... (A-859), 1841 წ.

159. ქალსა ყმამან მოუსმინა, დამორჩილდა დართო ნება. ამა ზედან მოიხედეს, ხევით ესმა ჩხაპუნება. მთვარე წყალსა გამოსრული, ვნახე შუქთა მოვანება. უკურიდეს და აღარა ქნეს, მუნ ხანისა დაყოვნება:-

160. ქალმან უთხრა ყმაო ღ~თნ, მოგცა ჟამად რაცა გინა. მაგრამ თავი უჩინოდ ქმენ, დამალული იყავ შინა. იმა ყმისა მეუნებლე, ჴორციელი არავინა. ნუთუ ვით რა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა:-

161. ავთანდილ ქვაბსა დამალა, ქალმან მალვითა მალითა. იგი ყმა ცხენსა გარდახდა, ჰშვენოდა კაპარჭ ხრმალითა. ატირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ჭვრეტითა იდუმალითა:-

162. ამარტის ფერად შესცვალა, ბროლი ცრემლისა ბანამან. დიდხან იტირეს ყმამან და, მან ქალმან შაოსანამან. შეხსნა შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყუანა მან. დადუმნეს ცრემლნი მოჰკვეთეს, შავმან გიშრისა დანამან:-

163. ავთანდილ სარკმლით უჭურეტდა, ტყვე საკნით ნააზატები. მან ქალმან ქვეშე დაუგო, ვეფხის ტყავისა ნატები. მას ზედან დაჯდა იგი ყმა, სულთქვამს ჭირ მონამატები. სისხლისა ცრემლსა გაეწნა, შუა გიშრისა სატები:-

164. მან ქალმან ჴელყო კვესითა, გზება ცეცხლისა ნელისა. ეგონა ჭამა ხორცისა, შემწვრისა შეუქნელისა. მიუპყრა ერთი ახლიჩა, ქმნაა საქმისა ძნელისა. ძალი არ ჰქონდა დაუწყო, გამოყრა უცოხნელისა:-

165. ცოტად მიწვა მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი. შეკრთა დიდნი დაიზახნა, წამოიჭრა ვითა რეტი. იზახდის და წამწამ იკრის, გულსა ლოდი თავსა კეტი. ცალკერძ ზის და პირსა იხოკს, ქალი მისი შენამჭურეტი:-

166. რად დაბრუნდი მოახსენა, მითხარ რაცა წაგეკიდა. მან უბრძანა მონადირე, მეფე ვინმე გარდმეკიდა. ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა. იგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩვა მარეკი და:-

167. სევდად მეცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავიალე. არ მივეო ახლოს შეყრად, თავი ჩემი შევიწყალე. მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე. ვსთქვი ნუთუმცა უკუმრიდა, რა გათენდეს წავალ ხვალე:-

168. ქალსა ცრემლნი გარდმოსცვივდეს, ას ნაკეცნი ბევრის ბევრად. მოაჴსენა მჴეცთა თანა, იარები მარტო ტევრად. არას კაცსა არ იახლებ, საუბრად და შემაქცევრად. მას მაგითა ვერას არგებ, დღეთა შენთა ცუდად ლევ რად:-

169. ყოვლი პირი ქუჱყანისა, ერთობ სრულად მოგივლია. ერთი კაცი შემაქცევლად, შენდა ვითა დაგელია. გიახლოს და არ გაშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია. შენ მოკჰკდე და იგი წახდეს, ესე შენთჳს რა მადლია:-

170. უბრძანა დაო ეგეა, მსგავსი შენისა გულისა. მაგრა არ არის ქუჱყანად, წამალი ამა წყლულისა. ვის ძალი აქვს პოვნა კაცისა, თჳთ სოფლად არ მოსრულისა. ჩემი ლხინია სიკუდილი, გაყრა ხორცთა და სულისა:-

171. ღმერთმან სხვამცა ეტლსა ჩემისა, რადმცა კაცი რად დაბადა. სიახლე და საუბარი, თუმცა მისი მე მეწადა. ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა. შენგან კიდე ჴორციელი, დაო მივის არასადა:-

172. ქალმან ჰკადრა არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია. რადგან ღ~თსა ვეზირობა, შენი ჩემზედ მოუგდია. ვერ დავმალავ უკეთესა, რაცა საქმე გამიცდია. არა ვარგა უსაზომო, თავი ზომსსა გარდგიხდია:-

173. ყმამან უთხრა რას მენუკევ, არა ვიცი გამიცხადე. კაცი ჩემად სამსახურად, უღ~თოდ მემცა ვით დავბადე. ღ~თსა ჩემი უბედობა, უნდა მემცა რას ვეცადე. გაღანამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიხადე:-

174. ქალმან კულავ ჰკადრა გაგსაჯე, მეტითა შეგონებითა. მაგრა თუ კაცი მოგგვარო, მოგყვეს თავისა ნებითა. იგი გიახლოს ილხენდე, მისითა შემეცნებითა. ჰფიცე არ მოჰკლა არ იყო, არ სავნებლისა ვნებითა:-

175. მან უბრძანა თუ მიჩვენებ, ვნახავ დიდად გავიხარებ. სიყუარულმან მისმან ვისთჳს, ხელი მინდორს თავსა ვარებ. არას უზამ უგემურსა, არათ ოდეს გავამწარებ. რაცა ჩემგან იამების, ვაამებ და შევიყვარებ:-

176. ქალი ადგა და წავიდა, მის ყმისა მოსაყვანებლად. არ ეწყინაო უამბობს, არს მისად მაგულვანებლად. ჴელი მოჰკიდა მოჰყვანდა, ვით მთვარე მოსავანებლად. იგი რა ნახა ტარიელ, თქვა მზისა დასამგვანებლად:-

177. გამოეგება ტარიელ, მართებს ორთავე მზე დარად. ანუ ცით მთვარე უღრუბლოდ, შუქთა მოფენდეს ქვე ბარად. რომე მათთანა ალვისა, ხეცა ვარგიყოს ხედ არად. ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა, სხვადმცა რისა ვთქვი მე დარად:-

178. მათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დაჰრიდეს. ვარდსა ჴლეჩდეს ბაგეთაგან, კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს. ყელი ყელსა გადააჭუდეს, ერთმანერთსა აუტირდეს . ქარვად შექნეს იაგუნდი, მათნი თუცა ლალად ღირდეს:-