... (Q-609), XIX ს.

157. ყოვლი პირი ქუჱყანისა: მოვლო სრულად მოიარა: ასრე რომე ცასა ქუჱშე: არ დაურჩა არ იარა: მაგრა იგი მის ანბვისა: მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა: ამა შიგან წელიწადი: სამი სამ თვედ მიიყა:

158. მიხუდა რასმე ქუჱყანასა: უგემურსა მეტად მქისსა: თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს: ვერას შვილსა ადამისსა: იგი ჭირი არ უნახავს: არ რამინს და არცა ვისსა: დღე და ღამე იგონებდა: საყუარელსა მასვე მისსა:

159. მას მიხუდა წევრი სადგურად: მაღლისა მთისა დიდისა: გამოჩნდა მუნით მინდორი: სავალი დღისა შვიდისა: მის მთისა ძირსა წყალი დის: არათ სანდომი ხიდისა: ორგნითვე ტყესა შეეკრა: ნაპირი წყლისა კიდისა:

160. ზედ წაადგა შეექცევის: დროთა დღეთა ანგარიშობს: თვენი ესხნეს ორნიღაა: ამად სულთქვამს არა იშობს: ვაითუ საქმე გამიმჟღავნდეს: კულავ ამისთვის გულ მოშიშობს: ავსა კარგად ვერვინ შესცულის: თავსა ახლად ვერვინ იშობს:

161. საგონებელი შეექმნა: დადგა საქმისა მრჩეველად: თქვა თუ დავბრუნდე ეზომი: ხანი რად დავყავ მე ველად: ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა: ვიყავ რად დღეთა მლეველად: მისი ვერა ვცნა ჭორნიცა: ვარ ვისთა გზათა მკვლეველად:

162. თუ არ დავბრუნდე საძებრად: დავჰყუნე სხვანიცა ხანანი: რომელსა ვეძებ ვერა ვსცნე: ამბავნი მე მისთანანი: დრო გარდაუწყდეს შერმადინს: შერჩეს ღაწვისა ბანანი: მივიდეს ჰკადროს მეფესა: საქმენი დასაგვანანი:

163. უამბოს ჩემი სიკუდილი: თვით ჩემგან დავედრებული: მათ შექნან გლოვა ტირილი: ქნან საქმე გამწარებული: მერმე მივიდე ცოცოხალი: სხვაგან მე სადმე რებული: ამას იგონებს ტირილით: გონება შეიწრებული:

164. იტყვის ღ~თო სამართალი: შენნი ჩემთვის რად ამრუდენ: მე ეზომნი სიარული: კიდე რად გლახ გამიცუდენ: გულით ჩემით სიხარულნი: აფჰხვრენ ჭირნი დააბუდენ: დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი: ვერათოდეს დავიყუდენ:

165. კულაცა იტყვის დათმობა: სჯობს და თავსავე ეუბნების: დღეთა მეტად ნუ მოკუდები: გული ჩემი ნუ დადნების: უღთოდ ვერას ვერ მოვაწევ: ცრემლი ცუდად მედინების: განგებასა ვერვინ შესცვლის: არ საქმნელი არ იქმნების:

166. თავს უთხრა მოჰკვე გიჯობს: სიცოცხლეს აუგიანსა: მიხვალ დაგხვდების თინათინ: ანათებს დღესა მზიანსა: გკითხოს მის ყმისა ანბავი: რა გმართებს ვაგლახიანსა: იგონებს წამწამ მიყვების: ტყის პირსა შამბნარ წყლიანსა:

167. ყოვლნი არსნი ცად ქუეშე: ერთობ სრულად მამივლიან: მაგრამ საქმე იმ კაცისა: ვერა სადა შემიგნიან: უღონიოდ მართალ იყუნეს: რომელთაცა ქაჯად თქვიან: აწ ტირილი არას მარგებს: ცუდად ცრემლნი რასა მდიან:

168. მთით ჩამოვიდა ავთანდილ: გავლო წყალი და ტყენია: მინდორს აცორვებს ტაიჭსა: შეჟღრენით მონაწყენია: გასცუდებოდეს მკლავნი: და მისი სიამაყენია: ბროლისა ველსა სტურფობდეს: გიშრისა მუნ საყენია:

169. მობრუნება დააპირა: სულთქნა მერმე ივაგლახა: მას მინდორსა დაემართა: გზა თვალითა გამოსახა: თვესა ერთსა სულიერი: კაცი არსად არ ენახა: მჴეცნი იყუნეს საშინელნი: მაგრა არა შეუზახა:

170. თუცა მჴეც-ქმნილი ავთანდილ: გულ-ამოსკვნით და კუნესითა: ეგრეცა ჭამა მოუნდის: ადამის ტომთა წესითა: ისრითა მოკლის ნადირი: როსტომის მკლავ-უგრძესითა: შამბისა პირსა გარდახდა: ცეცხლი დააგზო კვესითა:

171. ცხენსა მისცა საძოვარი: ვირე მწვადი შეიწოდეს: ექუსნი რამე ცხენოსანნი: ნახა მისკენ მოდიოდეს: თქვა თუ გუანან მეკობრეთა: თვარა კარგი რამც იცოდეს: აქა კაცი ჴორციელი: კულავ ყოფილა არაოდეს:

172. ჴელთა ჰქონდა მშვილდი ისარი: მათკენ მივა მხიარული: ორთა კაცთა წვეროსანთა: ყმა მოჰყვანდა უწვერული: თავსა იყო დაკოდილი: შეებნიდა სისხლსა გული: ტიროდეს და იჭიროდეს: ცოტა ედგა მას გლახ სული:

173. უყივლა თუ ძმანო ვინ ხართ: მეკობრეთა დაგამსგავსე: მათ მიუგეს დაგვიწყნარდი: გვიშველე რა ცეცხლნი ავსე: ვერა გვარგო მოგვიმატენ: ჭირი ჭირთა მოგვისავსე: სატირელნი მოგვიტირენ: ღაწვნი შენცა დაიმხავსე:

174. ავთანდილ მიდგა ეუბნა: მათ კაცთა გულ მდუღარეთა: მათ უთხრეს მათი ამბავი: ტირილით მოუბარეთა: ჩვენ ვართო ძმანი სამნივე: მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა: დია გვაქუს ციხე ქალაქი: ხატაეთს არე მარეთა:

175. კარგი გვესმა სანადირო: ნადირობას წამოვედით: გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი: წყლისა პირსა გარდავხედით: სანადირო მოგვეწონა: თვესა ერთსა არ წავედით: ვხოცეთ მჴეცი უსაზომო: მინდორით და მთით და ქედით:

176. ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა: მესროლნი დავაწბილენით: მით ერთმანერთსა სამნივე: ჩვენ კიდე დავეცილენით: მე უკეთ მოვჰკლავ მე გჯობო: სიტყვანი ვავაქილენით: ვერ გავაჩინეთ მართალი: ვისარჩლეთ ვითაკილენით: