ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

157. “საქმე რამე მიც თავისა ზე სადმე გარდსახუეწელი, დავყო მარტოდ და ღარიბად ესე წლეული მე წელი, გემუდარები ამისთუის, ვარ თქუენი შემომხვეწელი, მე დამახუედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.

158. მე შერმადინ დამიგდია, ჩემად ნაცულად პატრონობდეს, სიკუდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს, ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდსა არა, არ აჭკნობდეს, შემცოდესა ყუელაკასა, ვითა ცვილსა, დაადნობდეს.

159. “თქუენცა იცით, გამიზრდია, ვითა ძმა და ვითა შვილი. ამას ასრე მორჩილობდით, არის ვითამც ავთანდილი, ბუკსა იკრას, აქნევინეთ ყოვლი საქმე, ჩემგან ქმნილი; მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებს, არ სიცილი”.

160. ესე წიგნი გაასრულა წყლიანმან და სიტყუა ნაზმა, წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ შეეკაზმა, ბრძანა: “მინდორს შევჯდებიო”, ლაშქარიცა დაერაზმა; მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაზმა.

161. ბრძანა: “წადით ყუელაკაი, აქა მომჴრედ არვინ მინა”. მონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა, მარტო გარე შემობრუნდა, შამბი შიგან გაირბინა, მიწყივ მისად საგონებლად მისი მკულელი თინათინ ა.

162. იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა. ვინმცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა გაეკიდა? ვის მახუილი ვერას ავნებს, მისი მკლავი გაეკიდა, მისგან ტუირთი კაეშნისა ტუირთად ვარგად აეკიდა.

163. რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითუალეს, იგი პირ-მზე ვეღარ პოვეს, პირი მათი იფერმკთალეს, მათსა დიდსა სიხარულსა სიმძიმილი ანაცუალეს, ყოვლგან რბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს.

164. შერმადინ ერთგან შეყარნა ხასნი და დიდებულები, უჩუენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები. რა მოისმინეს, ყოველი დარჩა გულ დანაწყლულები, თავსა იცემდეს, არ იყო გული უცრემლო, ულები.

165. ყოვლთა ჰკადრეს: “თუცა ყოფა ჩუენ უმისოდ გუეარმისცა, უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა! განაღამცა გმორჩილობდით, თუ გუიბრძანო რაცა ვისცა!” იგი მონა აპატრონეს, ყუელაკამან თაყუანი სცა.

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასლვა

166. ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი, ეზროს: საბრალოა, ოდეს ვარდი დაეთრთვილოს, დაცაეზროს. ვის ბალახში არა გუანდეს და ლერწამი ტანად ეზროს, იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს.

167. ავთანდილ იგი მინდორი ოთხ ახმით გარდაიარა, დააგდო მზღუარი არაბთა, სხუათ მზღვართა არე იარა, მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა; თქუა: “თუ მე მასმცა ვიახელ, აწ ცხელსა ცრემლსა ვღური არა”.

168. ახალმან ფიფქმან დათოა ვარდი დათრთვილა დანასა მოუნდის გულსა დაცემა ზოგჯერ მიმართის დანასა; თქუის:,, ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა, მოვშორდი ლხინსა ყუელასა, ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!

169. ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭკნებოდა, გულსა უთხრის თუ:,, დასთმეო”, ამად არ დია ბნდებოდა უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა, მგზავრთა კითხევდის ამბავთა, მათ თანა ემოყურებოდა.

170. მუნ ეძებს ცრემლი მტირალსა სდის ზღუათა შესართავისად. უჩნდის ქუეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად. თქუის:,, საყუარელო, მოგშორდი გული შენ დაგრჩა, ვთქუა ვისად შენთუის სიკუდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად.”

171. ყოვლი პირი ქუეყანისა მოვლო, სრულად მოიარა ასრე რომე ცასა ქუეშე არ დაურჩა, არ იარა მაგრამ იგი მის ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხუდარა, ამას შიგან წელიწადი სამი სამ თუედ მიიყა.

172. მიხუდა რასმე ქვეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა, თუე ერთ კაცსა ვერ ნახუიდა, ვერას შვილსა ადამისსა იგი ჭირი არ უნახავს არც რამინს და არცა ვისსა, დღე და ღამე იგონებდა საყუარელსა მასვე მისსა.

173. მას მიხუდა წუერი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა გამოჩნდა მუნით მინდორი სავალი დღისა შუიდისა; მის მთისა ძირსა წყალი დის, არად სანდომი ჴიდისა, ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა.

174. საგონებელი შეექმნა დადგა საქმისა მრჩეველად. თქუა:,, თუ დავბრუნდე, ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად? ჩემსა რა ვკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად, მისი ვერა ვსცნა ჭორადაც, ვარ ვისთა გზათა მკვლეველად

175. თუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყუნე სხუანიცა ხანანი, რომელსა ვეძებ, ვერა ვცნა ამბავნი მე მისთანანი, დრო გარდაუწყდეს შერმადინს, შერჩეს ღაწუისა ბანანი, მივიდეს, კადროს მეფესა საქმენი დასაგუანანი!