... (Q-609), XIX ს.

99. ესე თქუა და სიხარულით: თამაშობა ადიადა: მგოსანი და შაითი: უხმეს ჰპოეს რაცა სადა: დია გასცა საბოძვარი: ყველა დარბაზს შემოხადა: მისი მსგავსი სიუხვითა: ღმერთმან სხვამცა რა დაბადა:

100. ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს: ეცვა ოდენ მართ პერანგი: იმღერდა და იხარებდა: წინა ედგა ერთი ჩანგი: შემოვიდა მას წინაშე: თინათინის მონა ზანგი: მოახსენა გიბრძანებსო: ტანი ალვა პირი მანგი:

101. ავთანდილს მიხუდა მოსმენა: საქმისა სანატრელისა: ადგა და კაბა ჩაიცვა: მჯობი ყოვლისა ჭრელისა: უხარის ნახუა ვარდისა: არ ერდგან შეუყრელისა: ამოა ჭვრეტა ტურფისა: სიახლე საყვარელისა:

102. ავთანდილ ლაღი უკადრი: მივა არვისგან რცხვენოდა: მას ნახავს ვისთა ჟამთაგან: ცრემლი მრავალ ჯერ სდენოდა: იგი უებრო ქუშად ჯდა: ელვისა მსგავსად შვენოდა: მთვარესა მისთა შუქთაგან: უკუნი გარდაფენოდა:

103. გაცრცვლისა ტანსა ემოსნეს: ყარყუმნი უსაპირონი: ებურნეს მოშლით რიდენი: ფასისა თქმად საჭირონი: შვენოდეს შავნი წამწამნი: გულისა გასაგმირონი: მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს: გრძლად თმანი არ უხშირონი:

104. დაღრეჯით იყო მჯდომარე: ძოწეულითა რიდითა: ავთანდილს უთხრა დაჯდომა: წყნარად ცნობითა მშვიდითა: მონამან სელნი დაუდგნა: დაჯდა კრძალვით და რიდითა: პირის პირ პირსა უჭურეტდა: სავსე ლხინითა [.....]თა:

105. ჰკადრა საროსა ჩემგან: თქმადა ვით იქნების: მზესა მთვარე შეეყაროს: დაილევის დაცაჭკნების: აზრად არათ აღარა მცალს: თავი ჩემი მეგონების: თქვენვე ბრძანეთ რაცა გიმძიმს: ანუ რაცა გეკვირვების:

106. ქალმან უთხრა საუბარი: კეკლუც სიტყუა არ დუხჭირად: იტყვის თუცა აქანამდის: ჩემგან შორს ხარ დანამჭირად: მიკვირს მოგხუდა წამის ყოფად: საქმე შენგან საეჭვირად: მაგრა გითხრა პირველ ხვალმე: სენი მე მჭირს რაცა ჭირად:

107. გახსოვს ოდეს შენ და როსტანს: მინდორს მჴეცნი დაგეხოცა: ყმა გენახა უცხო ვინმე: რომე ცრემლი მოეხოცა: მას უკანით გონებამან: მისმან ასრე დამამხოცა: შენ გენუკევ მონახვასა: კიდით კიდე მოლაჴოცა:

108. აქანამდის ნაუბარსა: თუმცა ვერას ვერ გეტყუია: [...]რა შორით სიყვარული: შენგან ჩემი შემიტყუია: რომე გაუწყუეტლად: თვალთა ღაწვი გისეტყუია: შეუპყრიხარ სიყვარულსა: გული შენი დაუტყუია:

109. ასრე გითხრა სამსახური: ჩემი გმართებს ამა ორად: პირველ ყმა ხარ ხორციელი: არვინა გვყავს შენად სწორად: მერმე ჩემი მიჯნური ხარ: დასტურია არ ნაჭორად: წადი იგი მოყმე ძებნე: ახლოს იყოს თუნდა შორად:

110. შენგან ჩემი სიყვარული: ამით უფრო გაამყარე: რომე დამხსნა შეჭირვება: ეშმა ბილწი ასაპყარე: გულსა გარე საიმედო: ია მორგე ვარდი ყარე: მერმე მოდი ლომო მზესა: შეგეყრები შემეყარე:

111. სამსა ძებნე წელიწადსა: იგი შენი საძებარი: ჰპოო მოდი გამარჯვებით: მხიარულად მოუბარი: ვერა პოებ დავიჯერებ: იყო თურე უჩინარი: კოკობი და უფრჭუნელი: ვარდი დაგხვდე დაუმჭკნარი:

112. ფიცით გითხრობ შენგან კიდე: თუ შევირთო რაცა ქმარი: მზეცა მამხვდეს ჴორციელი: ჩემთვის კაცად შენაქმარი: სრულად მოვსწყდე სამოთხესა: ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი: შენი მკლვედეს სიყვარული: გულსა დანა ასაქმარი:

113. მოახსენა ყმამან მზეო: ვინ გიშერი აწამწამე: სხუა პასუხი რამცა გკადრე: ანუ რამცა შევიწამე: მე სიკუდილსა მოველოდი: შენ სიცოცხლე გამიწამე: ვითა მონა სამსახურად: გაღანამცა წავეწამე:

114. კვლავცა ჰკადრა აჰა მზეო: რადგან ღთ~ნ მზედ დაგბადა: ვით გმორჩილობს ზეციერი: მნათობია რაცა სადა: მე რომ თქვენგან მოვისმინე: წყალობანი მედიადა: ვარდი ჩემი არ დაჭკნების: შუქი შენი იეფადა:

115. კულავ შეფიცეს ერთმანერთსა: დააპირეს ესე პირი: გასალდეს და გაამრავლეს: საუბარი სიტყვა ხშირი: გაადვილდა აქანამდის: გარდეხადა რაცა ჭირი: თეთრთა კბილთათ გამოკრთების: თეთრი ელვა ვითა ჭვირი:

116. ერთად დასხდეს ილაღობეს: საუბარი ასადაგეს: ბროლ ბალახში შეხვეული: და გიშერი ასადაგეს: ყმა ეტყვის თუ შენთა მჭურეტთა: თავი ხელი ასადაგეს: ცეცხლთა მანდით მოდებულთა: გული ჩემი ასადაგეს:

117. ყმა წავიდა სიშორესა: თუცა მისსა ვერ გასძლებდა: უკუღმავე იხედვიდა: თვალთა რეტად აყოლებდა: ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს: ტანსა ჭევრსა ათრთოლებდა: გული ჰქონდა გულისათვის: სიყვარულსა ავალებდა:

118. თქვა მზეო ვარდსა სიშორე: შენი დამაჩნდეს ეს ადრე: ბროლი და ლალი გავსრულვარ: ქარვისა უყვითლესადრე: მაშინ რაღა ვქნა ვერ ჭვრეტა: რა მამხვდეს კულავ უგრძესადრე: ჴამს მოყვრისათვის სიკუდილი: ესე მე დამიც წესადრე: