... (A-859), 1841 წ.

179. მობრუნდა ყმამან ავთანდილს, ჴელი შეუპყრა ჴელითა. ერთგან დასხდეს და იტირეს, დიდხან ცრემლითა ცხელითა. ასმათი სულსა უღებდა, სიტყვითა საკვირველითა. თავთა ნუ დახოცთ ნუ ბნელ იქთ, მზესა თქვენისა ბნელითა:-

180. ტარიელის ვარდი იყო, დათრთვილული არ დაზრული. ყმასა უთხრა მესწრაფების, მითხარ შენი დაფარული. ვინ ხარ ანუ სით მოსულხარ, სადაური სით მოსრული. მე სიკუდილსა აღარ ვახსოვ, ვარ მისგანცა გაწირული:-

181. ავთანდილ გასცა პასუხი, სიტყვები ლამაზებია. ლომო და გმირო ტარიელ, ვის თავი გინაზებია. მე ვარ არაბი არაბეთს, არს ჩემი დარბაზებია. მიჯნურობითა დამწვარვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია:-

182. მე პატრონისა ჩემისა, ასული შემყვარებია. თჳთ მეფედ მათად მას ჰხედვენ, მონები მკლავ მაგრებია. თუმცა არ მიცნობ გინახავ, თავი ვით გიაზრებია. გაჴსოვსო ოდეს დაჰხოცე, მონები მკლავ მაგრებია:-

183. შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი, ჩვენ ზედა გარდგეკიდენით. პატრონი ჩემი გაგიწყრა, ჩვენ ხაფად წაგეკიდენით. გიხმეთ არ მოხველ ლაშქარნი, უკანა გამოგკიდენით. შენ ველნი წითლად შეღებენ, სრულად სისხლისა კი დენით:-

184. ყველაკასა მათრახითა, თავი უხრმლოდ გარდაკვეთეთ. მეფე შეჯდა დაგვეკარგე, კვალი შენი ვერ მოვჰკვეთე. ვითა ქაჯი დაიმალე, მონებიცა დავაფეთეთ. ამან უფრო დაგვაშმაგა, თავი სრულად გავაშეთეთ:-

185. ჭმუნვა შეექმნა თქვენც იცით, ჴელმწიფე ნებიერია. მოგნახეს გძებნეს ყოველგან, მათ რუკა დაუწერია. ვერ ნახეს შენი მნახველი, ვერცა ყმა ვერცა ბერია. აწ გამომგზავნა რომელსა, ვერ მზე გავს ვერ ეთერია:-

186. მიბრძანა მიცან ამბავი, მის მზისა წახდომილისა. მაშინ ვარ მქმნელი საქმისა, მის შენგან მონდომილისა. სამ წლამდის მითხრა დადენა, უმისოდ ცრემლთა მილისა. არ გიკვირს გავძელ ვერ ჭვრეტა, მისისა მე ღიმილისა:-

187. აქანამდის მნახავიცა, კაცი შენი არ მენახა. ქურდნი ვნახენ რომე თქვენთჳს, სიტყვა რამე გაემკვახა. მათრახითა ჩამოგეგდო, ერთი მკუდართა დაგესახა. მათ მასწავლეს ძმა რ~ლსა, სულ მობრძავი სამე გლახა:-

188. ტარიელსცა გაეხსენა ომი, მათი მაშინდელი. იტყჳს მახსოვს ეგე საქმე, თუცა არის ადრინდელი. ერთგან გნახენ ნადირობას, შენ და შენი მე გამზრდელი. მით ვსტიროდი მამეგონა, მე გლახ ჩემი წამწყმედელი:-

189. რას მაქნევდით, რა გინდოდათ, ერთმანერთსა რითა ვჰგვანდით. თქვენ მორჭმულნი თამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით. რა მონანი მამწიენით, შესაპყრობლად დაგულვანდით. აწ ვეჭვ რომ ჩემად ნაცვლად თანა, მკუდართა მიიტანდით:-

190. მოვიხედე მომეწია, რა პატრონი შენი ვნახე. ჴელმწიფობით შემებრალნეს, ამად ხელი არ შევახე. თვალთა წინა გამოვექე, მეტი არა შევუზრახე. ჩემი ცხენი უჩინოსა გავს, და სხვამცა რად ვასახე:-

191. კაცმან ვერ ასწრას თვალისა, დაფახვა დაწამწამება. მას გავექცევი ვისგანცა, ჩემი არას ვსცნა ამება. მათ თურქთა მიღმა გამეგო, მე არას არ შეწამება. ავად შვენოდა მორევნა, და ჩემი დათამამება:-

192. აწ ვაშად მოხველ მიამა, ნახვა შენისა პირისა. ტანად სარო და პირად მზე, მამაცად მსგავსი გმირისა. მაგრა გარჯილხარ არა ხარ, გარდაუხდელი ჭირისა. ძნელია პოვნა კაცისა, ღ~თივ ზეცით განაწირისა:-

193. ავთანდილ უთხრა ვით მაქებ, საქები ბრძენთა ენისა. მაგისა ნაცვლად რამც ვიყავ, ღირსი ქებისა თქვენისა. სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა. რადგან ვერ შეგცვლის პატიჟი, ეზომთა ცრემლთა დენისა:-

194. ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა. დამიგდია სამსახური, იგი იქნას რაცა გინდა. იაგუნდი ეგრეცა სჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა. შენ გეახლო სიკუდილამდე, ამის მეტი არა მინდა:-

195. ტარიელ უთხრა მე შენი, გული აწ მემჴურვალების. მიკვირს თუ ნაცულად მაგისად, შენ ჩემი რა გევალების. მაგრამ წესია მიჯნური, მიჯნურსა შეებრალების. შენ საყვარელსა გაგყარო, ესე რად გენაცვალების:-

196. წამოსრულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად. ღ~თნ ქმნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილხარ მამაცურად. მაგრამ ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილვარ ასრე თუ რად. მე თუ ვიტყვი დამწვავს ცეცხლი, ცხელი შემიქს ალად მურად:-

197. ამას დაყმუნდა ტარიელ, დამწვარი დავალებული. ასმათს უბრძანა მას აქეთ, შენ ხარ ჩემთანა ხლებული. რად არა იცი უწამლო, არს ლები ესე ლებული. კულავ ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დავალებული:-

198. კაცმან ვით ჰპოვოს ღ~თისაგან, რაცა არ დანაბადია. მით გული ჩემი სახმილმან, აწ ასრე დანაბადია. კულავ გზასა მიკრავს მიჭირავს, მითქს ბადე დანაბადია. აწ ჴელთა ნაცულად ლხინისა, ჩალა მაქუს და ნაბადია:-