ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

176. უამბოს ჩემი სიკუდილი, თუით ჩემგან დავედრებული მათ შექნან გლოვა ტირილი, ქნან საქმე გამწარებული; მერმე მივიდე ცოცოხალი, მე სხუაგან სადმე რებული!– ამას იგონებს ტირილით გონება შეიწრებული.

177. იტყვის: ღმერთო სამართალნი შენნი ჩემთუის რად ამრუდენ, მე ეზომნი სიარულნი კიდე რად, გლახ, გამიცუდენ! გულით ჩემით სიხარულნი აღფხურენ, ჭირნი დაუბუდენ, დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერათოდეს დავიყუდენ.

178. კულაცა იტყუის: “დათმობა სჯობს”, და თავსავე ეუბნების: “დღეთა მეტად ნუ მოკუდები, გული ჩემი ნუ დადნების, უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების, განგებასა ვერვინ შესცულის, არ საქმნელი არ იქნების”.

179. ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან, მაგრა საქმე მის კაცისა ვერა სადა შემიგნიან; უღონიოდ მართალ იყუნეს, რომელთაცა ქაჯად თქუიან, აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან!”

180. მობრუნება დააპირა, სულთქნა, მერმე ივაგლახა, მას მინდორსა დაემართა, გზა თუალითა გამოსახა; თუესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა, მჴეცნი იყუნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა.

181. თუცა მჴეცქნილი ავთანდილ გულ ამოსკუნით და კუნესითა, ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა, ისრითა მოკლის ნადირი, როსტომის მკლავ უგრძესითა, შამბისა პირსა გარდაჴდა, ცეცხლი დააგზო კუესითა.

182. ცხენსა მისცა საძოვარი, ვირე მწუადი შეიწოდეს; ექუსნი რამე ცხენოსანნი, ნახა, მისკენ მოვიდოდეს; თქუა თუ: “გუანან მეკობრეთა, თუარა კარგი რამც იცოდეს! აქა კაცი ჴორციელი კულავ ყოფილა არაოდეს.

183. ჴელთა ჰქონდა მშვილდ -ისარი, მათკენ მივა მხიარული. ორთა კაცთა წუეროსანთა ყმა მოყუანდა უწუერული; თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული; ტიროდეს და იჭირვოდეს, ცოტა ედგა მას გლახ, სული.

184. უყივლა თუ: “ძმანო, ვინ ხართ, მეკობრეთა დაგამგზავსე!” მათ მიუგეს: “დაგუიწყნარდი, გუიშველე რა, ცეცხლნი ავსე; ვერა გუარგო, მოგუიმტკივნე, ჭირნი ჭირთა მოგუისავსე, სატირელნი მოგუიტირენ, ღაწუნი შენცა დაიმხავსენ”.

185. ავთანდილ მიდგა, ეუბნა მათ კაცთა გულ-მდუღარეთა; მათ უთხრეს მათი ამბავი ტირილით მოუბარეთა: “ჩუენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა, დია გუაქვს ციხე-ქალაქი ხატაეთს არე-მარეთა.

186. კარგი გუესმა სანადირო, ნადირობას წამოვედით; გუყუეს ლაშქარნი უთუალავნი, წყლისა პირსა გარდავჴედით; სანადირო მოგუეწონა, თუესა ერთსა აქა ვდექით ვჴოცეთ მჴეცი უსაზომო მინდორით და მთით და ქედით.

187. ჩუენ სამთა ძმათა ჩუენთანა მესროლნი დავაწბილენით; მით ერთმანერთსა სამნივე ჩუენ კიდე დავეცილენით; «მე უკეთ მოვკლავ, მე გჯობო», სიტყუანი ვავაქილენით; ვერ გავაჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ, ვითაკილენით.

188. დღეს ავჰყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა, ვთქუით: «გავაჩინოთ მართალი, ვინ სჯობთ თავისა მკლავითა, თავსა ვიხალნეთ მარტონი, დავდგეთ თავისა თავითა, თუით დანახულსა მოვკლვიდეთ, ნუ ვესრვით დამნახავითა

189. “ჩუენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია, ლაშქართა წასულა უბრძანეთ, მით არას მოაზრენია; მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია, დავჴოცეთ მჴეცი, მფრინველი, რაცა ზე გარდაგუფრენია.

190. “ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი, პირ-გამქუშავია; ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, მერანი რამე შავია; თავსა და ტანსა ემოსა გარე თმა ვეფხის ტყავია, ჯერ მისი მგზავსი შუენება კაცთაგან უნახავია.

191. “უჭვრიტეთ, მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით; ვთქუით თუ: «მზეაო ქუეყანად, ნუ ვეუბნებით ცადენით!» მისი მოგუინდა შეპყრობა, ვკადრეთ და შევეცადენით, ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ, ცრემლისა დადენით.

192. მე უხუცესმან უმცროსთა კაცი დავსთხოვე ქენებით; ჩემმა შედეგმან ტაიჭი მისი მით აქო ხსენებით; ამან მართ ოდენ მორევნა გუითხრა, უალლეთ ჩვენებით, მივმართეთ, იგი აგრევე წყნარად მივა და შუენებით.

193. ბროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა; იგი ტკბილნი გონებანი ჩუენთვის მეტად გაამყიფნა; არ აგუიხუნა, არცა დაგუსხნა, ყოლე არად ამოგუკრიფნა, მისნი მკუახედ მოუბარნი მათრაჴითა შეგუამწიფნა!

194. უმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსსა დავეზიდენით; ხელი მოჰკიდა, «დადეგო!» ესეცა კადრა კიდ ენით; მან ჴრმალსა ჴელი არ მიჰყო, ჩუენ ამად დავერიდენით, თავსა გარდაკრა მათრაჴი, ვნახეთ სისხლისა მიდენით.

195. “მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიწა, ვითა მკუდარი უსულო ქნა, ვითა მიწა დაამიწა, მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა, მოამიწა, თუალთა წინა წაგუივიდა ლაღი, კუშტი, ამაყი, წა!