... (A-859), 1841 წ.

296. თუმცა მართებს დედაკაცსა, მამაცისა დიდი კრძალვა. მაგრამ მეტი უარეა, არა თქმა და ჭირთა მალვა. მე თუ ზე პირ მიცინია, ქვე ქვე მითქვამს იდუმალ ვა. ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქენ მართლისა შემოთვალვა:-

297. ერთმანერთისა მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა. აწცა მიცოდი საშენოდ, მითვე პირითა მტკიცითა. ამას შეჯერდი დიდითა, ზენარითა და ფიცითა. გეცრუო ღ~თნ მიწა მქნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა:-

298. აწ შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაპირე. ღმერთმან ქმნას და გაგიმარჯოს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე. მაგრა რა ვქნა კულავცა ნახვა, მამხვდებოდეს შენი ვირე. გული მამეც გაუყრელად, ჩემი შენთჳს დაიჭირე:-

299. აწ რასაცა მე მაღირსებ, ხორციელი არვინ ღირსა. მოწყალება იჩქითია, ღ~თისა ამად არა მკვირსა. შენთა შუქთა შემომადგამ, ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა. შენი ვიყო სადამდისცა, დამიყოფდეს მიწა პირსა:-

300. მოახსენე არ მეწყალვის, თავი შენთჳს დასაწველად. მაგრამ რადგან დამარჩინე, არ გამოსჩნდე ჩემად მკულელად. შენ სინათლედ თვალთა ჩემთად,მიჩნდე მზეებრ სანახველად. აწ შევება ხატაველთა, მუნ გამოსჩნდეს ლომი ქველად:-

301. ზედან წიგნსა საფიცარსა, შევფიცე და შემომფიცა. მისგან ჩემი სიყუარული, ამით უფრო დაამტკიცა. უშენოსა მოწონება, ვისცა მისცა გულსა მიცა. ღ~თი მამკლავს ამას იქით, თავსა ვეტყვი ამას ვსწვრთიცა:-

302. დავჰყავ ხანი მას წინაშე, სიტყვანიცა ტკბილნი ვჰთქვენით. ვჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით. მერე ავდექ წამოსავლად, ტირილით და ცრემლთა დენით. მისთა შუქთა შვენებანი, ნათლად მადგა გულსა ფენით:-

303. მეძნელებოდა სიშორე, მისი ბროლ ბალახშ მინისა. მე გამიახლდა სინათლე, მქონდა სიმრავლე ლხინისა. ჩემად სჩნდა იგი სინათლე, ეთერით მზედ ნაჩინისა. აწ მიყვარს მისი გაყრელი, გული მიც კლდისა ტინისა:-

304. დილასა შევჯე უბრძანე, ჰკარით ბუკსა და ნობასა. სრულად სპათასა ვერ გითხრობ, არ შესხდომილად მზობასა. ლომმან მივმართე ხატავეთს, ვერვინ მიზრახავს მხრდლობასა. უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდენ გზობასა:-

305. დავაგდე მზღვარი ინდოთა, მევლო პაშტაი ხანია. რამაზის კაცი მემთხვია, ვინ ხატაეთის ხანია. მან მითხრა მოციქულობა, გულისა მოსაფხანია. ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, თქვენ ნი ინდოთა თხანია:-

306. მე შემამძღუნეს რამაზისგან, ძღვნად საჭურჭლე საშინელი. გითხრეს გკადრებს ნუ ამოგვწყვეტ, არის შენგან არ საქნელი. ზენაარი გამოგვიღე, მით გუაბია წელსა წნელი. მოურბევლად მოგახსენნეთ, თავნი შვილნი საქონელი:-

307. რაცა შეგცოდეთ შეგვინდე, თჳთ ჩვენ ცა შეგვინანია. თუ ღ~თითა შეგვიწყალებდეთ, აქა ნუ მოვლენ სპანია. ქუჱყანა ჩვენი არ ასწყდეს, რისხვით არ დაგვტყდეს ცანია. შენ მოგცეთ ციხე ქალაქი, მოგყვენ ცოტანი ყმანია:-

308. გვერდსა დავისვი ვაზირნი, ვიუბნეთ გავეზრახენით. მითხრეს თუ ხარო ყმაწვილი, ბერნი მით გკადრებთ გლახ ენით. არიან მეტად მუხთალნი, ჩვენ ერთხელ კულავცა ვნახენით. არამცა მოგკლან ღალატად, არამცა ვივაგლახენით:-

309. ჩვენ ამას ვარჩევთ წახვიდე, კარგითა მართ მამაცითა. ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა. გულ მართლად იყვნენ მიენდე, აფიცე ღ~თითა და ცითა. არ დაგმორჩილდენ შერისხდი, რისხვითა კვლა და კვლაცითა:-

310. მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები. შევსთვალე რამაზ მეფეო, ვსცან შენი დანაპირები. სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები. ლაშქართა დავყრი ცოტათა, წამოვალ შენ კერძ ვირები:-

311. მათ ლაშქართაგან სამასნი, კარგნი მოყმენი ქველანი. თანა წამომყვეს წაცაველ, დავჰყარენ სპანი ყველანი. დავედრე სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი. ახლოს მამდევდით მიშველდით, გიხმობ თუ მინდა შველანი:-

312. სამ დღე ვიარე მემთხვია, სხვა კაცი მისვე ხანისა. კულავ ეძღვნა უცხო მრავალი, შესამოსელი ტანისა. ებრძანა მწადსო სიახლე, შენ ლაღისა და ჯანისა. რა შეგეყარო მაშინ სცნა, შენ ძღნობა ამისთანისა:-

313. კულავცა ეთქვა მართალია, აზომ ჩემი მონახსენი. მე თჳთ წინა მოგეგები, მესწრაფების ნახვა შენი. მოახსენე დია ღ~თო, ბრძანება ვქნა მეცა თქვენი. ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი, ვიყვნეთ ვითა მამა ძენი:-

314. მუნით წასული ჩამოვხედ, ტევრისა რასმე კიდესა. კულავ მოციქულნი მოვიდეს, სალამად არ დამრიდესა. წინა ტურფათა ტაიჭთა, ძღვნად ჩემთჳს მოზიდვიდესა. შენსა ნახვასა მეფენი, თქვეს მართლად ინატრიდესა:-

315. მითხრეს მეფე მოგახსენებს, მეცა შენ კერძ ვიარები. სახლით ჩემით წამოსრული, ხვალე ადრე შეგეყრები. მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი არ მზირები. მეტად ამოდ უალერსე, ერდგან დაწვეს ვით მაყრები:-