... (A-859), 1841 წ.

119. იგი ტევრი გაეხშირა, დანაგლეჯსა მათსა თმასა. ერთმანერთსა ეხვეოდეს, ყმა ქალსა და ქალი ყმასა. იზახდიან მოსთქმიდიან, მოსცემდიან კლდენი ჴმასა. ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, მათსა ეგრე ქცევა ქნასა:-

120. სული დაიღეს მან ქალმან, დასთმო გულისა წყლულობა. ქვაბს შეიყვანა ტაიჭი, მოჰხადა აღკაზმულობა. მას ყმასა შეხსნა შეიღო, აბჯრისა წელ მორტყმულობა. შინა შევიდეს მას დღესა, გარდახდა გამოშლილობა:-

121. ავთანდილს უკვირს ამბავი, ისი თუ ვსცნაო მე რითა. გათენდა ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა. შავსა აუდვა ლაგამი, სწმენდდა რიდისა წვერითა. შეკაზმა მოაქვს აბჯარი, წყნარად არ რამე ჩხერითა:-

122. მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არ ასე ჯდა. ქალი ტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა. ერთმანერთსა მოეხვივნეს, აკოცა და ცხენსა შეჯდა. ასმათ აგრე დაღრეჯილი, კულავ უფრორე დაიღრიჯდა:-

123. ავთანდილ ახლოს კულავ ნახა, სახე მისივე კაცისა. ულვაშ აშლილი წვერ გამო, ნუთუ მზეაო ვთქვა ცისა. ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა. ასრე უჩნს მოკლვა ლომისა, მართ ვითა ლომსა ვაცისა:-

124. მასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა. შამბი გავლო გაეშორა, თავი მინდორს გააგარა. ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, მალვით ხესა მოეფარა. თქვა თუ ღთ~ნ ესე საქმე, მეტად კარგად მამიგვარა:-

125. აწ ამას ჩემთჳს ღ~თისაგან, სხვა საქმე რა ვამჯობინო. ქალი შევიპყრა მის ყმისა, ამბავი ვაამბობინო. ჩემიცა უთხრა ყველაი, მართალი გავაბჭობინო. მას ყმასა ჴმალი არა ვჰკრა, არც მისი დავისობინო:-

126. ჩამოვიდა ცხენი ახსნა, მისგან ხესა შემობმული. ზედა შესჯდა გაემართა, ქვაბი იყო კარ გახმული. მუნით ქალი გამოიჭრა, გულ მდუღარე ცრემლ დასხმული. ეგონა თუ დაბრუნდაო, პირი ვარდი ბროლ ბაკმული:-

127. ვერ იცნა სახე არ გვანდა, მისი მის ყმისა სახესა. ფიცხლა გაიქცა მიმართა, ზახილით კლდესა და ხესა. ყმა გარდაიჭრა დააბა, ვითა კაკაბი მახესა. ჴმას სცემდეს კლდენი ქალისა, ზახილსა მუნ ერთ სახესა:-

128. მას ყმასა თავი არ მისცა, ჭურეტადცა ებილწებოდა. ვითა კაკაბი არწივსა, ქვეშე მი და მო ჰკრთებოდა. ტარიელს ვისმე უხმობდა, მწედ თუცა არ ემწებოდა. ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა:-

129. ეტყოდა სულე რამც გიყავ, კაცი ვარ ადამიანი. უფერო ქმნილნი მინახვს, ვარდნი და ისი იანი. მისი რამ მითხარ ვინ არის, ტან სარო პირ ბაკმიანი. სხვად არას გიზამ ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ჴმიანი:-

130. ქალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბრჭობასა. თუ არ შმაგი ხარ დამეხსენ, შმაგი ხარ მოდი ცნობასა. აწ მეტად ძნელსა საქმესა, მნუკავ ადჳლად თხრობასა. ცუდად ნუ სცდები ნუ ელი, მაგა ამბვისა მბობასა:-

131. კულავ ეტყჳს ყმაო რა გინდა, ანუ მენუკვი მე რასა. მაგა საქმისა ვერა იქმს, ვერცა კალამი წერასა. შენ ერთხელ მეტყვი მითხარო, მე ასჯერ გეტყვი ვერასა. ვითა სიცილი ტირილსა, ვაგლახი მიჯობს მღერასა:-

132. ქალო არ იცი სით მოვალ, რა ჭირნი მამითმენიან. ოდითგან ვეძებ ამბავთა, ესე არვისგან მსმენიან. შენ მიპოვნიხარ სიტყვანი, ჩემნი რაზომცა გწყენიან. ვერ დაგეხსნები მიამბე, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან:-

133. ქალმან უთხრა რას შეგესწარ, მე ვინ ვარ და ანუ შენო. მზე არ მახლავს შეგეტყვების, თრთჳლო ასრე მით მაწყენო. გრძელი სიტყვა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო. ვერასათჳს ვერ გიამბობ, რაცა გინდა იგი ქენო:-

134. კულავცა ჰკითხა ზენარობით, მიუყარნა მუხლნი წინა. მაგრამ ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა. პირსა ზედან გაგულისდა, თვალთა სისხლი მოედინა. ადგა თმითა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა:-

135. ეგრე უთხრა მე ეზომი, ჯავრი ვითა შეგარჩინო. როგორა თუ ამატირო, ცრემლი ცუდად დამადინო. გიჯობს მითხრა ამის მეტი, მართ აღარა არ გაწყინო. თვარა ღ~თნ მტერი ჩემი, მოკლას ვითა მოგაკვდინო:-

136. ქალმან უთხრა ეგე ღონე, მოიგონე მატად ავი. თუ არ მამკლავ არ მოვკვდები, მრთელი ვარ და მოუკლავი. რად რა გითხრა სადამდისცა, ვიყო ჭირთა უნახავი. კულავ თუ მამკლავ სასაუბროდ, აღარ მებას ზედან თავი:-

137. კულავ ეტყჳს ყმაო რად მპოვე, ვინ მეუბნები მე ვინო. ეგე ამბავი ცოცხალსა, ენითა ვერ მათქმევინო. მე თავი ჩემი ნებითა, ჩემითა მოგაკლევინო. ვითა უსტარი ბედითი, ადვილად დაგახევინო:-

138. ჩემი სიკუდილი შენ ჩემად, პატიჯად ნურად გგონია. მით რომე დამხსნი ტირილსა, შემშრების ცრემლთა ფონია. ჩალად მჩანს ყოვლი სოფელი, მისთჳსვე შემიწონია. ვერ გიცნობ ვინ ხარ ვის გითხრა, სიტყვანი მისანდონია:-