... (Q-609), XIX ს.

217. ჩემი სიკუდილი შენ ჩემად: პატიჯად ნურად გგონია: მით რომე დამხსნი ტირილსა: შემშრების ცრემლთა ფონია: ჩალად მჩანს ყოვლი სოფელი: მისთვისვე შემიწონია: ვერ გიცნობ ვინ ხარ ვის გითხრა: სიტყუანი მისანდონია:

218. ყმამან თქუა თუ არ ეგების: აწ ამისი ასრე თქმევა: სხუასა რასმე მოვიგონებ: სჯობს საქმისა გამორჩევა: გაუშვა და ცალკე დაჯდა: ტირს დაუწყო ცრემლთა ფრქვევა: ქალსა უთხრა გაგარისხე: აწ არ ვიცი ვით დავრჩე ვა:

219. ქალი დაუჯდა კუშტ გვარად: ქუშობს ჯერთ არ დამტკბარია: ავთანდილ ქვე ზის ტირილად: აღარას მოუბარია: ვარდისა ბაღსა მოგუბდა: ცრემლისა საგუბარია: კულავ იქით ქალი ატირდა: მისთვის გულ ნალმობარია:

220. ყმა მტირალი შეებრალა: ამად ცხელნი ცრემლნი ღვარნა: მაგრა უჯდა უცხოს უცხო: არ ბაგენი აუბარნა: ყმამან ცნა თუ გონებანი: ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა: ცრემლ დენილი შეეხვეწა: ადგა მუხლნი მიუყარნა:

221. უთხრა ვიცი აღარ ვარგხარ: შენ აწ ჩემად დასანდობლად: გაგარისხე დაგრჩომივარ: ღარიბად და ამად ობლად: აწ ეგრეცა თავი ჩემი: დამიც შენთვის დასანდობლად: ამად რომე შეცოდება: შვიდ გზის თქმულა შესანდობლად:

222. თავი ჩემი სამსახურად: თუცა ავად მოგაწონე: მიჯნურისა შებრალება: ჴამს ესეცა გაიგონე: სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ: არვინ არის ჩემი ღონე: სულსა მოგცემ გულისათვის: სხვა მეტიმცა რა გამონე:

223. რა ქალსა მიხვდა ყმისაგან: მიჯნურობისა სმონება: გულამოხუინჩით დაიწყო: ასკეცად ცრემლთა დინება: კულავ გაამაღლა ზახილით: ტირილი არ გაცინება: ავთანდილს ღთ~ნ წადილი: მისცა გულისა ლხინება:

224. იტყვის თუ ამა სიტყვითა: მას ფერი შეეცვალების: ვისთვისმე ხელი უცილოდ: მას ცრემლი ემალმალების: კულავ უთხრა დაო მიჯნური: მიჯნურთა შეებრალების: ესეცა იცი სიკუდილსა: თვით ეძებს არ ეკრძალების:

225. ვარ მიჯნური ხელი ვინმე: გაუძლედლად სულთა დგმისად: ჩემა მზემან გამომგზავნა: საძებარად ამა ყმისად: ღრუბელიცა ვერ მიხუდების: მე მისრულვარ სადა ვლისად: გული შენი მიპოვნია: მისი შენდა შენი მისად:

226. მისი სახე გულსა ჩემსა: ხატად ასრე გამოვხატე: მისთვის ხელმან გამოჭრილმან: ლხინი ჩემი ვაალქატე: ორისაგან ერთი მიყავ: ტყვე მყავ ანუ მააზატე: ან მაცოცხლე ანუ მამკალ: ჭირი ჭირსა მომიმატე:

227. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა: პირველისა უამესი: ეგე სიტყვა მოიგონე: დია რამე უკეთესი: წეღან საქმე მტერობისა: გულსა ჩემსა შთამოსთესი: აწ მოყვარე გიპოვნივარ: დისაგანცა უფრო დესი:

228. მაშა რათგან მიჯნურობა: შენად ღონედ მოიგონე: არ ეგების ამას იქით: თუცა თავი არ გამონე: არ შენ მოგცე თავი ჩემი: დაგაბნიე დაგაღონე: შენთვის მოვჰკუდე ამისებრივ: მემცა საქმე რა ვიღონე:

229. აწ რაცა გითხრა თუ ამა: საქმესა დამორჩილდები: რასაცა ეძებ მიხვდები: უცილოდ არ ასცილდები: თუ არ მამისმენ ვერ ჰპოებ: რაზომმცა ცრემლსა მილდები: მოგხვდების მდურვა სოფლისა: მოჰკვდები გაცასწბილდები:

230. ყმამან უთხრა ეგე საქმე: ამას გავსო არა სხვასა: ორნი კაცნი მოდიოდეს: სადაურნი სადმე გზასა: უკანამან წინა ნახა: ჩავარდნილი შიგან ჭასა: ზედ მიადგა ჩაყიოდა: ტირს იზახის ვაგლახ ვასა:

231. ეგრე უთხრა ამხანაგო: იყავ მანდა მამიცადე: წავალ თოკთა მოსახმელად: მწადსო თუმცა ამოგზიდე: მას ქვეშეთსა გაეცინა: გაუკვირდა მეტად კიდე: შემოყივლა არ გელოდე: სად გაგექცე სად წავიდე:

232. აწ დაო შენთა ჴელისაა: ჩემი საბელი ყელისა: სხუად უღონოა უშენოდ: ჩემგან აპყრობა ჴელისა: რასაცა მიზამ შენ იცი: შენ ხარ წამალი ხელისა: თვარა ვისმცა ექმნა გორლითა: შეკურა თავისა მრთელისა:

233. ქალმან უთხრა მამეწონა: ყმაო შენი ნაუბარი: ხარ უცილოდ კარგი ვინმე: მოყმე ბრძენთა საქებარი: ხარ ვინადგან აქანამდის: მაგა ჭირთა დამთმობარი: რაცა გითხრა მამისმინე: გიპოვნია საძებარი:

234. იმა მოყმისა ამბავი: არსად არა იპოვების: თვით თუ არ გითხრობს არ ითქმის: არ ვისგან დაიჯერების: მოილოდინე მოვიდეს: რაზომცა დაგეყოვნების: დადუმდი ვარდსა ნუ აზრობ: ცრემლითა ნუ ითოვნდების:

235. გითხრა თუ ცოდნა გწადიან: ჩვენისა შენ სახელისა: ტარიელ არის სახელი: იმა მოყმისა ხელისა: მე ასმათ მქვიან რომელსა: წვა მაქუს ცეცხლისა ცხელისა: სულთქმა სულთქმისა ბევრისა: მაშა თუ არ ერთხელისა:

236. ამის მეტსა ვერას გითხრობ: მე სიტყვასა ამისთანსა: ისი მინდორს არონინებს: ტანსა მჭევრსა მე მაჯანსა: ვჰჭამ გლახ მარტო ნადირისას: მისგან ჴორცსა მონატანსა: აწვე მოვა არა ვიცი: თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა: