ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

1759. ფრიდონ მოსთქმიდა ოთხთავე, ორთა და ორთა ტიროდა. მაღლად იზახდა ვაგლახსა, მართ ვითა ლომი ყუიროდა; თქუენის პირისა ჯავარი აღარა ლალდ, ჭუიროდა,“ იტყუის;’’ თუ მოვკუდე, რა მგამა, რადგან დამაგდე გმიროდა.

1760. ნურადინ-ფრიდონ მოსთქუმიდა ორთავე მისთა ძმობილთა. უქებს სიუხვე ჯავარსა, ძოწ-მარგალიტთა წყობილთა; სისხლისა ცრემლთა ადენდა, უკლებთა, დაუშრობილთა. ავსებდა სიბრალულითა ყოველთა მუნ შესწრობილთა.

1761. ამასთანათა სიტყუითა გრძლად და გულ მდუღრად ტიროდა: მერმე ადგა და ქუანიცა ტიროდეს, ასრე სულთქმიდა; ტაგრუცსა გაესალამა, ტანსა ძაძასა იცუმიდა, თავსა ნაცარსა იყრიდა , არა გუირგუინსა ირქუმიდა.

1762. ქართველთა ღმრთისა დავითის, ვის მზე მსახურებს სარებლად, ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად, ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად, ორგულთა მათთა დამწუელად, ერთგულთა დამამაგრებლად.

1763. მე ვთქუი ქება თამარისა და ჴმელთა შინა მნათისა ვთქუი მათი ქება, მიზეზად მქონდა ქებისა მათისა. რომანულისა თუალისა მის ბრილისა და სათისა, მემცა ვით მექო, ვერ აქებს, ბრძენნი თუ შეკრბენ ათისა.

1764. დავითის ქნანი, ვითა ვთქვნე სიჩალხე სიხაფეთანი! ესე ამბავი უცხონი უცხოთა ხელმწიფეთანი, პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი, ვპოვენ და ლექსად გარდავჰთქვენ, ამითა ვილაყფეთანი.

1765. ესე ასეთი სოფელი არვისგან მისანდობელი, წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი! რასა ვინ ეძებთ, რას აქნევთ, ბედია მაყივნებელი ვის არ შეუცულის, კარგია, ორისავ იყოს მხლებელი.

1766. ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა, აბდულ-მესია შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა, დილარგეთ სარგის თმოგველსა, მას ენა დაუშრომელსა, ტარიელ მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ-შეუშრომელსა.