... (Q-609), XIX ს.

237. ამას გვედრებ მოიცადო: თავი სხვაგან არსად არო: რა მოვიდეს შევეხვეწო: ნუთუ ვით რა მოვაგვარო: ერთმანერთსა შეგამეცნე: თავი შენი შევაყვარო: თვით გიამბოს საქმე მისი: საყვარელსა გაახარო:

238. ქალსა ყმამან მოუსმინა: დამორჩილდა დართო ნება: ამა ზედა მოიხედეს: ხევით ესმა ჩხაპუნება: მთვარე წყალსა გამოსული: ვნახე შუქთა მოვანება: უკურიდეს და აღარა ქნეს: მუნ ხანისა დაყოვნება:

239. ქალმან უთხრა ყმაო ღ~თნ: მოგცა ჟამად რაცა გინა: მაგრა თავი უჩინო ქმენ: დამალული იყავ შინა: იმა ყმისა მეუნებლე: ჴორციელი არავინა: ნუთუ ვით რა მოვაგვარო: შენი ნახვა არ ეწყინა:

240. ავთანდილ ქვაბსა დამალა: ქალმან მალვითა მალითა: იგი ყმა ცხენსა გარდახდა: შვენოდა კაპარჭ ხრმალითა: ატირდა მაღლად ცრემლითა: ზღვათაცა შესამალითა: ავთანდილ სარკმლით უჭურეტდა: ჭურეტითა იდუმალითა:

241. იმარტის ფერად შესცვალა: ბროლი ცრემლისა ბანამან: დიდხან იტირეს ყმამან და: მან ქალმან შაოსანამან: შეხსნა შეიღო აბჯარი: ცხენიცა შეიყვანა მან: დადუმდეს ცრემლნი მოჰკვეთეს: შავმან გიშრისა დანამან:

242. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა: ტყვე საკნით ნააზატები: მან ქალმან ქვეშე დაუგო: ვეფხის ტყავისა ნატები: მაზედან დაჯდა იგი ყმა: სულთქვამს ჭირ მონამატები: სისხლისა ცრემლსა გაეწნა: შუა გიშრისა სატები:

243. მან ქალმან ჴელჰყო კვესითა: გზება ცეცხლისა ნელისა: ეგონა ჭამა ხორცისა: შემწვრისა შეუქნელისა: მიუპყრა ერთი ახლიჩა: ქნაა საქმისა ძნელისა: ძალი არ ჰქონდა დაუწყო: გამოყრა უცოხნელისა:

244. ცოტად მიწვა მიიძინა: თუცა ყოლა ვერა მეტი: შეჰკრთა დიდნი დაიზახნა: წამოიჭრა ვითა რეტი: იზახდის და წამწამ იკრის: გულსა ლოდი თავსა კეტი: ცალკერძ ტირს და პირსა იხოკს: ქალი მისი შენამჭვრეტი:

245. რად დაბრუნდი მოახსენა: მითხარ რაცა წაგეკიდა: მან უბრძანა მონადირე: მეფე ვინმე გარდმეკიდა: ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი: ბარგი მძიმედ აეკიდა: იგი მინდორს ნადირობდა: დაეფანჩვა მარეკი და:

246. სევდად მეცა კაცთა ნახუა: ცეცხლი უფრო გავიალე: არ მივეო ახლოს შეყრად: თავი ჩემი შევიწყალე: მადგან მკრთალი შემოვბრუნდი: ტყესა შიგან დავიმალე: თქუა ნუთუმცა უკუმრიდა: რა გათენდეს წავალ ხვალე:

247. ქალსა ცრემლნი გარდმოსცვივდეს: ას ნაკეცნი ბევრის ბევრად: მოახსენა მჴეცთა თანა: იარები მარტო ტევრად: არას კაცსა არ იახლებ: საუბრად და შემაქცევრად: მას მაგითა ვერას არგებ: დღეთა შენთა ცუდად ლევ რად:

248. ყოვლი პირი ქუეყანისა: ერთობ სრულად მოგივლია: ერთი კაცი შემაქცევლად: შენად ვითა დაგელია: გიახლოს და არ გაშმაგოს: თუცა ჭირი არ გაკლია: შენ მოკუდე და იგი წახდეს: ესე შენთვის რა მადლია:

249. უბრძანა დაო ეგეა: მსგავსი შენისა გულისა: მაგრამ არ არის ქუეყანად: წამალი ამა წყლულისა: ვის ძალ აქუს პოვნა კაცისა: თვით სოფლად არ მოსრულისა: ჩემი ლხინია სიკუდილი: გაყრა ხორცთა და სულისა:

250. ღ~თნ სხვამცა ეტლსა ჩემისა: რადმცა კაცი რად დაბადა: სიახლე და საუბარი: თუმცა მისი მე მეწადა: ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი: ანუ ვინმცა შეეცადა: შენგან კიდე ხორციელი: დაო მივის არასადა:

251. ქალმან ჰკადრა არ გამიწყრე: ვიშიშვი და ვიაჯ დია: რადგან ღ~თსა ვეზირობა: შენი ჩემზედ მოუგდია: ვერ დავმალავ უკეთესა: რაცა საქმე გამიცდია: არა ვარგა უსაზომო: თავი ზომსსა გარდგიჴდია:

252. ყმამან უთხრა რას მენუკავ: არა ვიცი გამიცხადე: კაცი ჩემად სამსახურად: უღუთოდ მემცა ვით დავბადე: ღ~თსა ჩემი უბედობა: უნდა მამცა რას ვეცადე: გაღანამცა გავნადირდი: თავი ასრე გავიჴადე:

253. ქალმან კულავ ჰკადრა გაგსაჯე: მეტითა შეგონებითა: მაგრა თუ კაცი მოგგვარო: მოგყვეს თავისა ნებითა: იგი გიახლოს ილხენდე: მისითა შემეცნებითა: ფიცე არ მოჰკლა არ იყო: არ სავნებლისა ვნებითა:

254. მან უბრძანა თუ მაჩვენებ: ვნახავ დიდად გავიხარებ: სიყვარულმან მისმან ვისთვის: ხელი მინდორს თავსა ვარებ: არას უზამ უგემურსა: არათ ოდეს გავამწარებ: რაცა ჩემგან იამების: ვაამებ და შევიყვარებ:

255. ქალი ადგა და წავიდა: მის ყმისა მოსაყვანებლად: არ ეწყინაო უამბობს: არს მისად მაგულვანებლად: ჴელი მოკიდა მოყვანდა: ვით მთვარე მოსავანებლად: იგი რა ნახა ტარიელ: თქვა მზისა დასადარებლად:

256. გამოეგება ტარიელ: მართებს ორთავე მზე დარად: ანუ ცით მთვარე უღრუბლოდ: შუქთა მოფენდეს ქვე ბარად: რომე მათთანა ალვისა: ხეცა ვარგიყოს ხედ არად: გვანდეს შვიდთავე მნათობთა: სხვადმცა რისა ვჰთქვი მე დარად: