... (Q-609), XIX ს.

1559. მათ სამთავე ჴელმწიფეთა: ერთმანერთი არა სძულდეს: ერთმანერთსა ნახვიდიან: საწადელნი გაუსრულდეს: ბრძანებისა შემცილენი: მათთა ჴრმალთა დავეწყლულდეს: მოიმატეს სამეფონი გაჴელმწიფდეს გამორჭმულდეს:

1560. ყოვლთა სწორად წყალობასა: ვითა თოვლსა მოათოვდეს: ობოლ ქვრივნი დაამდიდრეს: და გლახაკნი არ ითხოვდეს: ავის მქმელნი დააშინნეს: კრავნი ცხვართა ვერ სწოვდეს: შიგან მათთა საბრძანისთა: თხა და მგელი ერთად სძოვდეს:

1561. გასრულდა მათი ამბავი: ვითა სიზმარი ღამისა: გარდახდეს: გავლეს სოფელი: ნახეთ სიმუხთლე ჟამისა: ვის გრძლად ჰგონია მისთვისცა: არის ერთისა წამისა: ვსწერ ვინმე მესხი მელექსე: მე რუსთველისა და მისა:

1562. ქართველთა ღ~თისა დავითის: ვის მზე მსახურებს სარებლად: ესე ამბავი გავლექსე: მე მათად მოკამათებლად: ვინ არის აღმოსავლეთით: დასავლეთს ზართა მარებლად: ორგულთა მათთა დამწველად: ერთგულთა დამამაგრებლად:

1563. დავითის ქნარი ვითა ვჰთქუნე: სიჩალხე სიხაფეთანი: ესე ამბავი უცხონი: უცხოთა ჴელმწიფეთანი: პირველ ზნენი და საქმენი: ქებანი მათ მეფეთანი: ვჰპოვენ და ლექსად გარდავთქუენ: ამითა ვილაყფეთანი:

1564. ესე ასეთი სოფელი: არვისგან მისანდობელი: წამია კაცთა თვალისა: და წამწამისა მსწრობელი: რასა ვინ ეძებთ რას აქნევთ: ბედია მაყივნებელი: ვის არ შეუცვლის კარგია: ორისავ იყოს მხლებელი: