... (A-859), 1841 წ.

199. მაგრამ ღ~თნ მოწყალემან, მით ცნობითა ერთი მზითა. ორი მისი მოწყალება, დღესცა მამცა ამა გზითა. პირველ შეჰყრის მოყვარულთა, ჩემით რათმე მიზეზითა. კულავ ნუთუმცა სრულად დამწვა, ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა:-

200. ყმასა უთხრა ვინცა კაცმან, ძმა ანუ თუ დაცა იდოს. ხამს მისთჳსა სიკუდილსა და, ჭირსა თავი არ დარიდოს. ღ~თნ ერთი რად აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს. შენ ისმენდი მე გიამბობ, რაღა გინდა წამეკიდოს:-

201. ასმათს უთხრა მოდი მოჯე, თანა წყალი მომიტანე. დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე. მკუდარი მნახო დამიტირე, სულთქნა გაათანისთანე. მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე:-

202. ღილ ჩახსნილი საამბობლად, დაჯდა მხარნი ამოჰყარნა. ვითა მზე სჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა. ვერ გაახუნა სასაუბროდ, მან ბაგენი გაამყარნა. მერმე სულთქვნა დაიძახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა:-

203. მოსთქვამს აჰი აჰი საყვარელო, ჩემო ჩემთჳს დაკარგულო. იმედო და სოცოცხლეო, გონებაო სულო გულო. ვინ მოგკვეთა არა ვიცი, ხეო ედემს დანერგულო. ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგუწვა, გულო ასჯერ დადაგულო:-

აქა ტარიელისაგან თავის ამბის მბობა ოდეს ავთანდილს უამბო პირველი.

204. ისმენდი მიეც გონება, ჩემთა ამბავთა სმენასა. საუბართა და საქმეთა, ვითა ძლივ ვათქმევ ენასა. იგი ვინ ჴელმქნა მოველი, მისგან აროდეს ლხენასა. ვისგან შეუცავ სევდასა, სისხლისა ღვართა დენასა:-

205. ინდოეთს შვიდთა მეფეთა, ყოვლი კაცი ხართ მცნობელი. ექვსი სამეფო ფარსადანს, ჰქონდა თჳთ იყო მპყრობელი. უხვი მდიდარი უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი. ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე რაზმთა მწყობელი:-

206. მამაჩემი სჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი. სარიდან ერქუა სახელი, მტერთა სრვად დაუფარავი. ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი ვერცა მპარავი. იხარებდის და იშუებდის, საწუთრო გაუმწარავი:-

207. ხალვა მოსძულდა შაექნა, გულს კაეშანთა ჯარები. თქვა წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები. ყოვლგნით განისჴმან მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები. წავალ და მეფესა ბრძანა, ფარსადანს შევეწყნარები:-

208. ფარსადანს წინა დაასკვნა, გაგზავნა მოციქულისა. შესთვალა შენ გაქუს მეფობა, ინდოეთისა სრულისა. აწ მე მწადს თქვენსა წინაშე, მეცა ვსცნა ძალი გულისა. სახელი დარჩეს ჩემისა, ერთგულად სამსახურისა:-

209. ფარსადან შექმნა ზეიმი, ამა ამბისა მცნობელმან. შესთვალა ღ~თსა მადლობა, შევსწირე ხმელთა მფლობელმან. რადგან ეგე ქმენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან. აწ მოდი ასრე პატივ გცე, ვითა ძმამან მშობელმან:-

210. ერთი სამეფო საკარგყმო, უბოძა ამილბარობა. თჳთ ამირბარსა ინდოეთს, აქუს ამირსპასალარობა. მეფე რა დაჯდა არა სჭირს, ხელისა მიუმცდარობა. სხვად პატრონია მართ ოდენ, არა აქვს კაისარობა:-

211. თჳთ მეფემან მამაჩემი, დაიჭირა სწორად თავსა. თქვა ჩემებრი ამილბარი, ნაძლევი ვარ ვისცა ჰყავსა. ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა. მას არა ვგავ ასრე ვითა, მე სხვა კაცი არა მგავსა:-

212. ძე არა ესვა მეფესა, და დედოფალსა მზისა დარსა. ჭმუნვა ჰქონდა ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა. ვაი კრული დღემცა იგი, მე მივეცი ამილბარსა. მეფემან თქვა შვილად გავზრდი, თჳთ ჩემივე გვარი არსა:-

213. მეფემან და დედოფალმან, მიმიყვანეს შვილად მათად. საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა, ლაშქართა და ქუჱყანათად. ბრძენთა მიმცეს სასწავლელად, ჴელმწიფეთა ქცევა ქნათად. მოვიწიფე დავემზგავსე, მზესა თვალად ლომსა ნაკუთად:-

214. ასმათ მითხრობდი რაცა სცნა, ჩემგან ამბობა ცილისა. ხუთისა წლისა შევიქენ, მსგავსი ვარდისა შლილისა. ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა, მართ ვითა სირისა. არა ჰგაოდის ფარსადანს, მისი არა სმა შვილისა:-

215. ასმათ შენცა ხარ მოწამე, ჩემისა ფერ მიხდილისა. მზესა მე ვჯობდი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა. იტყოდეს ჩემნი მნახავნი, მსგავსია ედემს ზრდილისა. აწ მაშინდლისა ჩემისა, სახე ვარ ოდენ ჩრდილისა:-

216. მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი. ესე რა თქვა ყმამან სულთქუნა, ცრემლით ბრძანა შობა ქალი. დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი. თქვა მაშინვე მზესა გვანდა, აწ მედების ვისგან ალი:-

217. ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა. ფარსადან დაჯდა ხარებად, ზეიმითა და ზარითა. ყოვლგნით მოვიდეს მეფენი, ნიჭითა მრავალ გვარითა. საჭურჭლე გასცეს აივსნეს, ლაშქარნი საბოძვარითა:-