... (A-859), 1841 წ.

1. [………………………………………………………….] […………………………………………………………..] კაცად ხორცისა და ვითა ითქმის თვალთაგან ფარული. უთუოდ ღმერთდა მოვსძულდი აქამდის მე მხიარული:-

2. ტკბილნი მისნი წყალობანი, ბოლოდ ასრე გამემწარნეს. დამავიწყდა რაცა დღენი, მხიარულსა წამეარნეს. ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს. სადამდისცა დღენი მესხნეს, ვეღარამან გამახარნეს:-

3. ქალმან უთხრა მოგახსენებ, მე სიტყვასა დანაყბედსა. ჱე მეფეო რად ემდურვი, ანუ ღ~თსა ანუ ბედსა. რად დასწამებ სიმწარესა, ყოველთათჳს ტკბილად მხედსა. ბოროტიმცა რად შეექმნა, კეთილისა შემოქმედსა:-

4. თუ ცუდი რამე გინახავს მაცდური ანუ ქაჯია. ამისთჳს მეფე რად სჭმუნავ, რად თავი გაგიგლეჯია. სიტკბოსა ნაცვლად ღ~თისაგან, სიმწარე რად გიაჯია. მასვე ევედრე მოასხი, ყოვლნი მუყრნი და ჯანია:-

5. მე ამას ვარჩევ მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი. შორს არის თქვენი სამზღვარი, ბრძანება მიუთხრობელი. გაგზავნეთ კაცი ყოველგან, მისთა ამბავთა მცნობელი. ადრე სცნობთ არის იგი ყმა, შობილი თუ უშობელი:-

6. თუ ყოფილა იგი მოყმე, ხორციელ ხმელთა მვლელად. მას ნახვიდა სხვაცა ვინმე, გამოჩნდების მასწავლელად. თუ არ ეშმა გჩვენებია, ლხინთა შენთა შემცვლელ მშლელად. სევდისაგან მოიცალეთ, რად შექმნილხართ მოუცლელად:-

7. როსტან სიტყვა ასულისა, მოეწონა ეკეთაცა. პირი ხელით დაუჭირა, გარდაჰკოცნა კულავ და კულავცა. უბრძანა თუ დაგმორჩილდე, რაცა მითხარ აგრე ვქნაცა. იგივეა მხსნელი ჩემი, ვინცა მიწა გამაკაცა:-

8. მოასხნეს კაცნი გაგზავნეს, ოთხთავე ცისა კიდეთა. უბრძანეს წადით პატიჟთა, თავიმცა რად დარიდეთა. მონახეთ სძებნეთ იგი ყმა, სხვად ნურად მოიცლიდეთა. მისწერეთ წიგნი სადაცა, ვერ მისწვდეთ ვერ მიხვიდეთა:-

9. კაცნი წავიდნენ იარეს, მათ ერთი წელიწადია. მონახეს სძებნეს იგი ყმა, იკითხეს კვლა და კვლა დია. ვერცა თუ ნახეს ნახული, ღ~თისაგან დანაბადია. ცუდად მაშვრალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია:-

10. მონათა ჰკადრეს მეფეო, ჩვენ ხმელნი მოვიარენით. მაგრა ვერ ვჰპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით. მისა მნახავსა სულდგმულსა, კაცსა ვერ შევეყარენით. ჩვენ ვერა გარგეთ საქმენი, სხვანი რამ მოიგვარენით:-

11. მეფე ბრძანებს მართალია, ასული და ჩემი ძეო. ვნახე ვინმე ეშმაკისა, სიცუდე და სიბილწეო. ჩემად მტერად წამოსრული, გარდმოჭრილი ზეცით ზეო. გამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლე მეო:-

12. ესე თქვა და სიხარულით, თამაშობა ადიადა. მგოსანი და მუშაითი, უხმეს პოვეს რაცა სადა. დია გასცა საბოძვარი, ყველა დარბაზს შემოხადა. მისი მსგავსი სიუხვითა, ღმერთმან სხვამცა რა დაბადა:-

13. ავთანდილ მარტო საწოლს სჯდა, ეცვა ოდენ მართ პერანგი. იხარებდა და იმღერდა, წინა ედგა ერთი ჩანგი. შემოვიდა მას წინაშე, თინათინის მონა ზანგი. მოახსენა გიბრძანებსო, ტანი ალვა პირი მანგი:-

14. ავთანდილს მიხვდა მოსმენა, საქმისა სანატრელისა. ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა. უხარის ნახვა ვარდისა, არ ერდგან შეუყრელისა. ამოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა:-

15. ავთანდილ ლაღი უკადრი, მივა არვისგან რცხვენოდა. მას ნახავს ვისთა თვალთაგან, ცრემლი მრავალ ჯერ სდენოდა. იგი უებრო ქუშად სჯდა, ელვისა მსგავსად შვენოდა. მთვარესა მისთა შუქთაგან, უკუნი გარდაფენოდა:-

16. გაცრცვლისა ტანსა ემოსნეს, ყარყუმნი უსაპირონი. ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი. შვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი. მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს, გრძლად თმანი არ უხშირონი:-

17. დაღრეჯით იყო მჯდომარე, ძოწეულითა რიდითა. ავთანდილს უთხრა დაჯდომა, წყნარად ცნობითა მშვიდითა. მონამან სელნი დაუდგნა, დაჯდა კრძალვითა რიდითა. პირის პირ პირსა უჭურეტდა, სავსე ლხინითა დიდითა:-

18. ქალმა უბრძანა ზარი მლევს, მე ამისისა თხრობისა. მწადდა არა თქმა რ~ლისა, ღონე არა მაქვს თმობისა. მაგრა იცია მიზეზი, შენისა აქა ხმობისა. რად ვზი ქუშად და დაღრეჯით, ასრე მიხდილი ცნობისა:-

19. ყმამან ჰკადრა საზაროსა, ჩემგან თქმაღა ვით იქმნების. მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის დაცაჭკნების. აზრად არად აღარა მცალს, თავი ჩემი მეგონების. თქვენ ვე ბრძანეთ რაცა გიმძიმს, ანუ რაცა გეკვირვების:-

20. ქალმან უთხრა საუბარი, კეკლუც სიტყვად არ დუხჭირად. იტყჳს თუცა აქანამდის, ჩემგან შორს ხარ დანამჭირად. გიკვირს მოგხვდა წამის ყოფად, საქმე შენგან დასაჭვი რად. მაგრა გითხრა პირველ ხვალმე, სენი მე მჭირს რაცა ჭირად:-