... (Q-609), XIX ს.

40. ადგეს სოგრატ და ავთანდილ: ტანითა მით კენარითა: თვითო აივსეს ჭიქები: მივლენ ქცევითა წყნარითა: წინა მიუსხდეს მუხლ მოყრით: პირითა მოცინარითა: ვაზირი ლაღობს ენითა: წყლიანად მოუბნარითა:

41. დაგიღრეჯია მეფეო: აღარ გიცინის პირიო: მართალ ხარ წაჴდა საჭურჭლე: თქვენი მძიმე და ძვირიო: ყველასა გასცემს ასული: თქვენი საბოძვარ ჴშირიო: ყოლამცა მეფედ ნუ დასვი: თავსა რად უგდე ჭირიო:

42. რა მეფემან მოისმინა: გაცინებით შემოხედნა: გაუკვირდა მით მკადრაო: ან სიტყვანი ვით გაბედნა: კარგა ჰქმენო დაუმადლა: ბრძანებანი უიმედნა: ჩემი ძრახვა სიძუნწისა: ტყუვის ვინცა დაიყბედნა:

43. ეგე არ მიმძიმს ვეზირო: ესეა რომე მწყენია: სიბერე მახლავს დავლიე : სიყმაწვილისა დღენია: კაცი არ არის სითგანცა: საბრძენებელი ჩვენია: რომე მას ჩემგან ესწავლნეს: სამამაცონი ზნენია:

44. ერთაი მიზის ასული: ნაზარდი სათუთობითა: ღმ~თმან არ მომცა ყმა შვილი: ვარ საწუთროსა თმობითა: ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად: ანუ კულავ ბურთობითა: ცოტასა შემწევს ავთანდილ: ჩემგანვე განაზარდობითა:

45. რა მეფისა ბრძანებასა: ლაღი წყნარად მოისმენდა: თავ მოდრეკით გაიღიმნა: გაცინება დაუშვენდა: თეთრთა კბილთათ გამომაკრთალთა: შუქსა ველთა მოაფენდა: მეფეს ჰკითხეს რას იცინი: ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა:

46. კულავ უბრძანა თავსა ჩემსა: რას იცინი რას დამგმეო: ყმამან ჰკადრა მოგახსენებ: და ფარმანი მიბოძეო: რაცა გკადრო არ გეწყინოს: არ გარისხდე არ გასწყრეო: არ გამხადო კადნიერად: არ ამიკლო ამაზეო:

47. jბრძანა რამცა ვიწყინე: თქმა შენგან საწყინარისა: ფიცა მზე თინათინისა : მის მზისა მოწუარისა: ავთანდილ იტყვის დავიწყო: კადრება საუბარისა: ნუ მოკვეხ მშვილდოსნობასა: თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა:

48. მიწაცა თქვენი ავთანდილ: თქვენს წინა მშვილდოსანია: ნაძლევი დავდვათ მოვასხნეთ: მოწმად თქვენივე სპანია: მოასპარეზედ ვინ მგავსო: ცუდიღა უკუთქმანია: გარდამწყვეტელი მისიცა: ბურთი და მოედანია:

49. მე არ შეგარჩენ თქვენ ჩემსა: მაგისა დაცილებასა: ბრძანე ვისროლოთ ნუ იქო: შედრეკილობა კლებასა: განკრთა კაცთასა ვიქმოდეთ: მოწმად ჩვენთანა ხლებასა: მერმე გამოჩნდეს მოედანს: ვისძი უთხრობდენ ქებასა:

50. ავთანდილცა დამორჩილდა: საუბარი გარდაწყვიდეს: იცინობდეს ყმაწვილობდეს: საყვარლად და კარგად ზმიდეს: ნაძლევიცა გააჩინეს: ამა პირსა დაასკვნიდეს: ვინცა იყოს უარესი: თავ შიშველი სამ დღე ვლიდეს:

51. ვკულავ ბრძანეს მონა თორმეტი: შევსხათ ჩვენთანა მარებლად: თორმეტი ჩემად ისრისა: მამრთმევლად მოსახმარებლად: ნასროლ ნაკრავსა სთვალვიდენ: უტყუვრად მიუმცდარებლად: ერთაი შენი შერმადინ: არს მათად დასადარებლად:

52. მონადირეთა უბრძანა: მინდორნი მოიარენით: დაცევით ჯოგი მრავალი: თავნი ამისთვის არენით: ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: თავნი ამისთვის არენით: გაყარეს სმა და ნადიმი: მუნ ამაოდ გავიხარენით:

53. დილასა ადრე მოვიდა: იგი ნაზარდი სოსანი: ძოწეულითა მოსილი: პირად ბროლ ბალახჩოსანი: პირს ოქრო რიდე ეხვია: შვენოდა ქარქაშოსანი: მეფესა გასლვად აწვევდა: მოდგა თეთრ ტაიჭოსანი:

54. Sეეკაზმა მეფე შეჯდა: ნადირობას გამოვიდეს: მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს: ალყად გარე შემოჰკროდეს: ზეიმი და ზარი იყო: სპანი ველთა დაფარვიდეს: ნაძლევისა მათისათვის: ისროდეს და ერთგან სრვიდეს:

55. უბრძანა მონა თორმეტი: მოდით ჩვენთანა ვლიდითა: მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით: ისარსა მოგვართმიდითა: ნაკრავსა შეადარებდით: ნასროლსა დასთვალვიდითა: დაიწყო მოსვლა ნადირმან: ყოვლთ მინდორთა კიდითა:

56. მოვიდა ჯოგი ნადირთა: ანგარიშ მიუწთომელი: ირემი თხა და კანჯარი: ქურციკი მაღლა მხლტომელი: მას პატრონ ყმანი გაუხდეს: ჭრეტამცად სჯობდა რომელი: აჰა მშვილდი და ისარი: და მკლავი დაუშრომელი:

57. ცხენთა მათთა ნატერფალნი: მზესა შუქთა წაუხმიდეს: მიხოცდეს და მიესროდეს: მინდორს სისხლთა მიასხმიდეს: მხეცნი მათგან დაკოდილნი: წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს: რა ისარი დაელივნის: მონანი ყე მოართმიდეს:

58. იგი ველი გაირბინეს: ჯოგი წინა შემოისხეს: დახოცეს და ამოწყვიტეს: ცათა ღ~თი შეარისხეს: ველნი წითლად შეეღებნეს: ნადირთაგან სისხლი იცხეს: ავთანდილის შემხედველთა: ჰგავს ალვაა ედემს ისხეს:

59. იგი მინდორი დალივეს: მართ მათგან განარბენია: მინდორსა იქით წყალი ზდის: და წყლისა პირსა კლდენია: ნადირნი ტყესა შეესწრეს: სადა ვერა რბის ცხენია: იგი მაშვრალნი ორნივე: მოსწყდეს რაზომცა მჴნენია: