... (H-66), 1832 წ.

237. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა: პირველისა უამესი ეგე სიტყვა მოიგონე: დია რამე უკეთესი წეღან საქმე მტერობისა: გულსა ჩემსა შთამოსთესი აწ მოყვარე გიპოვნივარ: დისაგანცა უფრო დესი

238. მაშა რადგან მიჯნურობა: შენად ღონედ მოიგონე არ ეგების ამას იქით: თუმცა თავი არ გამონე არ შენ მოგცე თავი ჩემი: დაგაბნიე დაგაღონე შენთვის მოვჰკვდე ამისებრივ: მემცა საქმე რა ვიღონე

239. აწ რაცა გითხრა თუ ამა: საქმესა დამორჩილდები რასაცა ეძებ მიხვდები: უცილოდ არ ასცილდები თუ არ მამისმენ ვერ ჰპოვებ: რაზომმცა ცრემლსა მილდები მოგხვდების მდურვა სოფლისა: მოჰკვდები გაცასწბილდები

240. ყმამან უთხრა ეგე საქმე: ამას გავსო არა სხვასა ორნი კაცნი მოდიოდეს: სადაურნი სადმე გზასა უკანამან წინა ნახა: ჩავარდნილი შიგან ჭასა ზედ მიადგა ჩაჰყიოდა: სტირს იძახის ვაგლახ ვასა

241. ეგრე უთხრა ამხანაგო: იყავ მანდა მომიცადე წავალ თოკთა მოსახმელად: მწადსო თუმცა ამოგზიდე მას ქვეშეთსა გაეცინა: გაუკვირდა მეტად კიდე შემოჰყივლა არ გელოდე: სად გაგექცე სად წავიდე

242. აწ დაო შენთა ჴელისაა: ჩემი საბელი ყელისა სხვად უღონოა უშენოდ: ჩემგან აპყრობა ჴელისა რასაცა მიზამ შენ იცი: შენ ხარ წამალი ჴელისა თვარა ვისმცა ექნა გორლითა: შეკვრა თავისა მრთელისა

243. ქალმან უთხრა მამეწონა: ყმაო შენი ნაუბარი ხარ უცილოდ კარგი ვინმე: მოყმე ბრძენთა საქებარი ხარ ვინათგან აქანამდის: მაგა ჭირთა დამთმობარი რაცა გითხრა მამისმინე: გიპოვნი ვარ საძებარი

244. იმა მოყმისა ამბავი: არსად არა იპოვების თვით თუ არ გითხრობს არ ითქმის: არ ვისგან დაიჯერების მოილოდინე მოვიდეს: რაზომცა დაგეყოვნების დადუმდი ვარდსა ნუ აზრობ: ცრემლითა ნუ ითოვნდების

245. გითხრა თუ ცოდნა გწადიან: ჩვენისა შენ სახელისა ტარიელ არის სახელი: იმა მოყმისა ჴელისა მე ასმათ მქვიან რომელსა: წვა მჭირს ცეცხლისა ცხელისა სულთქმა სულთქმისა ბევრისა: მაშა თუ არ ერთხელისა

246. ამის მეტსა ვერას გითხრობ: მე სიტყვასა ამისთანსა ისი მინდორს არონინებს: ტანსა მჭევრსა მე მაჯანსა ვჭამ გლახ მარტო ნადირისას: მისგან ხორცსა მონატანსა აწვე მოვა არა ვიცი: თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა

247. ამას გვედრებ მოიცადო: თავი სხვაგან არსად არო რა მოვიდეს შევეხვეწო: ნუთუ ვით რა მოვაგვარო ერთმანერთსა შეგამეცნე: თავი შენი შევაყვარო თვით გიამბოს საქმე მისი: საყვარელსა გაახარო

248. ქალსა ყმამან მოუსმინა: დამორჩილდა დართო ნება ამა ზედა მოიხედეს: ხევით ესმა ჩხაპუნება მთვარე წყალსა გამოსრული: ვნახე შუქთა მოფინება უკვირიდეს და აღარა ქნეს: მუნ ხანისა დაყოვნება

249. ქალმან უთხრა ყმაო: ღ~თნ [.....] მოგცა რაცა გინა მაგრა თავი უჩინოდ ჰქმენ: დამალული იყავ შინა იმა ყმისა მეუნებლე: ხორციელი არავინა ნუთუ ვით რა მოვაგვარო: შენი ნახვა არ ეწყინა

250. ავთანდილ ქვაბსა დამალა: ქალმან მალვითა მალითა იგი ყმა ცხენსა გარდახდა: შვენოდა კაპარჭ ხრმალითა ატირდა მაღლად ცრემლითა: ზღვათაცა შესრთავითა ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა: ჭვრეტითა იდუმალითა

251. ამარტის ფერად შესცვალა: ბროლი ცრემლისა ბანამან დიდხან იტირეს ყმამან და: მან ქალმან შაოსანამან შეხსნა შეიღო აბჯარი: ცხენიცა შეიყვანა მან დადუმდეს ცრემლნი მოჰკვეთნა: შავმან გიშრისა დანამან

252. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა: ტყვე საკნით ნააზატები მან ქალმან ქვეშე დაუგო: ვეფხის ტყავისა ნატები მას ზედან დაჯდა იგი ყმა: სულთქვამს ჭირ მონამატები სისხლისა ცრემლსა გაეწნა: შუა გიშრისა სატები

253. მან ქალმან ჴელჰყო კვესითა: გზება ცეცხლისა ნელისა ეგონა ჭამა ხორცისა: შემწვრისა შეუქნელისა მიუპყრა ერთი ახლიჩა: ქნაა საქმისა ძნელისა ძალი არ ჰქონდა დაუწყო: გამოყრა უცოხნელისა

254. ცოტად მიწვა მიიძინა: თუმცა ყოლა ვერა მეტი შეკრთა დიდნი დაიზახნა: წამოიჭრა ვითა რეტი იძახდის და წამწამ იკრის: გულსა ლოდი თავსა კეტი ცალკე ზის და პირსა იხოკს: ქალი მისი შენამჭვრეტი

255. რად დაბრუნდი მოახსენა: მითხარ რაცა წაგეკიდა მან უბრძანა მონადირე: მეფე ვინმე გარდმეკიდა ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი: ბარგი მძიმედ აეკიდა იგი მინდორს ნადირობდა: დაეფანჩვა მარეკი და

256. სევდად მეცა კაცთა ნახვა: ცეცხლი უფრო გავიახლე რა მიველო ახლოს შეყრად: თავი ჩემი შევიწყალე მათგან მკრთალი შემოვბრუნდი: ტყესა შიგან დავიმალე თქვა ნუთუმცა უკუმრიდა: რა გათენდეს წავალ ხვალე