... (Q-609), XIX ს.

277. კაცმან ვით პოოს ღ~თისაგან: რაცა არ დანაბადია: მით გული ჩემი საჴმილმან: აწ ასრე დანაბა დია: კულავ გზასა მიკრავს მიჭირავს: მითქს ბადე დანაბადია: აწ ჴელთა ნაცულად ლხინისა: ჩალა მაქუს და ნაბადია:

278. მაგრა ღ~თნ მოწყალემან: მით ცნობითა ერთი მზითა: ორი მისი მოწყალება: დღესცა მამცა ამა გზითა: პირველ შეჰყრის მოყვარულთა: ჩემით რათმე მიზეზითა: კულავ ნუთუმცა სრულად დამწვა: ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა:

279. ყმასა უთხრა ვინცა კაცმან: ძმა ანუ თუ დაცა იდოს: ხამსო მისთვის სიკუდილსა და: ჭირსა თავი არ დარიდოს: ღ~თნ ერთი რად აცხოვნოს: თუ მეორე არ წაწყმიდოს: შენ ისმენდი მე გიამბობ: რაღა გინდა წამეკიდოს:

280. ასმათს უთხრა მოდი მოჯე: თანა წყალი მომიტანე: დაბნედილსა მაპკურებდი: გული მითა გარდამბანე: მკუდარი მნახო დამიტირე: სულთქნა გაათანისთანე: მე სამარე გამითხარე: აქა მიწა მიაკუანე:

281. ღილ ჩახსნილი საამბობლად: დაჯდა მჴარნი ამოყარნა: ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით: დიდხან შუქნი არ ადარნა: ვერ გაახვნა სასაუბროდ: მან ბაგენი გაამყარნა: მერმე სულთქნა დაიძახნა: ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა:

282. მოთქვამს აჰი აჰი საყვარელო: ჩემო ჩემთვის დაკარგულო: იმედო და სოცოცხლეო: გონებაო სულო გულო: ვინ მოგკვეთა არა ვიცი: ხეო ედემს დანერგულო: ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა: გულო ასჯერ დადაგულო: ავთანდილს უამბო პირველი:

ტარიელისაგან თავის ამბის მბობა ოდეს :

283. ისმენდი მიეც გონება: ჩემთა ამბავთა სმენასა: საუბართა და საქმეთა: ვითა ძლივ ვათქმევ ენასა: იგი ვინ ჴელმქნა მოველი: მისგან აროდეს ლხენასა: ვისგან შეუცავ სევდასა: სისხლისა ღვართა დენასა:

284. ინდოეთს შვიდთა მეფეთა: ყოვლი კაცი ხართ მცნობელი: ექუსი სამეფო ფარსადანს: ჰქონდა თვით იყო მპყრობელი: უხვი მდიდარი უკადრი: მეფეთა ზედა მფლობელი: ტანად ლომი და პირად მზე: ომად მძლე რაზმთა მწყობელი:

285. მამაჩემი ჯდა მეშვიდე: მეფე მებრძოლთა მზარავი: სარიდან ერქუა სახელი: მტერთა სრვად დაუფარავი: ვერვინ ჰკადრებდის წყენასა: ვერ ცხადი ვერცა მპარავი: ნადირობდის და იშვებდის: საწუთრო გაუმწარავი:

286. ხალვა მოსძულდა შეექნა: გულს კაეშანთა ჯარები: თქუა წამიღია მტერთაგან: ძლევით ნაპირთა არები: ყოვლგნით გამისხმან მორჭმით ვზი: მაქუს ზეიმი და ზარები: ბრძანა წავალ და მეფესა: ფარსადანს შევეწყნარები:

287. ფარსადანს წინა დაასკუნა: გაგზავნა მოციქულისა: შესთვალა შენ გაქუს მეფობა: ინდოეთისა სრულისა: აწ მე მწადს თქვენსა წინაშე: მეცა ვსცნა ძალი გულისა: სახელი დარჩეს ჩემისა: ერთგულად სამსახურისა:

288. ფარსადან შექნა ზეიმი: ამა ამბისა მცნობელმან: შესთვალა ღ~თსა მადლობა: შევსწირე ხმელთა მფლობელმან: რადგან ეგე ჰქმენ მეფემან: ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან: აწ მოდი ასრე პატივ გცე: ვითა ძმამან მშობელმან:

289. ერთი სამეფო საკარგყმო: უბოძა ამილბარობა: თვით ამირბარსა ინდოეთს: აქუს ამირსპასალარობა: მეფე რა დაჯდის არა სჭირს: ჴელისა მიუმცდარობა: სხვად პატრონია მართ ოდენ: არა აქვს კაისარობა:

290. თვით მეფემან მამაჩემი: დაიჭირა სწორად თავსა: თქუა ჩემებრი ამილბარი: ნაძლევი ვარ ვისცა ჰყავსა: ლაშქრობდის და ნადირობდის: აძლევდიან მტერნი ზავსა: მას არა ვჰგავ ასრე ვითა: მე სხვა კაცი არა მგავსა:

291. ძე არა ესვა მეფესა და: დედოფალსა მზისა დარსა: ჭმუნვა ჰქონდა ჟამი იყო: მით აეხუნეს სპანი ზარსა: ვაჲი კრული დღემცა იგი: მე მივეცი ამილბარსა: მეფემან თქვა შვილად გავზრდი: თვით ჩემივე გვარი არსა:

292. მეფემან და დედოფალმან: მიმიყვანეს შვილად მათად: საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა: ლაშქართა და ქვეყანათად: ბრძენთა მიმცეს სასწავლელად: ჴელმწიფეთა ქცევა მნათად: მოვიწიფე დაგემზგავსე: მზესა თვალად ლომსა ნაკუთად:

293. ასმათ მითხრობდი რაცა სცნა: ჩემგან ამბობა ცილისა: ხუთისა წლისა შევიქენ: მსგავსი ვარდისა შლილისა: ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკულა: მართ ვითა სირისა: არა გაოდის ფარსადანს: მისი არა სმა შვილისა:

294. ასმათ შენცა ხარ მოწამე: ჩემისა ფერ მიჴდილისა: მზესა მე ვსჯობდი შვენებით: ვით ბინდსა ჟამი დილისა: იტყოდეს ჩემი მნახავნი: მზგავსია ედემს ზრდილისა: აწ მაშინდლისა ჩემისა: სახე ვარ ოდენ ჩრდილისა:

295. მე ხუთისა წლისა ვიყავ: დაორსულდა დედოფალი: ესე რა თქუა ყმამან სულთქმნა: ცრემლით ბრძანა შობა ქალი: დაბნედასა მიეწურა: ასმათ ასხა გულსა წყალი: თქუა მაშინვე მზესა გვანდა: აწ მედების ვისგან ალი: