... (W-27), XVII ს.

158. აწ ვაშად მოხველ მიამა ნახვა შენისა პირისა ტანად სარო და პირად მზე მამაცად მგზავსი გმირისა გარჯილ ხარ მაგრაარა ხარ გარდაუჴდელი ჭირისა ძნელია პოვნა კაცისა ღ~თივ ზეცით განაწირისა

159. ავთანდილ უთხრა ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ ღირსი ქებისა თქვენისა სახე ხარ მზისა ერთისა ზეცით მნათისა ზენისა რადგან ვერ შეგცულის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა

160. მოსრულ ვარ შენად შეყრამდინ ვიყავ ამბვისა მძებნელი რა გნახე შენგან საჴმილმან ბნელსა მიმატა მე ბნელი ეგე მეც ვიცი მეცა ვარ მაგა ლახვართა მსობელი ბოლოდ იცოდი სიკვდილი ჩემი გაყრის ა მცებნელი

161. ამა დღემან დამავიწყა გული ჩემი ვინ დაბინდა დამიწყია სამსახური იგი იქნას რაღა გინდა იაგუნდი ეგრეცა სჯობს ათასჯერმცა მინა მინდა შენ გიახლო სიკვდილამდის ამის მეტი არა მინდა

162. ტარიელ უთხრა მე შენი გული აწ მემჴურვალების მიკვირს თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების მაგრა წესია მიჯნური მიჯნურსა შეებრალების შენ საყვარელსა გაგყარო ესე რათ გენაცვალების

163. წამოსრულხარ ჩემად ძებნად პატრონისა სამსახურად ღ~თნ ქნა და გიპოვნივარ შენცა ცდილხარ მამაცურად მაგრა ჩემსა რა გიამბობს გამოჭრილვარ ასრე თუ რად თუცა ვიტყუი დამწვავს ცეცხლი ცხელი შემიქს ალად მურად

164. ასმათ უთხრა ლომო ცრემლით მაგა ცეცხლთა არ ეგების მე ვითა ვთქუა წვევა თქმისა რადგან ეგრე არ ეგების ვხედავ ესე ხელი ვინმე მოყმე შენთვის წაეგების ცნას მიზეზი შენთა წყლულთა ქმნას რა ღონე აეგების

165. ეხვეწებოდა ლამოდა ჩემგან რასამე სმენასა ნუ უყოს ღ~თნ გაძლება მემცა ვით მივეც ენასა თუ რას სცნობს თქვენგან ვეჭუ რასმმე შენსა იმისგან ლხენასა არს უკეთესი რაცაღა სწადს განგებასა ზენასა

166. ამას დაყმუნდა ტარიელ დამწუარი დაალებული ასმათს უბრძანა მას აქეთ შენ ხარ ჩემთანა ხლებული რად არა იცი უწამლო არს ლები ესე ლებული ესე ყმა მწუავს მტირალი ცრემლითა დასოვლებული

167. კაცმან ვით პოოს ღმერთისაგან რაცა არ დანაბადია მით გული ჩემი საჴმილმან აწ ასრე დანაბა დია კვლავ გზასა მიკრავს მიჭირავს მითქს ბადე დანაბადია აწ ლხინისა ნაცულად ჴელთა მაქუს ჩალა და ნაბადია

168. მაგრა ღმერთმან მოწყალემან მით ცნობითა ერთი მზითა ორი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა პირველ შეყრის მოყუარულთა ჩემით რათმე მიზეზითა კულავ ნუთუმცა სრულად დამწუა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა

169. ყმასა უთხრა ვინცა კაცმან ძმა ანუ თუ დაცა იდოს ჴამსო მისთვის სიკუდილსა და ჭირსა თავი არ დარიდოს ღმერთმან ერთი რად აცხოვნოს თუ მეორე არ წაწყმიდოს შენ ისმენდი მე გიანბობ რაღა გინდა წამეკიდოს

170. ასმათს უთხრა მოდი მოჯე თანა წყალი მოიტანე დაბნედილსა მაპკურებდი გული მითა გარდამბანე მკუდარი მნახო დამიტირე სულთქმა გაათანისთანე მე სამარე გამიკუეთე აქა მიწა მიაკუანე

171. ღილჩაჴსნილი საამბობლად დაჯდა მჴარნი ამოყარნა ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით დიდხან შუქნი არ ადარნა ვერ გაახუნა სასაუბროდ მან ბაგენი გაამყარნა მერმე სულთქნა დაიზახნა ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა

172. მოთქუამს ჰაი ჰაი საყვარელო ჩემო ჩემთვის დაკარგულო იმედო და სოცოცხლეო გონებაო სულო გულო არა ვიცი ვინ მოგკვეთა ხეო ედემს დანერგულო ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა გულო ასჯერ დადაგულო

ტარიელისაგან თავისი ამბვის მბობა ავთანდილის წინაშე

173. ისმენდი მიეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა საუბართა და საქმეთა ვისთა ძლივ ვათქმევ ენასა იგი ვინ ხელმქმნის მოველი მისგან აროდეს ლხენასა ვისგან შეუცავ სევდასა სისხლისა ცრემლთა დენასა

174. ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი ექუსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა თვით იყო მპყრობელი უხვი მდიდარი უკადრი მეფეთა ზედა მფლობელი ტანად სარო და პირად მზე ომად მძლე რაზმთა მწყობელი

175. მამა ჩემი ჯდა მეშვიდე მეფე მებრძოლთა მზარავი სარიდან ერქვა სახელად მტერთა სრვად დაუფარავი ვერვინ ჰკადრებდის წყენასა ვერ ცხადი ვერცა მპარავი ნადირობდის და იშვებდის საწუთრო გაუმწარავი

176. ხალვა მოსძულდა შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები თქუა წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები ყოვლგნით გამისხსმენ მორჭმით ვზი მაქვ ზეიმი და ზარები ბრძანა წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები