდა