... (A-859), 1841 წ.

277. ბაღჩას შევლე არა დამხვდა, კაცი ჩემი მოუბარი. ქალი წინა მომეგება, მხიარული მოცინარი. მითხრა ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი. მოდი ნახე ვარდი შენი, უფრჭკნელი და დაუმჭკნარი:-

278. ამიგდო ქალმან ფარდაგი, მძიმე თავისა ძალითა. სადა დგას კუბო შემკული, ბალახშითა და ლალითა. შიგან სჯდა იგი პირითა, მზისაებრ ელვა მკრთალითა. მე შემომხედნის ლამაზად, მის მელნის ტბისა თვალითა:-

279. დიდხან ვსდეგ და არა მითხრა, სიტყვა მისსა მონასურსა. ოდენ ტკბილად შემომხედის, ვითამცა რა შინაურსა. ასმათ უხმო მოიუბნეს, ქალი მოდგა მითხრა ყურსა. აწ წადიო ვერას გითხრობს, მე კულავ მიმცა ალმან მურსა:-

280. ასმათ გამომყვა წამოველ, ფარდაგი გამოვიარე. ვსთქვი საწუთროო ვის წეღან, გული დარმანთა მიარე. მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე. გულმან გაყრისა სიძნელე, კულავ უფრო დაიტიარე:-

281. ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარე შიგან ბაღი. მითხრა ეგრე წასვლისათჳს, ნუ გაჩნია გულსა დაღი. სიმძიმილთა ერდო დახაშ, სიხარულის კარი აღი. სირცხვილი აქუს საუბრისა, მერმე თავსა კრძალავს ლაღი:-

282. მე უთხარ დაო შენგან ვეჭვ, ამა გულისა წამალსა. ზენარი სულთა ნუ გამყრი, ამბვითა მშრეტდი ამ ალსა. ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვეტ, შენ ზედა ზედა მავალსა. თუ რას სცნობ ჩემთჳს არ ვეჭვ, მე შენგან არ დანამალსა:-

283. შევჯე წამოველ მსდიოდა, ნაკადი ცრემლთა მილისა. საწოლს შემოვე ხელ ქმნილსა, ღონე არ მქონდა ძილისა. ბროლი და ლალი შევიქენ, მე ულურჯესი ლილისა. ღამე მერჩია მეწადა, არ გათენება დილისა:-

284. ხატავეთს მყოფნი მოვიდეს, მათგან მოსულისა დრონია. სიტყუანი შემოეთვალნეს, ლაღნი და უკადრონია. არცა რამ ჩვენ ვართ ჯაბანნი, არ ციხე უმაგრონია. ვინ არის თქვენი ჴელმწიფე, ჩვენ ზედა რა პატრონია:-

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელის წინაშე მოწერილი პასუხად.

285. მოეწერა რამაზ მეფე, წიგნს გიწერ ტარიელსა. გამიკვირდა რა ეწერა, წიგნსა შენგან მონაწერსა. რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ჰპატრონობ ბევრსა ერსა. ამის მეტსა ნუღა ვნახავ, კულავღა წიგნსა შენ მიერსა:-

286. უბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია. იგი ვარსკულავთა ურიცხვი, მოკრბეს ინდოთა სპანია. შორით და ახლოთ ყველანი, მართ ჩემკენ მონასხრპანია. ერთობ ლაშქრითა აივსო, მინდორი კლდე კაპანია:-

287. ფიცხლა მოვიდეს არ ექმნა, მათ შინა ხანდაზმულობა. აღლუმი ვნახე მეკეთა, ლაშქართა მოკაზმულობა. სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა. ტაიჭთა მათთა სიკეთე, აბჯართა ხვარაზმულობა:-

288. ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ შავითა. დილასა ვბრძანე გამართვა, ლაშქრითა უთვალავითა. თავსა ვტიროდი ვიტყოდი, ბედითა მეტად ავითა. მზე თუ არ ვნახო არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა:-

289. შინა მიველ დაღრეჯილსა, გულსა სევდა მიიეფდა. თვალთა ვითა საგუბარი, ცხელი ცრემლი გარდმომჩქებდა. ბედი ჩემი უბედური, ვთქვი ჯერთაცა ვერ გამეფდა. ჴელმან ვარდი რად იხელთა, რადგან ასრე ვერ მოკრეფდა:-

290. მონა შემოდგა მივეცი, საქმესა გაკვირვებულსა. ასმათის წიგნი მამართვა, მე მეტად შეჭირვებულსა. ეწერა გიხმობს შენი მზე, შენ მისთჳს მოსურვებუსა. მოდი სჯობს მადა ტირილსა, საქმესა ბედით ვებულსა:-

291. ვითა მმართებდა ეგზომი, რამცა ვით გავიხარეო. შეღამდა წაველ ბაღისა, მე კარი შევიარეო. სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო. სიცილით მითხრა წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო:-

292. შემავლო სახლი ნაგები, კეკლუცად ბანის ბანითა. გამოჩნდა მთვარე ნათლითა, გარე შუქ მონავანითა. ფარდაგსა შიგან მჯდომარე, შესამოსლითა მწვანითა. საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირად და ტანითა:-

293. შეველ წავსდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად. გულსა ბნელი განმინათლდა, ზედა ლხინი ადგა სვეტად. მას ბალახში შემოეგდო, მზისა შუქსა სჯობდა მეტად. ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედის წამსა ჭვრეტად:-

294. უბრძანა თუ მოახსენე, ასმათ დაჯდეს ამილბარსა. მან ბალიში დამართებით, დასდვა მას ზედ საქებარი. დავჯე მივსცენ გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა. მიკვირს სულნი რადღა მიდგან, გულსა ვიტყვი მისგან ნაუბარსა:-

295. მიბრძანა ძოღან გეწყინა, გაშვება უუბარისა. მზემან გაყრითა დაგაჭკნე, ვითა ყვავილი ბარისა. დაგსჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა. მაგრამ ჰხამს ჩემგან სირცხვილი, და რიდი ამილბარისა:-