... (Q-609), XIX ს.

197. ყმამან უთხრა დაო ასმათ: ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს: ვეღარ მივხვდით ჟამიერად: ჩვენ ვისიცა ცეცხლნი გვწვიდეს: ესე თქუა და მკერდსა ჴელნი: იკრნა ცრემლნი გარდმოსწვიმდეს: ქალი შებნდა: მოეხვია: ერთმანერთსა სისხლი სწმიდეს:

198. იგი ტევრი გაეხშირა: დანაგლეჯსა მათსა თმასა: ერთმანერთსა ეხვეოდეს: ყმა ქალსა და ქალი ყმასა: იზახდიან მოსთქმიდიან: მოსცემდიან კლდენი ხმასა: ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით: მათსა ეგრე ქცევა ქნასა:

199. სული დაიღეს მან ქალმან: დასთმო გულისა წყლულობა: ქვაბს შეიყვანა ტაიჭი: მოჰჴადა აკაზმულობა: მას ყმასა შეხსნა შეიღო: აბჯრისა წელ მორტყმულობა: შინა შევიდეს მას დღესა: გარდახდა გამოსლილობა:

200. ავთანდილს უკვირს ამბავი: ისი თუ ვცნაო მე რითა: გათენდა ქალი გამოდგა: მოსილი მითვე ფერითა: შავსა აუდვა ლაგამი: სწმენდდა რიდისა წვერითა: შეკაზმა მოაქვს აბჯარი: წყნარად არ რამე ჩხერითა:

201. მის მოყმისა წესი იყო: მეტსა თურე არ ასე ჯდა: ქალი ტირს და მკერდსა იცემს: თმისა ტევრსა გაიგლეჯდა: ერთმანერთსა მოეხვივნეს: აკოცა და ცხენსა შეჯდა: ასმათ აგრე დაღრეჯილი: კულავ უფრორე დაიღრიჯდა:

202. ავთანდილ ახლოს კულავ ნახა: სახე მისივე კაცისა: ულვაშ აშლილი წვერ გამო: ნუთუ მზეაო ვთქვა ცისა: ეყნოსა სული ალვისა: ქართაგან მონატაცისა: ასრე უჩნს მოკლვა ლომისა: მართ ვითა ლომსა ვაცისა:

203. მასვე გზასა წამოვიდა: რომე გუშინ შეეარა: შამბი გავლო გაეშორა: თავი მინდორს გააგარა: ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით: მალვით ხესა მოეფარა: თქვა თუ ღთ~ნ ესე საქმე: მეტად კარგად მამიგვარა:

204. აწ ამას ჩემთვის ღ~თისაგან: სხვა საქმე რა ვამჯობინო: ქალი შევიბყრა მის ყმისა: ამბავი მას ვაამბობინო: ჩემიცა ვუთხრა ყველაჲი: მართალი გავაბჭობინო: მას ყმასა ხრმალი არა ვჰკრა: არც მისი დავისობინო:

205. ჩამოვიდა ცხენი ახსნა: მისგან ხესა შემობმული: ზედა შეჯდა გაემართა: ქვაბი იყო კარ გახმული: მუნით ქალი გამოიჭრა: გულ მდუღარე ცრემლ დასხმული: ეგონა თუ დაბრუნდაო: პირი ვარდი ბროლ ბაკმული:

206. ვერ იცნა სახე არ გვანდა: მისი მის ყმისა სახესა: ფიცხლა გაიქცა მიმართა: ზახილით კლდესა და ხესა: ყმა გარდაჲჭრა დააბა: ვითა კაკაბი მახესა: ჴმას სცემდეს კლდენი ქალისა: ზახილსა მუნ ერთ სახესა:

207. მას ყმასა თავი არ მისცა: ჭვრეტადცა ებილწებოდა: ვითა კაკაბი არწივსა: ქუეშე მი და მო კრთებოდა: ტარიელს ვისმე უზახდა: მწედ თუცა არ ემწებოდა: ავთანდილ მუხლთა უყრიდა: თითითა ეხვეწებოდა:

208. ეტყოდა სულე რამც გიყავ: კაცი ვარ ადამიანი: უფერო ქმნილნი მინახვს: ვარდნი და ისი იანი: მისი რამ მითხარ ვინ არის: ტან სარო პირბაკმიანი: სხვად არას გიზამ ნუ გეშის: ნუ ჰყივი აგრე ჴმიანი:

209. ქალი ეტყოდა ტირილით: სარჩელი უგავს ბრჭობასა: თუ არ შმაგი ხარ დამეხსენ: შმაგი ხარ მოდი ცნობასა: აწ მეტად ძნელსა საქმესა: მნუკავ ადვილად თხრობასა: ცუდად ნუ სცთები ნუ ელი: მაგა ამბვისა მბობასა:

210. კულავ ეტყვის ყმაო რა გინდა: ანუ მენუკვი მე რასა: მაგა საქმისა ვერა იქს: ვერცა კალამი წერასა: შენ ერთხელ იტყვი მითხარო: მე ასჯერ გეტყვი ვერასა: ვითა სიცილი ტირილსა: ვაგლახი მიჯობს მღერასა:

211. ქალო არ იცი სით მოვალ: რა ჭირნი მომითმენიან: ოდითგან ვეძებ ამბავთა: ესე არვისგან მსმენიან: შენ მიპოვნიხარ სიტყუანი: ჩემნი რაზომცა გწყენიან: ვერ დაგეხსნები მიამბე: ჩემგან ნუღარა გრცხვენიან:

212. ქალმან უთხრა რას შეგესწარ: მე ვინ ვარ და ანუ შენო: მზე არ მახლავს შეგეტყუების: თვრთვილო ასრე მით მაწყენო: გრძელი სიტყვა საწყინოა: ასრე მოკლედ მოგახსენო: ვერასათვის ვერ გიამბობ: რაცა გინდაიგი ქენო:

213. კულაცა კადრა ზენარობით: მიუყარნა მუჴლნი წინა: მაგრა ვერა ვერ დაჰყარა: მუდარობა მოეწყინა: პირსა ზედა გაგულისდა: თვალთა სისხლი მოედინა: ადგა თმითა წამოზიდნა: ყელსა დანა დააბრჯინა:

214. ეგრე უთხრა მე ეზომი: ჯავრი ვითა შეგარჩინო: როგორა თუ ამატირო: ცრემლი ცუდად დამადინო: გიჯობს მითხრა ამის მეტი: მართ აღარა არ გაწყინო: თვარა ღ~თნ მტერი ჩემი: მოკლას ვითა მოგაკუდინო:

215. ქალმან უთხრა ეგე ღონე: მოიგონე მატად ავი: თუ არ მამკლავ არ მოვკუდები: მრთელი ვარ და მოუკლავი: რად რა გითხრა სადამდისცა: ვიყო ჭირთა უნახავი: კულავ თუ მამკლავ სასაუბროდ: აღარ მედგას ზედან თავი:

216. კულავ ეტყუის ყმაო რად მპოვე: ვინ მეუბნები მე ვინო: ეგე ამბავი ცოცხალსა: ენითა ვერ მათქმევინო: მე თავი ჩემი ნებითა: ჩემითა მოგაკულევინო: ვითა უსტარი ბედითი: ადვილად დაგახევინო: