... (Q-609), XIX ს.

139. ჩემად ნაცვლად დაგაგდებო: ესე სიტყვა რად მიბრძანე: რაგვარა ვქნა პატრონობა: რამც გიფერე რამც გიგვანე: შენ მარტოსა გიგონებდე: მემცა მიწა ვიაკვანე: სჯობს ორნივე გავიპარნეთ: წამოგყვები წამიტანე:

140. ყმამან უთხრა მამისმინე: მართლად გითხრობ არა ჭრელად: რა მიჯნური ველთა რბოდეს: მარტო უნდა გასაჭრელად: მარგალიტი არვის მიმხუდეს: უსასყიდლოდ უაჭრელად: კაცი ცრუ და მოღალატე: ხამს ლახვრისა დასაჭრელად:

141. ვისმცა უთხარ ხვაშიადი: შენგან კიდე არვინ ვარგა: უშენოსა პატრონობა: ვის მივანდო ვინ იქს კარგა: სანაპირო გაამაგრე: მტერმან ახლოს ვერ იბარგა: კულა ნუთუმცა შემოვიქცე: ღ~თნ სრულად არ დამკარგა:

142. ფათერაკი სწორად მოკლავს: ერთი იყოს თუნდა ასი: მარტოობა ვერას მიზამს: მცავს თუ ცისა ძალთა დასი: აქათ სამ წელ არ მოვიდე: მაშინ გმართებს გლოვა ფლასი: წიგნსა მოგცემ გმორჩილობდენ: ვინცა იყოს ჩემი ხასი:

აქა წიგნი ავთანდილისა თავის ყმებზედ:

143. დაწერა თუ ჩემნო ყმანო: გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო: ერდგულნო და მისანდონო: ამას ზედა გამოცდილნო: თქვენ ჩემისა საწადლისა: მიდგომილნო ვითა ჩრდილნო: წიგნი ჩემი მოისმინეთ: ყოვლნო ერთგან შემოყრილნო:

144. მიწაცა თქუენი ავთანდილ: ისმინეთ გიწერ მე რასა: თვით ვიქ ხელითა ჩემითა: ამა წიგნისა წერასა: ცოტასა ხანსა ვარჩივენ: გაჭრა სმასა და მღერასა: პურად და საჭმლად მივენდევ: ჩემსა მშვილდსა და ცერასა:

145. საქმე რამე მიც თავისა: ზესადმე გარდსახვეწელი: დავყო მარტო და ღარიბად: ესე წლეული მე წელი: გემუდარება ამისთვის: ვარ თქუენი შემომხვეწელი: მე დამახვედროთ სამეფო: მტერთაგან დაულეწელი:

146. მე შერმადინ დამიგდია: ჩემად კერძად პატრონობდეს: სიკუდილსა და სიცოცხლესა: სადამდისცა ჩემსა სცნობდეს: ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს: ვარდს ზვრიდეს არ აჭკნობდეს: შემცოდესა ყველაკასა: ვითა ცვილსა დაადნობდეს:

147. თქვენცა იცით გამიზრდია: ვითა ძმა და ვითა შვილი: ამას ასრე მორჩილობდით: არის ვითამც ავთანდილი: ბუკსა იკრას აქნევინეთ: ყოვლი საქმე ჩემგან ქნილი: მე თუ დრომდის არ მოვიდე: გლოვა გმართებს არ სიცილი:

148. ესე წიგნი დაასრულა: წყლიანმან და სიტყვა ნაზმა: წელთა ოქრო შემოირტყა: საღარიბოდ შეეკაზმა: ბრძანა მინდორს შევჯდებიო: ლაშქარიცა დაერაზმა: მასვე წამსა წამოვიდა: შინა ხანი არა დაზმა:

149. ღ~თი ლომო შენად ნაცვლად: სხვასა ვისმცა დანერგვიდეს: დარბოდეს და სხვაგნით სხვათა: მოამბეთა მოასხმიდეს: ვეღარა ცნეს მისი საქმე: გაიარა აქათ კიდეს: მისნი სპანი გულნნმოკლულნი: ცრემლსა ცხელსა გარდმოყრიდეს:

150. შერმადინ ერთგან შეყარნა: ხასი და დიდებულები: უჩვენა იგი უსტარი: ანბავი მისი თქმულები: რა მოისმინეს ყუელაი: დარჩა გულ დანაწყლულები: sავსა იცემდეს არ იყო: გული უცრემლო ულები:

151. ყოვლთა ჰკადრეს თუცა ყოფა: ჩვენ უმისოდ გუეარმისცა: უშენოსა საჯდომი და: ტახტი მისი ვისმცა მისცა: განაღამცა გმორჩილობდეთ: თუ გვიბრძანო რაცა ვისცა: იგი მონა აპატრონეს: ყველაკამან თაყვანის სცა:

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასვლა:

152. ამ საქმესა მემოწმების: დიონოსი ბრძენი ეზროს: ვის ბალახში არა გვანდეს: და ლერწამი ტანად ეზროს: საბრალოა ოდის ვარდი: დაეთრთვილოს დაცაეზროს: იგი სადმე გაღარიბდეს: სამყოფთაგან იაბეზროს:

153. fვთანდილ იგი მინდორი: ოთხახმით გარდაიარა: დააგდო მზღუარი არაბთა: სხვათ მზღვართა არე იარა: მაგრამ მის მზისა გაყრამან: სიცოცხლე გაუზიარა: თქუა თუ მე მასმცა ვიახელ: აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა:

154. ახალმან ფიფქმან დათოვა: ვარდი დათრთვილა დანასა: [მო]უნდის გულსა დაცემა: ზოგჯერ მიმართის დანასა: თქვის ჭირი ჩემი სოფელმან: ოთხმოცდაათი ანასა: მოვშორდი ლხინსა ყველასა: ჩანგსა ბარბითსა დანასა:

155. ვარდი მის მზისა გაყრილი: უფრო და უფრო ჭკნებოდა: გულსა უთხრის თუ დასთმეო: ამად არ დია ბნდებოდა: უცხო უცხოთა ადგილთა: საძებრად იარებოდა: მგზავრთა კითხევდის ამბავთა: მათთანა ემოყვრებოდა:

156. მუნ ეძებს ცრემლი მტირალსა: სდის ზღვათა შესართავისად: უჩნდის ქუეყანა ტახტად და: მკლავი სადებლად თავისად: თქვის საყვარელო მოგშორდი: გული შენ დაგრჩა ვთქუა ვისა: შენთვის სიკუდილი მეყოფის: ლხინად ჩემისა თავისად: