... (H-66), 1832 წ.

59. თქვეს თუ მეფე ცუდსა რასმე: გონებასა ჩავარდნილა თვარა აქა სამძიმარი: აქა ყოლა არა ქმნილა ავთანდილ ჰრქუა სოგრატ ვჰკითხოთ: გვითხრას რამცა შეგვეცილა უთხრათ რამე სალაღობო: რასათვისმცა გაგვაწბილა

60. აღდგეს სოგრატ და ავთანდილ: ტანითა მით კენარითა თითო აივსეს ჭიქები: მივლენ ცნობითა წყნარითა წინა მიუსხდეს მუხლ მოყრით: პირითა მოცინარითა ვაზირი ლაღობს ენითა: წყლიანად მოუბნარითა

61. დაგიღრეჯია მეფეო: აღარ გიცინის პირიო მართალ ხარ წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო ყველასა გასცემს ასული: თქვენი საბოძვარ ჴშირიო ყოლემცა მეფედ ნუ დასვი: თავსა რად უგდე ჭირიო

62. რა მეფემან მოისმინა: გაცინებით შემოხედნა გაუკვირდა ვით მკადრაო ან სიტყვანი ვით გაბედნა კარგა ქენო დაუმადლა: ბრძანებანი უიმედნა ჩემი ძრახვა სიძუნწისა: ტყუვის ვინცა დაიყბედნა

63. ეგე არ მიმძიმს ვაზირო: ესეა რომე მწყენია სიბერე მახლავს დავლიე: სიყმაწვილისა დღენია კაცი არ არის სადაცა: საბრძენებელი ჩვენია რომე მას ჩემგან ესწავლნეს: სამამაცონი ზნენია

64. ერთიღა მიზის ასული: ნაზარდი სათუთობითა ღ~თმან არ მომცა ყმა შვილი: ვარ საწუთროსა თმობითა ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად: ანუ კვლავ ბურთობითა ცოტასა შემწევს ავთანდილ: ჩემგანვე განაზარდობითა

65. ყმა მეფისა ბრძანებასა: ლაღი წყნარად მოისმენდა თავ მოდრეკით გაიცინა: გაცინება დაუშვენდა თეთრთა კბილთათ გამომაკრთალთა: შუქი ველთა მოაფენდა მეფე ბრძანებს რას იცინი: ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა

66. კვლავ უბრძანა თავსა ჩემსა: რას იცინი რას დამგმეო ყმამან უთხრა მოგახსენებ: და ფარმანი მიბოძეო რაცა გკადრო არ გეწყინოს: არ გარისხდე არ გასწყრეო არ გამხადო კადნიერად: არ ამიკლო ამაზეო

67. უბრძანა რამცა ვიწყინე: თქმა შენგან საწყინარისა ფიცა მზე თინათინისა: მის მზისა მოწუარისა ავთანდილ იტყვის დავიწყო: კადრება საუბარისა ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა: თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა

68. მიწაცა თქვენი ავთანდილ: თქვენს წინა მშვილდოსანია ნაძლევი დავდვათ მოვასხნეთ: მოწმად თქვენივე ყმანია მოასპარეზედ ვინ მგავსო: ცუდიღა უკუთქმანია გარდამწყვეტელი მისიცა: ბურთი და მაედანია

69. მე არ შეგარჩენ თქვენ ჩემსა: მაგისსა დაცილებასა ბრძანე ვისროლოთ ნუ იქო: შედრეკილობა კლებასა კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ: მოწმად ჩვენთანა ხლებასა მერმე გამოჩნდეს მოედანს: ვისძი უთხრობდენ ქებასა

70. ავთანდილცა დამორჩილდა: საუბარი გარდაწყვიდეს იცინობდეს ყმაწვილობდეს: საყვარლად და კარგად ზმიდეს ნაძლევიცა გააჩინეს: ამა პირსა დაასკვნიდეს ვინცა იყოს უარესი: თავ შიშველი სამ დღე ვლიდეს

71. კვლავ ბრძანა მონა თორმეტი: შევსხათ ჩვენთანა მარებლად თორმეტი ჩემთა ისრისა: მომრთმევლად მოსახმარებლად ერთიღა შენი შერმადინ: არს მათდა დასადარებლად ნასროლ ნაკრავსა სთვალვიდენ: უტყუვრად მიუმცდარებლად

72. მონადირეთა უბრძანა: მინდორნი მოიარენით დასცევით ჯოგი მრავალი თავნი ამისთვის არენით ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: მოდით და მოიჯარენით გაჰყარეს სმა და ნადიმი: მუნ ამაოდ გავიხარენით

73. დილასა ადრე მოვიდა: იგი ნაზარდი სოსანი ძოწეულითა მოსილი: პირად ბროლ ბალახშოსანი პირს ოქრო რიდე ეხვია: შვენოდა ქარქაშოსანი მეფესა გასლვად აწვევდა: მოდგა თეთრ ტაიჭოსანი

74. მეფე შეჯდა შეეკაზმა: ნადირობას გამოვიდეს მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს: ალყად გარე შემოკროდეს ზეიმი და ზარი იყო: სპანი ველთა დაფარვიდეს ნაძლევისა მათისათვის: ისროდეს და ერთგან სრვიდეს

75. უბრძანა მონა თორმეტი: მოდით ჩვენთანა ვლიდითა მშვილდსა ფიცხელსა მოგცემდით: ისარსა მოგვართმიდითა ნაკრავსა შეადარებდით: ნასროლსა დასთვალვიდითა დაიწყო მოსვლა ნადირმან: ყოვლით მინდორთა კიდითა

76. მოვიდა ჯოგი ნადირთა: ანგარიშ მიუხდომელი ირემი თხა და კანჯარი: ქურციკი მაღლა მხლტომელი მას პატრონ ყმანი გაუხდეს: საჭრეტლად სჯობდეს რომელი აჰა მშვილდი და ისარი: და მკლავი დაუშრომელი

77. ცხენთა მათთა ნატერფალნი: მზესა შუქთა წაუხმიდეს მიხოცდეს და მიესროდეს: მინდორს სისხლთა მიასხმიდეს რა ისარი დაელივნის: მონანი ყე მოართმიდეს მხეცნი მათგან დახოცილნი: წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს

78. იგი ველი გაირბინეს: ჯოგი წინა შემოისხეს დახოცეს და ამოწყვიტეს: ცათა ღ~თი შეარისხეს ველნი წითლად შეეღებნეს: ნადირთაგან სისხლი ისხეს ავთანდილის შემხედველთა: გავსო ედემს ალვა ისხეს