... (Q-609), XIX ს.

1. ვითა ცხენსა შარა გრძელი: და გამოსცდის დიდი რბევა: მობურთალსა მოედანი: მართლად ცემა მარჯვედ ქნევა: მართ აგრევე მელექსეთა: ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა: რა მისჭირდეს საუბარი: და დაუწყოს ლექსმან ლევა:

2. მაშინღა ნახეთ მელექსე: და მისი მოშაირობა: რა ვეღარ მიხუდეს ქართულსა: დაუწყოს ლექსმან ძვირობა: არ შეამოკლოს ქართული: არა ქნას სიტყუა მცირობა: ჴელ მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა: იხმაროს დიდი გმირობა:

3. მოშაირე არა ჰქვიან: თუ სადმე თქვას ერთი ორი: თავი ყოლა ნუ გონია: მელექსეთა კარგთა სწორი: განაღა თქუას ერთი ორი: უმსგავსო და შორი შორი: მაგრა იტყვის ჩემი სჯობსო: უცილობლობს ვითა ჯორი:

4. მეორე ლექსი ცოტაი: ნაწილი მოშაირეთა: არ ძალუც სრულ ქმნა სიტყვათა: გულისა გასაგმირეთა: ვამსგავსე მშვილდი ბედითი: ყმაწვილთა მონადირეთა: დიდსა ვერ მოჰკულენ ჴელად აქვს: ჴოცა ნადირთა მცირეთა:

5. მესამე ლექსი კარგი არს: სანადიმოდ სამღერელად: სააშიკოდ სალაღობოდ: ამხანაგთა სათრეველად: ჩვენ მათიცა გვიამების: რაცა ოდენ თქუან ნათელად: მოშაირე არა ჰქვიან: ვერას იტყვის ვინცა გრძელად:

6. ჴამს მელექსე ნაჭირვებსა: მისსა ცუდად არ აბრკმუბდეს: ერთი უჩნდეს სამიჯნურო: ერთსა ვისმე აშიკობდეს: ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს: მას აქებდეს მას ამკობდეს: მისგან კიდე ნურა უნდა: მისთვის ენა მუსიკობდეს:

7. ჩემი აწ ცანით ყოველმან: მას ვაქებ ვინცა მიქია: ესე მიჩნს დიდად სახელად: არ თავი გამიქიქია: იგია ჩემი სიცოცხლე: უწყალო ვითა ჯიქია: მისი სახელი შეფრქუევით: ქუჱმორე მითქვამს მიქია:

8. ვთქვა მიჯნურობა პირველი: და ტომი გვართა ზენათა: ძნელად სათქმელი საჭირო: გამოსაგები ენათა: იგია საქმე საზეო: მომცემი აღმა ფრენათა: ვინცა ეცდების თმობამცა: ჰქონდა მრავალთა წყენათა:

9. მას ერთსა მიჯნურობასა: ჭკუიანნი ვერ მიხვდებიან: ენა დაშვრების მსმენლისა: ყურნიცა დავალდებიან: ვთქვენ ხელობანი ქვენანი: რომელნი ჴორცთა ხვდებიან: მართ მასვე ბაძვენ თუ ოდეს: არ სიძვენ შორით ბნდებიან:

10. მიჯნური შმაგსა გვიქვიან: არაბულითა ენითა: მით რომე შმაგობს მისისა: ვერ მიხვდომისა წყენითა: ზოგთა აქვს საღ~თო სიახლე: დაშურების აღმა ფრენითა: კულავ ზოგთა ქუე უც ბუნება: კეკლუცთა ზედან ფრენითა:

11. მიკვირს კაცი რად იფერებს: საყვარლისა სიყვარულსა: ვინცა უყვარს რად აყივნებს: მისთვის მკუდარსა მისთვის წყლულსა: თუ არ უყვარს რად არა სძულს: რად აყივნებს რაცა სძულსა: ავსა კაცსა ავი სიტყვა: ურჩევნია სულსა გულსა:

12. თუ მოყვარე მოყვრისათვის: ტირს ტირილსა ემართლების: სიარული მარტოობა: შვენის გაჭრად დაეთვლების: იგონებდეს მისგან კიდე: ნურა ოდეს მოეცლების: არ დააჩნდეს მიჯნურობა: სჯობს თუ კაცსა იახლების:

ამბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა:

13. იყო არაბეთს როსტევან: მეფე ღ~თისაგან სვიანი: მაღალი უხვი მდაბალი: ლაშქარ მრავალი ყმიანი: მოსამართლე და მოწყალე: მორჭმული განგებიანი: თვით მეომარი უებრო: კულავ მოუბნარი წყლიანი:

14. სხვა ძე არ ესვა მეფესა: მართ ოდენ მარტო ასული: სოფლისა მნათი მნათობი: მზისაცა დასთა დასული: მან მისთა მჭვრეტთა წაუღის: გული გონება და სული: ბრძენი ჴამს მისად მაქებრად: და ენა ბევრად დასული:

15. მისი სახელი თინათინ: არს ესე საცოდნარია: რა გაიზარდა გაივსო: მისგან მზე საწუნარია: მეფემან იჴმნა ვაზირნი: თვით ზის ლაღი და წყნარია: გვერდსა დაისხა დაუწყო: მათ ამო საუბაროსა:

16. უბრძანა გკითხავ საქმესა: ერთგან სასაუბაროსა: რა ვარდმან მისი ყვავილი: გაახმოს დაამჭნაროსა: იგი წავა სხუა მოვა: ტურფასა საბაღნაროსა: მზე ჩაგვისვენდა ბნელსა ჭვრეტთ: ღამესა ჩვენ უმთვაროსა:

17. მე გარდასრულვარ სიბერე მჭირს:q ჭირთა უფრო ძნელია: დღეს არა ხვალე მოვკუდები: სოფელი ასრე მქმნელია: რაღაა იგი სინათლე: რასაცა ახლავს ბნელია: ჩემი ძე დავსვათ ჴელმწიფედ: ვისგან მზე საწუნელია:

18. ვაზირთა ჰკადრეს მეფეო: რად ბრძანეთ თქვენი ბერობა: ვარდი თუ გახმეს ეგრეცა: გვმართებს რაზომცა ჯერობა: მისივე მეტობს ყოველსა: სული და ტურფა ფერობა: მთვარესა ცხრისასა ვარსკულავმა: ვითამცა კადრა მტერობა:

19. მაგას ნუ ბრძანებთ მეფეო: ჯერ ვარდი არ დაგჭნობია: თქვენი თათბირი ავიცა: სხვისა კარგისა მჯობია: [.....] განაღამცა საქნელად: რაცა თქვენ გულსა გლმობია: სჯობს და მას მიეც მეფობა: ვისგან მზე შენაფლობია: