... (A-859), 1841 წ.

79. მიხვდა რასმე ქუჱყანასა, უგემურსა მეტად მქისსა. თუჱ ერთ კაცსა ვერა ნახავს, ვერას შვილსა ადამისსა. იგი ჭირი არ უნახავს, არ რამინს და არცა ვისსა. დღე და ღამე იგონებდა, საყუარელსა მასვე მისსა:-

80. მას მიხვდა წევრი სადგურად, მაღლისა მთისა დიდისა. გამოჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა. მის მთისა ძირსა წყალი სდის, არათ სანდომი ხიდისა. ორგნითვე ტყესა შეეკრა, ნაპირი წყლისა კიდისა:-

81. ზედ წაადგა შეექცევის, დროთა დღეთა ანგარიშობს. თვენი ესხნეს ორნიღაა, ამად სულთქუამს არა იშობს. ვაი თუ საქმე გამიმჟღავნდეს, კულავ ამისთჳს გულ მოშიშობს. ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს:-

82. საგონებელი შეექმნა, დადგა საქმისა მრჩეველად. თქვა თუ დავბრუნდე ეზომი, ხანი რად დავყავ მე ველად. ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად. მისი ვერა ვცნა ჭორნიცა, ვარ ვისთა გზათა მკვლეველად:-

83. თუ არ დავბრუნდე სხუანიცა, დავყუნე საძებრად ხანანი. რომელსა ვეძებ ვერა ვსცნე, ამბავნი მე მისთანანი. დრო გარდაუწყდეს შერმადინს, შერჩეს ღაწვისა ბანანი. მივიდეს ჰკადროს მეფესა, საქმენი დასაგვანანი:-

84. უამბოს ჩემი სიკვდილი, თჳთ ჩემგან დავედრებული. მათ შექნან გლოვა ტირილი, ქნან საქმე გამწარებული. მერმე მივიდე ცოცოხალი, სხვაგან მე სადმე რებული. ამას იგონებს ტირილით, გონება შეიწრებული:-

85. იტყჳს ღ~თო სამართალი, შენნი ჩემთჳს რად ამრუდენ. მე ესზომნი სიარული, კიდე გლახ რად გამიცუდენ. გულით ჩემით სიხარულნი, აფხურენ ჭირნი დააბუდენ. დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი, ვერათოდეს დავიყუდენ:-

86. კულავცა იტყჳს დათმობა სჯობს, და თავსავე ეუბნების. დღეთა მეტად ნუ მოკჰვდები, გული ჩემი ნუ დადნების. უღმთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების. განგებასა ვერვინ შესცვლის, არ საქმნელი არ იქმნების:-

87. თავს უთხრა მოკუე გიჯობს, სიცოცხლეს აუგიანსა. მიხვალ დაგხვდების თინათინ, ანათებს დღესა მზიანსა. კითხოს მის მზისა ამბავი, რა გმართებს ვაგლახიანსა. იგონებს წამწამ მიყვების, ტყის პირსა შამბნარ წყლიანსა:-

88. ყოვლნი არსნი ცათ ქუეშე, ერთობ სრულად მომივლიან. მაგრამ საქმე იმ კაცისა, ვერა სადა შემიგნიან. უღონიოდ მართალ იყუნეს, რომელთაცა ქაჯად თქვიან. აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან:-

89. მთით ჩამოვიდა ავთანდილ, გავლო წყალი და ტყენია. მინდორს აცორვებს ტაიჭსა, შეჟღრენით მონაწყენია. გაცუდებოდეს მკლავნი, და მისი სიამაყენია. ბროლისა ველსა სტურფობდეს, გიშრისა მუნ საყენია:-

90. მობრუნება დააპირა, სულთქნა მერმე ივაგლახა. მას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა გამოსახა. თვესა ერთსა სულიერი, კაცი არსად არ ენახა. მხეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა:-

91. თუმცა მხეცქმნილი ავთანდილ, გულ ამოსკვნით და კუნესითა. ეგრეცა ჭამა მოუნდის, ადამის ტომთა წესითა. ისრითა მოკლის ნადირი, როსტომის მკლავ უგრძესითა. შამბისა პირსა გარდახდა, ცეცხლი დააგზო კვესითა:-

92. ცხენსა მისცა საძოვარი, ვირე მწვადი შეიწოდეს. ექუსნი ვინმე ცხენოსანნი, ნახა მისკენ მოდიოდეს. თქუა თუ გვანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც იცოდეს. აქა კაცი ჴორციელი, კულავ ყოფილა არაოდეს:-

93. ჴელთა ჰქონდა მშვილდი ისარი, მათკენ მივა მხიარული. ორთა კაცთა წვეროსანთა, ყმა მოყვანდა უწვერული. თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული. ტიროდეს და იჭიროდეს, ცოტა ედგა მას გლახ სული:-

94. უყივლა თუ ძმანო ვინ ხართ, მეკობრეთა დაგამსგავსე. მათ მიუგეს დაგვიწყნარდი, გვიშველე რა ცეცხლნი ავსე. მოგვიმატენ ვერა გვარგო, ჭირი ჭირთა მოგვისავსე. სატირელი მოგვიტირენ, ღაწვნი შენცა დაიმხავსე:-

95. ავთანდილ მიდგა ეუბნა, მათ კაცთა გულ მდუღარეთა. მათ უთხრეს მათი ამბავი, ტირილით მოუბარეთა. ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა. დიდი გვაქვს ციხე ქალაქი, ხატაეთს არე მარეთა:-

96. კარგი გუჱსმა სანადირო, ნადირობად წამოვედით. გვყუეს ლაშქარნი უთუალავნი, წყლისა პირსა გარდავხედით. სანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არ წავედით. ვჴოცეთ მხეცი უსაზომო, მინდორით და მთით და ქედით:-

97. ჩვენ სამთა ძმათა ჩვენ თანა, მესროლნი დავაწბილენით. მით ერთმანერთსა სამნივე, ჩვენ კიდე დავეცილენით. მე უკეთ მოვჰკლავ მე გჯობო, სიტყვანი ვავაქილენით. ვერ გავაჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ ვითაკილენით:-

98. დღეს ავყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა. ვთქვით გავაჩინოთ მართალი, ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა. თავსა ვიახლნეთ მარტონი, დავსდგეთ თავის თავითა. თჳთ დანახულსა მოვკულიდეთ, ნუ ვესვრით დამნახავითა:-