... (H-66), 1832 წ.

ამა ამბისა დასაწყისი პირველი: ამო და სასმენელად შვენიერი სწავლისათჳს მოშაირეთასა ტარიელს და ნესტან დარეჯანს ისტორია რომელსა ვეფხის ტყაოსნობით უხმობენ჻

1. რომელმან შექმნა სამყარო: ძალითა მით ძლიერითა ზეგარდმო არსნი სულითა: ჰყვნა ზეცით მონაბერითა ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა: გვაქვს უთვალავი ფერითა მისგან არს ყოვლი ჴელმწიფე: სახითა მის მიერითა

2. ჰე ღ~თო ერთო შენ შექმენ: სახე ყოვლისა ტანისა შენ დამიფარე ძლევა მეც: დათრგუნვად მე სატანისა მომეც მიჯნურთა სურვილი: სიკვდიდმდე გასატანისა ცოდვათა შესუბუქება: მუნ თანა წასატანისა

3. ვის შვენის ლომსა ხმარება: შუბისა ფარ შიმშერისა მეფისა მზის თამარისა: ღაწვ ბალახშ თმა გიშერისა მას არა ვიცი შევკადრო: შესხმა ხოტბისა ხშირისა მისთა მჭვრეტელთა ყანდისა: მირთმა ჰხამს მართ მშიერისა

4. თამარს ვაქებდეთ მეფესა: სისხლისა ცრემლ დათხეული ვთქვენი ქებანი ვისნიმე: არ ავად გამორჩეული მელნად ვიხმარე გიშრის ტბა: და კალმად მინა რხეული ვინცა ისმინოს დაესვას: ლახვარი გულსა ხეული

5. მიბრძანეს მათად საქებრად: თქმა ლექსებისა ტკბილისა ქება წარბთა და წამწამთა: თმათა და ბაგე კბილისა ბროლ ბალახშისა თლილისა: მით მიჯრით მიწყობილისა გასტეხს ქვასაცა მაგარსა: გრდემლი ტყვივისა ლბილისა

6. აწ ენა მინდა გამოთქმად: გული და ხელოვანება ძალი მამეც და შეწევნა: შენგნით მაქუს მივსცე გონება მით შევეწივნეთ ტარიელს: ტურფადცა უნდა ჴსენება მათ სამთა გმირთა მნათობთა: სჭირს ერთმანერთის მონება

7. მო დავსხდეთ ტარიელისთვის: ცრემლი გვდის შეუშრობილი მისებრი მართ დაბადებით: ვინცა ყოფილა შობილი დავსჯე რუსთველმან გავლექსე: მისთვის გულ ლახვარ სობილი აქამდის ამბად ნათქვამი: აწ მარგალიტი წყობილი

8. მიჯნურსა თვალად სიტურფე: მართებს მართ ვითა მზეობა სიბრძნე სიმდიდრე სიუხვე: სიყმე და მოცალეობა ენა გონება დათმობა: მძლეთა მებრძოლთა მძლეობა ვისცა ეს სრულად არა სჭირს აკლია მიჯნურთ ზნეობა

9. მიჯნურობა არის ტურფა: საცოდნელად ძნელი გვარი მიჯნურობა სხვა რამეა: არ სიძვისა დასადარი იგი სხვაა სიძვა სხვაა: შუა უზის დიდი მზღვარი ნურვინ გარევთ ერთმანერთსა: გესმის ჩემი ნაუბარი

10. ხამს მიჯნური ხანიერი: არ მეძავი ბილწი მრუში რა მოშორდეს მოყვარესა: გაამრავლოს სულთქმა უში გული ერთსა დააჯეროს: კუშტი მიხვდეს თუნდა ქუში მძულს უგულოდ სიყვარული: ხვევნა კოცნა ტლაშა ტლუში

11. ამა საქმესა მიჯნური: ნუ უხმობს მიჯნურობასა დღეს ერთი უნდეს ხვალე სხვა: სთმობდეს გაყრისა თმობასა ესე მღერასა ბედითსა: ჰგავს ვაჟთა ყმაწვილობასა კარგი მიჯნური იგია: ვინ იქს სოფლისა თმობასა

12. არს პირველი მიჯნურობა: არ დაჩენა ჭირთა მალვა თავის წინა იგონებდეს: ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა შორით ბნედა შორით კდომა: შორით დაგვა შორით ალვა დასთმოს წყრომა მოყვრისაგან: მისი ჰქონდეს შიში კრძალვა

13. ხამს თავისსა ხვაშიადსა: არვისთანა ამჟღავნებდეს არ ბედითად ჰაი ზმიდეს: მოყვარესა აყივნებდეს არსით აჩნდეს მიჯნურობა: არა სადა იფერებდეს მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს: მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს

14. მას უშმაგო ვით მიენდოს: ვინ მოყვარე გაამჟღავნოს ამის მეტი რამცა ირგოს: მას ავნოს და თვითანც ივნოს რათამცაღა ასახელოს: რა სიტყვითა მოაყივნოს რა გავა თუ მოყვარესა: კაცმან გული არ ატკივნოს

15. მე რუსთველი ჴელობითა ვიქმ: საქმესა ამა დარი ვის მორჩილობს ჯარი სპათა: მისთვის ვხელობ მისთვის მკვდარი დაუძლურდი მიჯნურთათვის: კვლავ წამალი არსით არი ანუ მომცეს განკურნება: ანუ მიწა მე სამარი

16. ესე ანბავი სპარსული: ქართულად ნათარგმანები ვით მარგალიტი ობოლი: ჴელის ჴელ საგოგმანები ვჰპოვე და ლექსად გარდავთქვი: საქმე ვჰქენ საჭოჭმანები ჩემან ჴელმქმნელმან დამმართოს: ლაღმან და ლამაზმა ნები

17. თვალთა მისგან უნათლოთა: ენატრამცა ახლად ჩენა აჰა გული გამიჯნურდა: მიხდომია ველთა რბენა მიაჯეთ ვინ ხორცთა დაწვა კმარის მისცეს სულთა ლხენა სამთა ფერთა საქებელთა: ლამის ლექსთა უნდა ლევნა

18. რაცა ვის რა ბედმან მისცეს: დასჯერდეს და მას უბნობდეს მუშა მიწყივ მუშაობდეს: მეომარი გულოვნობდეს კვლავ მიჯნურსა მიჯნურობა: უყუარდეს და გამოსცნობდეს არცა ვისგან დაიწუნოს: არცა სხვათა უწუნობდეს

19. შაირობა პირველადვე: სიბრძნისაა ერთი დარგი საღმთო საღმთოდ გასაგონი: მსმენელთათვის დიდი მარგი კვლავ აქაცა იამების: ვინცა ისმენს კაცი ვარგი გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის: შაირია ამად კარგი