... (H-66), 1832 წ.

1769. ტაგრუცსა მიჯდა იზახდა: ხმითა მით მშვენიერითა იგლეჯდა თეთრსა თმა წვერსა: გაჰყრიდა ბროლის ჭერითა იზახდა მაღლად ვაგლახსა: ტირილით არ სიმღერითა მართ სრულად გაგლეჯილიყო: იგი თმითა და წვერითა

1770. თქუა მეტად კარგი სიტყვანი: ფილასოფოსთა ბრძნობისა რომე ხორხითა იტყოდა: მსგავსი დავითის ძნობითა მე ვითა მოვსთქვა სიკეთე: თქვენისა ცხენოსნობისა ან ვით მოვთვალო მოკლული: თქვენისა მშვილდოსნობისა

1771. რაზმთა მლეწელნო ყოველთა: მებრძოლთა თქვენთა მძლეველნო კვლავ ასპარეზად ტურფანო: უსწოროდ დამაძლეველნო თქვენ ვისცა შველა უბრძანოთ: უცხონო მესაძლეველნო აწ ჩემთა ცრემლთა დენასა: ხამსცა თუ ვით გაუძლეველნო

1772. თქვენებრ ტახტსა ვის დაჯდების: ანუ მოჰკაზმავს სრასა სრულად ან ნადიმსა ვინ გამსგავსოთ: ზნე უკლებსა ჯავარ სრულად მე უთქვენოდ როგორ დავრჩე: ვიგონებდე ამას სრულად ან ცოცხალი რა ვიქნები: გაკიცხული გაბასრულად

1773. ნესტან დარეჯანს თინათინს: ვით მოეთქვნა სინაზენი჻ ტანი მჭევრი ალვის ნორჩი: პირი მჭვრეტთა ამაზრზენი჻ იაგუნდი ლალ გიშერი: მარგალიტი შენათხზენი჻ აწ გარდახდა მათგან შუქნი: საწუთროსა მონაფენი჻

1774. ფრიდონ მოსთქმიდა ოთხთავე: ორთა და ორთა ტიროდა჻ იძახდა მაღლად ვაგლახსა: მართ ვითა ლომი ყვიროდა მასცა მოშლოდა ჯავარი: აღარა ლალად ჭვიროდა იტყვის თუ მოვკვდე რამგამა: რადგან დამაგდე გმირო და

1775. ნურადინ ფრიდონ მოსთქმიდა: ორთავე მისთა ძმობილთა მათსა სიუხვე ჯავარსა: მათ გმირთა ყველგან ხმობილთა სისხლისა ცრემლთა ადენდა: უკლებთა დაუშრომილთა ავსებდა სიბრალულითა: ყოველთა მუნ შესწრობილთა

1776. ამას თანითა სიტყვათა გრძლად და: გულ მდუღრად მოსთქმიდა მისგან ქვანიცა სტიროდეს: როს იგი მწარედ სულთქმიდა ტაგრუცსა გაესალამა: ტანსა ძაძასა იცმიდა თავსა ნაცარსა იყრიდა: ართუ გვირგვინსა იდგმიდა

1777. დასრულდა ესე ანბავი: მათ ჴელმწიფეთა დიდისა ამოდ სასმენი ბოლო ჟამ: საბრალო არსთა კიდისა მხედველნი ვინცა ხევიდეს: არ ჩავარდნაა ჴიდისა ნახეთ გასინჯეთ სიცრვე: სოფლისა ამა ფლიდისა

1778. ცუდია ესე სოფელი: ვითა სიზმარი ღამისა არ მომეხმარა საჭურჭლე: დედისა არცა მამისა უხანობისა ქარი ქრის: ვითა ერთისა წამისა ოხრად გახდების აერი: ტურფისა თვალ წამწამისა

1779. ესე ასეთი სოფელი: არვისგან მისანდობელი წამია კაცთა თვალისა და: წამწამისა მსწრობელი რასა ვის ეძებთ რას აქნევთ: ბედია მაყივნებელი ვის არ შეუცვლის კარგია: ორისავ იყოს მხლობელი

1780. ამირან დარეჯანის ძე: მოსეს უქია ხონელსა აბდულ მესია შავთელსა: ლექსი მას უქეს რომელსა დილარგეთ სარგის თმოგველსა: მას ენა დაუშრომელსა ტარიელ მისსა რუსთველსა: მისთვის ცრემლ შეუშრომელსა

1781. დავითის ქნანი ვითა ვთქვნე: სიჩალხე სიხაფეთანი ესე ანბავი უცხონი: უცხოთა ჴელმწიფეთანი პირველ ზნენი და საქმენი: ქებანი მათ მეფეთანი ვპოვე და ლექსად გარდავთქვენ: ამითა ვილაყფეთანი