... (A-859), 1841 წ.

237. ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარეთ ვსდეგ მოფარდაგულსა. ქალსა შევხვედე ლახვარი, მეცა ცნობასა და გულსა. მოვიდა მივცნე დურაჯნი, მთხოვა ცეცხლითა დაგულსა. ვამე მას აქეთ სახმილსა, დავუწვავ ნიადაგულსა:-

238. აწ წახდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი. მისი ვერ გასძლო ხსენება, დაბნდა და სულთქნა მწარენი. ყმა და ასმათი სტიროდეს, ჴმას სცემდეს იგი არენი. ჭმუნვით თქვეს მკლავნი ცუდ ქმნილნი, ვაი გმირთ მემუქარენი:-

239. ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია. დიდხან ვერა თქვა სევდამან, გული შეუპყრა დარია. დაჯდა და მწარედ სულთ ითქვნა, ცრემლი მიწათა გარია. თქვა ჩემგან მისი ხსენება, ვაიმე რა დიდი ზარია:-

240. მიმდომი საწუთროსანი, მისთა ნივთთაგან რჩებიან. იშვებენ მაგრა უმუხთლოდ, ბოლოდ ვერ მოურჩებიან. ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან. ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შეღამრჩებიან:-

241. დურაჯნი მთხოვეს გავიღე, სხვა ვერა გზაღა თავისა. დავეცი დავბნდი წამიხდა, ძალი მხართა და მკლავისა. რა სულად მოველ შემესმა, ჴმა ტირილისა და ვისა. აგრე მამრტყმოდეს ჯალაბნი, ვითა ჩამსხდომნი ნავისა:-

242. შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა, ტურფითა საგებელითა. ზედ დამტიროდეს მეფენი, ცრემლითა უშრობელითა. პირსა იხოკდეს ჴელითა, ღაწვისა გამპობელითა. მუყრნი მოასხეს სენითა, მთქვეს გამაბელზებელითა:-

243. მე რა მნახა თვალ აღხმული, მეფე ყელსა მამეხვია. ცრემლით მითხრა შვილო შვილო, ცოცხალღა ხარ სიტყვა თქვია. მე პასუხი ვერა გავე, ვითა შმაგი შევკრთი დია. კულავ დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია:-

244. სრულნი მუყრნი და მულიმნი, მე გარე შამომცვიდიან. მათ ჴელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან. მტერ დაცემული ვეგონე, არ ვიცი რას ჩმახვიდია. სამ დღემდის ვიყავ უსულო, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან:-

245. აქიმნიცა იკვირვებდეს, ესე სენი რაგვარია. სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოყრია. ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცდარი წამერია. დედოფალი ზღვასა შეიქს, მას რომ ცრემლი დაუღვრია:-

246. სამსა დღესა დარბაზს ვიყავ, არ ცოცხალი არცა მკვდარი. მერმე ცნობა მამივიდა, მივხუდი რასმე მიუმხვდარი. ვთქვი თუ ჰაი რაშიგან ვარ, მე სიცოცხლე გარდამხდარი. თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვკადრე სიტყვა სამუდარი:-

247. ვარქვი თუ ღ~თ ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე. მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითა აღმადგინე. აქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე. მანვე ჰქმნა და მორე[.......]წყლული გავიკურნე:-

248. მე წამოვედ [...........................................................] ახარებ[.......................................................................] მე[................................................................................] [....................................................................................]

249. [.............................................................................................] [...............................................................................................] [...............................................................................................] ვთქვი თუ მოვკუდე, ბედი ჩემი ამის მეტსა არას ღირსა:-

250. ზაფრანის ფერად შესცვალა, ბროლი ცრემლისა დანამან. გული უფრორე დამიჭრა, ათიათასმან დანამან. საწოლს მეკარე შემოდგა, მოლარე გაიყუანა მან. ვთქვი თუ რა იცის ამბავი, ნეტარ ან იმან ან ამან:-

251. მონააო ასმათისი, რა იცისო ვარქვი ვჰკითხე. შემოვიდა სააშიყო, წიგნი მომცა წავიკითხე. გამიკვირდა სხვად ვითამცა ვქენ, გულისა მწველთა სითხე. მისგან ეჭვი არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე:-

252. მე გამიკვირდა სით უყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა. მიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა. ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს, მერმე დამიწყებს გმობასა. დავსწერე რაცა პასუხად, მართებდა აშიკობასა:-

253. დღენი გამოხდეს [...............................................] [...............................................................................] [..............................................................................] [...............................................................................]

254. მონამან წიგნი მამართვა, მე წავიკითხე ნებასა. წიგნსა შევატყევ ლამობდა, მოსვლისა მოსწრაფებასა. პასუხად ვსწერდი ჟამია, მართალ ხარ გაკვირვებასა. მოხვალ თუ მიხმობ მე ნუ მეჭვ, მოსლვისა დაზარებასა:-

255. გულსა ვარქვი თუ ლახვარნი, ეგე ვით დაგაღონებენ. ამილბარი ვარ ჴელმწიფე, სრულად ჰინდონი მმონებენ. აზრად შეიქმენ საქმესა, ათასჯერ შეაწონებენ. თუ შეიგებენ მე მათთა, არეთა არ მარონებენ:-

256. კაცი მოვიდა მეფისა, სწადსო ამბვისა სმინება. მოყვანა უთხარ ებრძანა, ქნაცა სისხლისა დინება. მე ვჰკადრე ხელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება. წინაშე მოვალ ამისთჳს, კულავ უფრო მართებს ლხინება:-