... (A-859), 1841 წ.

139. ყმამან თქვია თუ არ ეგების, აწ ამისი ასრე თქმევა. სხვასა რასმე მოვიგონებ, სჯობს საქმისა გამორჩევა. გაუშვა და ცალკე დაჯდა, ტირს დაუწყო ცრემლთა ფრქვევა. ქალსა უთხრა გაგარისხე, აწ არ ვიცი ვით დავრჩე ვა:-

140. ქალი დაუჯდა კუშტ გვარად, ქუშობს ჯერთ არ დამტკბარია. ავთანდილ ქვე ზის ტირილად, აღარას მოუბარია. ვარდისა ბაღსა მოგუბდა, ცრემლისა საგუბარია. კულავ იქით ქალი ატირდა, მისთჳს გულ ნალმობარია:-

141. ყმა მტირალი შეებრალა, ამად ცხელნი ცრემლნი ღვარნა. მაგრამ უჯდა უცხოს უცხო, არ ბაგენი აუბარნა. ყმამან ჰსცნა თუ გონებანი, ჩქარნი ჩემთჳს დააწყნარნა. ცრემლ დენილი შეეხვეწა, ადგა მუხლნი მიუყარნა:-

142. უთხრა ვიცი აღარ ვარგხარ, შენ აწ ჩემად დასანდობლად. გაგარისხე დაგრჩომივარ, ღარიბად და ამად ობლად. აწ ეგრეცა თავი ჩემი, დამიც შენთჳს დასანდობლად. ამად რომე შეცოდება, შვიდ გზის თქმულა შესანდობლად:-

143. თავი ჩემი სამსახურად, თუმცა ავად მოგაწონე. მიჯნურისა შებრალება, ჰხამს ესეცა გაიგონე. სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე. სულთა მოგცემ გულისათჳს, სხვა მეტიმცა რა გამონე:-

144. რა ქალსა მიხვდა ყმისაგან, მიჯნურობისა სმინება. გულამოხნეჩით დაიწყო, ასკეცად ცრემლთა დინება. კულავ გაამაღლა ზახილით, ტირილი არ გაცინება. ავთანდილს ღთ~ნ წადილი, მისცა გულისა ლხინება:-

145. იტყჳს თუ ამა სიტყვითა, მას ფერი შეეცვალების. ვისთჳსმე ხელი უცილოდ , მას ცრემლი ემალმალების. კულავ უთხრა დაო მიჯნური, მიჯნურთა შეებრალების. ესეცა იცი სიკვდილსა, თჳთ ეძებს არ ეკრძალების:-

146. ვარ მიჯნური ხელი ვინმე, გაუძლედლად სულთა დგმისად. ჩემმან მზემან გამომგზავნა, საძებარად ამა ყმისად. ღრუბელიცა ვერ მიხვდების, მე მივსრულვარ სადა ვლისად. გული შენი მიპოვნია, მისი შენდა შენი მისად:-

147. მისი სახე გულსა ჩემსა, ხატად ასრე გამოვხატე. მისთჳს ხელმან გამოჭრილმან, ლხინი ჩემი ვაალქატე. ორისაგან ერთი მიყავ, ტყვე მყავ ანუ მააზატე. ან მაცოცხლე ანუ მომკალ, ჭირი ჭირსა მამიმატე:-

148. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა, პირველისა უამესი. ეგე სიტყვა მოიგონე, დია რამე უკეთესი. წეღან საქმე მტერობისა, გულსა ჩემსა შთამოსთესი. აწ მოყვარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი:-

149. მაშა რადგან მიჯნურობა, შენად ღონედ მოიგონე. არ ეგების ამას იქით, თუმცა თავი არ გამონე. არ შენ მოგცე თავი ჩემი, დაგაბნიე დაგაღონე. შენთჳს მოვჰკვდე ამისებრივ, მემცა საქმე რა ვიღონე:-

150. აწ რაცა გითხრა თუ ამა, საქმესა დამმორჩილდები. რასაცა ეძებ მიხვდები, უცილოდ არ ასცილდები. არ მამისმენ ვერ ჰპოებ, რაზომმცა ცრემლსა მილდები. მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები გაცასწბილდები:-

151. ყმამან უთხრა ეგე საქმე, ამას ჰგავსო არა სხვასა. ორნი კაცნი მოდიოდეს, სადაურნი სადმე გზასა. უკანამან წინა ნახა, ჩავარდნილი შიგან ჭასა. ზედ მიადგა ჩაჰყიოდა, ტირს იზახის ვაგლახ ვასა:-

152. ეგრე უთხრა ამხანაგო იყავ მანდა მამიცადე. წავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო თუმცა ამოგზიდე. მას ქუჱშეთსა გაეცინა, ცხელნი გაუკვირდა მეტად კიდე. შემოჰყივლა არ გელოდე, სად გაგექცე სად წავიდე:-

153. აწ დაო შენთა ჴელითაა, ჩემი საბელი ყელისა. სხვად უღონოა უშენოდ, ჩემგან აღპყრობა ხელისა. რასაცა მიზამ შენ იცი, შენ ხარ წამალი ხელისა. ვარ ვისმცა ექმნა გორლითა, შეკვრა თავისა მრთელისა:-

154. ქალმან უთხრა მამეწონა, ყმაო შენი ნაუბარი. ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე ბრძენთა საქებარი. ხარ ვინათგან აქანამდის, მაგა ჭირთა დამთმობარი. რაცა გითხრა მამისმინე, გიპოვნია საძებარი:-

155. იმა მოყმისა ამბავი, არსად არა იპოვების. თჳთ თუ არ გითხრობს არ ითქმის, არ ვისგან დაიჯერების. მოილოდინე მოვიდეს, რაზომცა დაეყოვნების. დადუმდი ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნდების:-

156. გითხრა თუ ცოდნა გწადიან, ჩვენისა შენ სახელისა. ტარიელ არის სახელი, იმა მოყმისა ხელისა. მე ასმათ მქვიან რ~ლსა, წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა. სულთქმა სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა:-

157. ამის მეტსა ვერას გითხრობ, მე სიტყვასა ამისთანსა. ისი მინდორს არონინებს, ტანსა მჭევრსა მე მაჯანსა. ვჭამ გლახ მარტო ნადირისას, მისგან ხორცსა მონატანსა. აწვე მოვა არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა:-

158. ამას გვედრებ მოიცადო, თავი სხვაგან არსად არო. რა მოვიდეს შევეხვეწო, ნუთუ ვით რა მოვაგვარო. ერთმანერთსა შეგამცნიო, თავი შენი შევაყვარო. თჳთ გიამბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო:-