... (A-859), 1841 წ.

აქა წიგნი ავთანდილისა ყმათა თანა

61. დაწერა თუ ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო. ერთგულნო და მისანდონო, ამას ზედა გამოცდილნო. თქვენ ჩემისა საწადლისა, მიდგომილნო ვითა ჩრდილნო. წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო ერთგან შემოყრილნო:-

62. მიწამცა თქვენი ავთანდილ, ისმინეთ გიწერ მე რასა. თჳთ ვიქმ ხელითა ჩემითა, ამა წიგნისა წერასა. ცოტასა ხანსა ვარჩივენ, გაჭრა სმასა და მღერასა. პურად და საჭმლად მივენდევ, ჩემსა მშვილდსა და ცერასა:-

63. საქმე რამე მიცს თავისა, ზესადმე გარდსახვეწელი. დავჰყო მარტო და ღარიბად, ესე წლეული მე წელი. გემუდარები ამისთჳს მისმინოთ, ვარ თქვენი შემომხვწელი. მე დამახვედროთ სამეფო, მტერთაგან დაულეწელი:-

64. მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს. სიკუდილსა და სიცოცხლესა, სადამდისცა ჩემსა სცნობდეს. ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდს ზურიდეს არ აჭკნობდეს. შემცოდესა ყველაკასა, ვითა ცვილსა დაადნობდეს:-

65. თქვენცა იცით გამიზრდია, ვითა ძმა და ვითა შვილი. ამას ასრე მორჩილობდით, არის ვითამც ავთანდილი. ბუკსა იკრას აქნევინეთ, ყოვლი საქმე ჩემგან ქნილი. მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებს არ სიცილი:-

66. ესე წიგნი დაასრულა, წყლიანმან და სიტყვა ნაზმა. წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ მოეკაზმა. ბრძანა მინდორს შევჯდებიო, ლაშქარიცა დაერაზმა. მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაზმა:-

67. ბრძანა წადით ყველაკაი, აქა მომხრედ არვინ მინა. მონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა. მარტო გარე შემობრუნდა, შამბი შიგან გაირბინა. მიწყივ მისად საგონებლად, მისი მკულელი თინათინა:-

68. იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა. ვინცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა გაეკიდა. ვის მახვილი ვერას ავნებს, მისი მკლავი გაეკიდა. მისგან ტვირთი კაეშნისა, ტვირთად ვარგად აეკიდა:-

69. რა ლაშქართა ინადირეს, და პატრონი მოითვალეს. იგი პირ მზე ვეღარ ჰპოვეს, პირი მათი იფერმკრთალეს. მათსა დიდსა სიხარულსა, სამძიმარი ანაცვალეს. ყოვლგან რბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს:-

70. ღ~თი ლომო შენად ნაცულად, სხვასა ვისმცა დანერგვიდეს. დარბოდეს და სხუაგნით სხუათა, მოამბეთა მოასხმიდეს. ვეღარა ჰსცნეს მისი საქმე, გაიარა აქათ კიდეს. მისნი სპანი გულნნმოკლულნი, ცრემლსა ცხელსა გარდმოყრიდეს:-

71. შერმადინ ერთგან შეჰყარნა, ხასი და დიდებულები. უჩვენა იგი უსტარი, ანბავი მისი თქმულები. რა მოისმინეს ყველაი, დარჩა გულ დანაწყლულები. თავსა იცემდეს არ იყო, გული უცრემლო ულები:-

72. ყოვლთა ჰკადრეს თუცა ყოფა, ჩვენ უმისოდ გვიარმისცა. უშენოსა საჯდომი და, ტახტი მისი ვისმცა მისცა. გაღანამცა გმორჩილობდეთ, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა. იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანის სცა:-

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასულა.

73. ამ საქმესა მემოწმების, დიონოსი ბრძენი ეზროს. საბრალოა ოდის ვარდი, დაეთრთვილოს დაცაეზროს. ვის ბალახში არა გუანდეს, და ლერწამი ტანად ეზროს. იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს:-

74. ავთანდილ იგი მინდორი, ოთხახმით გარდაიარა. დააგდო მზღუარი არაბთა, სხუათა მზღვართა არე იარა. მაგრა მის მზისა გაყრამან, სიცოცხლე გაუზიარა. თქუა თუ მე მასმცა ვიახელ, აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა:-

75. ახალმან ფიფქმან დასთოვა, ვარდი დათრთვილა დანასა. მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიმართის დანასა. სთქვის ჭირი ჩემი სოფელმან, ოთხმოცდაათი ანასა. მოვშორდი ლხინსა ყველასა, ჩანგსა ბარბითსა დანასა:-

76. ვარდი მის მზისა გაყრილი, უფრო და უფრო ჭკნებოდა. გულსა უთხრის თუ დასთმეო, ამად არ დია ბნდებოდა. უცხო უცხოთა ადგილთა, საძებრად იარებოდა. მგზავრთა ჰკითხევდის ამბავთა, მათთანა ემოყვრებოდა:-

77. მუნ ეძებს ცრემლი მტირალსა, ზდის ზღუათა შესართავისად. უჩნდის ქუჱყანა ტახტად და, მკლავი სადებლად თავისად. თქვის საყვარელო მოგშორდი, გული შენ დაგრჩა ვთქუა ვისა. შენთჳს სიკვდილი მეყოფის, ლხინად ჩემისა თავისად:-

78. ყოვლი პირი ქუჱყანისა, მოვლო სრულად მოიარა. ასრე რომე ცასა ქუჱშე, არ დაურჩა არ იარა. მაგრა იგი მის ამბვისა, მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა. ამა შიგან წელიწადი, სამი სამ თვედ მიიყარა:-