... (Q-609), XIX ს.

296. ქება არ ითქმის ენითა: აწ ჩემგან ნაუბარითა: ფარსადან დაჯდა ხარებად: ზეიმითა და ზარითა: ყოვლგნით მოვიდეს მეფენი: ნიჭითა მრავალ გვარითა: საჭურჭლე გასცეს აივსნეს: ლაშქარნი საბოძვარითა:

297. საშობელი გაიყარა: ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა: მართ მაშინვე გვანდა იგი: მზისა შუქთა ნასამალსა: უყვარდით და სწორად უჩნდით: მეფესა და დედოფალსა: აწ ვახსენებ ვისგან ჩემი: დაუდაგავს გული ალსა:

298. ყმა დაბნდა რა სახელისა: ხსენებასა მიეწურა: ავთანდილსცა აეტირა: მისმან ცეცხლმან გულსა მურა: ქალმან სულად მოაქცია: მკერდსა წყალი მოაპკურა: თქუა ისმენდი მაგრა ჩემი: სიკუდილისა დღე დასტურა:

299. მას ქალსა ნესტან დარეჯან: იყო სახელად ხმობილი: შვიდისა წლისა შეიქნა: ქალი წყნარი და ცნობილი: მთვარისა მგზავსი მზისაგან: შვენებით ვერ შეფრობილი: მისა ვით გასძლებს გაყრასა: გული ალმასად წდობილი:

300. იგი ასრე მოიწიფა: მე შემეძლო შესლვა ომსა: მეფე ქალსა ვით ხედვიდა: მეფობისა ქნისა მწთომსა: მამასავე ჴელთა მიმცეს: რა შევიქენ ამა ზომსა: ვბურთობდი და ვნადირობდი: ვით კატასა ვხოცდი ლომსა:

301. მეფემან სახლი ააგო: შიგან სამყოფი ქალისა: ქუად ფაზარი სხდა დათლილი: იაგუნდისა ლალისა: პირსა ბაღჩა და საბანლად: სარაჯი ვარდის წყალისა: იგი მუნ იყვის მედების: ვისგან სახმილი ალისა:

302. დღე და ღამე მუჯამრითა: ეკმევოდის ალვა თლილი: ზოგჯერ კოშკს ჯდის ზოგჯერ ბაღჩას: ჩამოვიდის რა დგის ჩრდილი: დავარ იყო და მეფისა: ქურივი ქაჯეთს გათხოვილი: მას სიბრძნისა სასწავლებლად: თვით მეფემან მისცა შვილი:

303. სრა ედგა მოფარდაგული: ოქსინოთა და შარდითა: ვერვინ ვხედევდით შეიქნა: პირითა მინა ვარდითა: ასმათ და ორნი მონანი: ჰყვიან იმღერდის ნარდითა: მუნ იზრდებოდის ტანითა: გაბაონს განაზარდითა:

304. თხუთმეტისა წლისა ვიყავ: მეფე მზრდიდა ვითა შვილსა: დღისით ვიყვი მას წინაშე: გამიშვებდის არცა ძილსა: ძალად ლომსა თვალად მზესა: ტანად ვგვანდი ედემს ზრდილსა: სროლასა და ასპარეზსა: აქებდიან ჩემგან ქნილსა:

305. მოსრნის მხეცნი და ნადირნი: ისარმან ჩემგა რეულმან: მერმე ვიბურთი მოედანს: მინდორით შემოქცეულმან: შევიდი შევქნი ნადიმი: ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან: აწ საწუთროსა გამყარა: პირმან ბროლ ბალახშეულმან:

306. მამა მამიკუდა მოვიდა: დღე სიკუდილისა მისისა: ქნა გაუცუდდა ფარსადანს: ნიშატისა და ნიშისა: მათ გაეხარნეს ვის ზარი: დალევდა მტერისა შიშისა: ერთგულთა შექნეს ვაება: მტერთა ხსენება იშისა:

307. მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე: საწუთრო გაცუდებული: დღისით და ღამით ვაებდი: ვერვისგან სულ დაღებული: გაყვანად ხასნი მოვიდეს: მითხრეს მეფისა მცნებული: ებრძანა შვილო ტარიელ: ნუ ხარ შავითა ღებული:

308. ჩვენ უფრო გვტკივის იგი ვინ: დაგვაკლდა სწორად თავისა: ასი ებოძა საჭურჭლე: ებრძანა ახდა შავისა: ბოძება მისეულისა: სრულისა საკარგავისა: შენ გქონდეს ამილბარობა: ქნა მისვე საურავისა:

309. ავენთი დამწვეს მამისა: სახმილთა დაუშრტელთა: უკანით გამომიყვანეს: ხასთა მათ წინამდგომელთა: გამოსლვისათვის ზეიმი: შექნეს ინდოეთს მფლობელთა: შორს მამეგებნეს მაკოცეს: პატივით ვითა მშობელთა:

310. მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს: პატივი მცეს ძისა დარად: მის ჴელისა საურავი: მათ ორთავე მითხრეს წყნარად: ურჩ ვექმენ და მისეულთა: წესთა ქცევა მიჩნდა ზარად: არ მამეშვნეს დავმორჩილდი: თაყუანის ვეს ამილბარად:

311. აღარა ვიცი დამვიწყდეს: თუმცა დიადი წელია: გიამბო ჩემი ამბავი: განა რაზომცა ძნელია: ცრუ და მუხთალი სოფელი: მიწყივ ავისა მქნელია: მისთა ნაკვეთთა წინწალი: დამეცეს ხანგრძლად მწველია:

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა პირველ რომ გამიჯნურდა :

312. კულავ დაიწყო თქმა ამბისა: მან რა ხანნი მოიტირა: დღესა ერთსა მე და მეფე: მოვიდოდით გვენადირა: მიბრძანა თუ ქალი ვნახოთ: ჴელი ჴელთა დამიჭირა: მის ჟამისა მხსენებელი: მე სულდგმული არ გიკვირა:

313. ბაღჩა ვნახე უტურფესი: ყოვლისავე სალხინოსა: მფრინველთაგან ხმა ისმოდა: უამესი სირინოსა: მრავლად იყო სარაჯები: ვარდის წყლისა აბანოსა: კარსა ზედა მოჰფარვიდა: ფარდაგები ოქსინოსა:

314. მეფემან ახმა დურაჯთა: მითხრა მიტანად ქალისა: გამოვუხვენ და წავედით: ჩემად სადებლად ალისა: მაშინ დავიწყე გარდახდა: მე საწუთროსა ვალისა: ალმასისა ჴამს ლახვარი: ლახვრად გულისა სალისა: