... (H-66), 1832 წ.

197. უთხრა თუ ძმანო ვარ ვინმე: ღარიბი უადგილოსა მე იმა ყმისა საძებრად: მოვშორდი საგაზრდილოსა აწ თქვენგან მივხვდი საქმესა: ყოლე არ საადვილოსა ღ~თიმცა ნურას ნუღარ იქს: თქვენსა დასაღრეჯილოსა

198. ვითა მე მივხვდი წადილსა: ჩემის გულისა ნებასა აგრემცა ღ~თი ნურას იქმს: ძმისა თქვენისა ნებასა უჩვენა მისი სადგომი: მიდითო ნება ნებასა ჩრდილსა გარდასვით მაშვრალნი: მიეცით მოსვენებასა

199. ესე უთხრა და წავიდა: ცხენი გაქუსლა დეზითა ვითა გავაზი გაფრინდა: არ გაშვებული ხეზითა ან მთვარე მზისა შემყრელი: მზე სინათლითა ზესითა დაივსო ცეცხლი შემწველი: მისითა მან მიზეზითა

200. მიეწურა იგონებდა: ახლოს შეყრა ვითა აგოს საუბარმან უმეცარმან: შმაგი უფრო გააშმაგოს ხამს თუ კაცმან გონიერმან: ძნელი საქმე გამოაგოს არ სიწყნარე გონებისა: მოიძულოს მოიძაგოს

201. რადგან ისი არის სადმე: უცნობოდ და ისრე რეტად რომე კაცსა არ მიუშვებს: საუბრად და ისე რეტად მივეწევი შევიყრებით: ერთმანერთის ცემა ჟლეტად ანუ მამკლავ ანუ მოვკლავ: დავიკარგეთ მეტის მეტად

202. ავთანდილ იტყვის ეზომი: ჭირნიმცა რად ვაცუდენი რაცაღა არის არა არს: თუმცა არ ედგნეს ბუდენი სადაცა მივა მივიდეს: რამცა მოვლიდეს ზღუდენი მუნითგან ვძებნო ღონენი: ჩემნი არ დასამრუდენი

203. წინა უკანა იარეს: ორნი დღენი და ღამენი დღისით და ღამით მაშვრალნი: არ საჭმელთა მჭამელნი არსადა ხანი არ დაჰყვეს: ერთნი თვალისა წამენი მათ თვალთა ცრემლნი სდიოდა: მინდორთა მოსალამენი

204. დღისით ვლეს და საღამო ჟამ: გამოუჩნდეს დიდნი კლდენი კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს: პირსა წყალი ჩანადენი წყლისა პირსა არ ითქმოდა: შანბი იყო თუ რასდენი ხე დიდროან თვალ უწდომი: მაღლა კლდემდის ანაყრდენი

205. მან ყმამან ქვაბსა მიმართა: განვლნა წყალნი და კლდენია მას ზედა ჭვრეტად გავიდა: ძირსა დააბა ცხენია ავთანდილ ცხენსა გარდახდა: მონახა დიდნი ხენია მუნით უჭვრეტდა იგი ყმა: მივა ცრემლ მინადენია

206. რა ტყენი გავლნა მან ყმამან: მოსილმან ვეფხის ტყავითა ქვაბისა კარსა გამოდგა: ქალი ჯუბითა შავითა ატირდა მაღლად ცრემლითა: ზღვათაცა შესართავითა იგი ყმა ცხენსა გარდახდა: ყელსა მოეჭდო მკლავითა

207. ყმამან უთხრა დაო ასმათ: ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს ვეღარ მივხვდით ჟამიერად: ჩვენ ვისიცა ცეცხლნი გვწვიდეს ესე თქვა და მკერდსა ჴელნი: იკრნა ცრემლნი გარდმოსცვივდეს ქალი შებნდა მოეხვია: ერთმანერთსა სისხლი სწმიდეს

208. იგი ტევრი გაეხშირა: დანაგლეჯსა მათსა თმასა ერთმანერთსა ეხვეოდეს: ყმა ქალსა და ქალი ყმასა იზახდიან მოსთქმიდიან: მოსცემდიან კლდენი ხმასა ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით: მათსა ეგრე ქცევა ქნასა

209. სული დაიღეს მან ქალმან: დასთმო გულისა წყლულობა ქვაბს შეიყვანა ტაიჭი: მოხადა აკაზმულობა მას ყმასა შეხსნა შეიღო: აბჯრისა წელ მორტყმულობა შინა შევიდეს მას დღესა: გარდახდა გამოსლილობა

210. ავთანდილს უკვირს ანბავი: ისი თუ ვცნაო მე რითა გათენდა ქალი გამოდგა: მოსილი მითვე ფერითა შავსა აუდვა ლაგამი: სწმენდდა რიდისა წვერითა შეკაზმა მოაქვს აბჯარი: წყნარად არ რამე ჩხერითა

211. მის მოყმისა წესი იყო: მეტსა თურე არას ეჯდა ქალი ტირს და მკერდსა იცემს: თმისა ტევრსა გაიგლეჯდა ერთმანერთსა მოეხვივნეს: აკოცა და ცხენსა შეჯდა ასმათ ასრე დაღრეჯილი: კვლავ უფროე დაიღრიჯდა

212. ავთანდილ ახლოს კვლავ ნახა: სახე მისივე კაცისა ულვაშ აშლილი წვერ გამო: ნუთუ მზეაო ვთქვა ცისა ეყნოსა სული ალვისა: ქართაგან მონატაცისა ასრე უჩნს მოკლვა ლომისა: მართ ვითა ლომსა ვაცისა

213. მასვე გზასა წამოვიდა: რომე გუშინ შეიარა შანბი გავლო გაეშორა: თავი მინდორს გააგარა ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით: მალვით ხესა მოეფარა თქვა თუ ღთ~ნ ესე საქმე: მეტად კარგად მამიგვარა

214. აწ ამას ჩემთვის ღ~თისაგან: სხვა საქმე რა ვამჯობინო ქალი შევიპყრა მის ყმისა: ამბავი ვაამბობინო ჩემიცა ვუთხრა ყველაი: მართალი გავაბჭობინო მას ყმასა ხრმალი არა ვჰკრა: არც მისი დავისობინო

215. ჩამოვიდა ცხენი ახსნა: მისგან ხესა შემობმული ზედა შეჯდა გაემართა: ქვაბი დახვდა კარ გახმული მუნით ქალი გამოიჭრა: გულ მდუღარე ცრემლ დასხმული ეგონა თუ დაბრუნდაო: პირი ვარდი ბროლ ბაკმული

216. ვერ იცნა სახე არ გვანდა: მისი მის ყმისა სახესა ყმა გარდაიჭრა დააბა: ვითა კაკაბი მახესა ფიცხლა გაიქცა მიმართა: ზახილით კლდესა და ხესა ხმას სცემდეს კლდენი ქალისა: ზახილსა მუნ ერთ სახესა