... (A-859), 1841 წ.

1486. ყოვლთა სწორად წყალობასა, ვითა თოვლსა მოათოვდეს. ობოლ ქვრივნი დაამდიდრეს, და გლახაკნი არ ითხოვდეს. ავთა მქმელნი დააშინნეს, კრავნი კრავსა ვერ სწოვდეს. შიგან მათთა საბრძანისთა, თხა და მგელი ერთად სძოვდეს:-

1487. გასრულდა მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა. გარდახდეს გავლეს სოფელი, ნახეთ სიმუხთლე ჟამისა. ვის გრძლად ჰგონია მისთჳსცა, არის ერთისა წამისა. ვსწერ ვინმე მესხი მელექსე, მე რუსთველისა და მისა:-

1488. ქართველთა ღ~თისა დავითის, ვის მზე მსახურებს სარებლად. ესე ამბავი გავლექსე, მე მათად მოკამათებლად. ვინ არის აღმოსავლეთით, დასავლეთს ზართა მარებლად. ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა დამამაგრებლად:-

1489. დავითის ქნანი ვითა ვთქვნე, სიჩალხე სიხაფეთანი. ესე ამბავი უცხონი, უცხოთა ჴელმწიფეთანი. პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი. ვჰპოვე და ლექსად გარდავთქვი, ამითა ვილაყფეთანი:-

1490. ესე ასეთი სოფელი, არვისგან მისანდობელი. წამია კაცთა თვალისა, და წამწამისა მსწრობელი. რასა ვინ ეძებთ რას აქნევთ, ბედია მაყივნებელი. ვის არ შეუცვლის კარგია, ორისავ იყოს მხლებელი:-

1491. ამირან დარეჯანის ძე, მოსეს უქია ხონელსა. აბდულ მესია შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა. დილარგეთ სარგის თმოგველსა, მას ენა დაუშრომელსა. ტარიელ მისა რუსთველსა, მისთჳს ცრემლ შეუშრომელსა:-

1492. აწ დაიბეჭდა სტამბაში, პირველ ნაწერი ხელისა. უგბილთა ფ~დ სასწავლო, გონიერთ გულთა თმენისა. მეფეს ვახტანგის ბრძანებით, და სიბრძით კეთილ მქნელისა. ნაღვაწი მისის მლოცვლისა, მესტამბე მიქაელისა:-

1493. დაესრულა ესე წიგნი, ქორონიკონს უნსა სმულსა. ყველაკასა უხაროდა, რიტორსა და ჴმა უსულოსა. სამღოთა და საეროცა, ვისცა აქუს სმენა გულსა. უსწავლელსა სიბრძნეს მისცემს, გონიერსა გულს უსრულსა:-