... (W-27), XVII ს.

236. ვეცდებოდი არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად ვიგონებდი ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალად ჩემნი სწორნი წავიტანენ ჩემსა დავჯე თქუიან ალვად შევჰქენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად

237. მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი ქალი ვინმე გიკითხავსო ინახვისმცა ამირბარი ზეწარითა მოუხურავს პირი ბრძენთა საქებარი უთხარ საწოლს წაიყუანე ჩემგან არის ნაჴმობარი

238. ავდეგ მსხდომნი ნადიმობით აემზადნეს ასაყრელად შარდი უთხარ ნუ ასდგებით მოვალ ხანთა დაუზმელად გამოველ და საწოლს შეველ მონა დადგა კარსა მცველად გული მივეც თმობა ქნათა აუგისა საკრძალველად

239. კარსა შეველ ქალი წინა მომეგება თაყუანისმცა მითხრა მოსლვა თქუენს წინაშე კურთხეულ არს რამან ღირსმცა გამიკვირდა მიჯნურისა თაყუანება ექნა ვისმცა ვთქუი არ იცის აშიკობა თუმც იცოდა წყნარად ზისმცა

240. მიველ დავჯე ტახტსა ზედა ქალი მოდგა ნოხთა პირსა ჩემსა ახლოს დასაჯდომად თავი მისი არ აღირსა ვარქუი მანდა რად ზი შენ თუ სიყვარული ჩემი გჭირსა მან პასუხი არა მითხრა ჩემთვის გვანდა სიტყუაძვირსა

241. მითხრა დღე ეგე სირცხუილად მედების გულსა ალობა გგონია ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისაღა მალობა ამას თუ ვღირს ვარ ვერ ვიტყუი მაკლია ღ~თისა წყალობა

242. ადგა მითხრა თქუენსა კრძალვასა ჩემგან ცნობა უბნევია ნუ მეჭუ რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია ეზომ დიდსა შემართებად გულსა მისსა უთნევია ამა წიგნმან გაგაგონოს ჩემთვის ვისცა უთქმევია

წიგნი ნესტანდარეჯანისი საყვარელსა თანა მოწერილი პირველი

243. წიგნი ვნავხე მისი იყო ვისი მდაგავს ცეცხლი გულსა მოეწერა მზისა შუქსა ნუ დაიჩნევ ლომო წყლულსა მე შენი ვარ ნუ მოჰკვდები მაგრა ბნედა ცუდად მძულსა აწ ასმათი მოგახსენებს ყუელაკასა ჩემგან თქმულსა

244. ასმათ დგა ჩემთვის მისისა წიგნისა წასაკითხავად თქუა ძოღან შენი ამბავი მითხრიან ვისცა ვკითხ ავად გიბრძანებს მესმის მოვლენო ლაშქარნი შენად მკითხავად ლომსა მით მართებს ვაგლახი თუ მისი თავი ითხა ვად

245. ბედითი ბნედა სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია სჯობს საყუარელსა უჩუენნე საქმენი საგმირონია ხატაეთს მყოფნი ყუელანი ჩუენნი სახარაჯონია აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია

246. შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მდომია მაგრა აქამდის საუბრად კულავ ჟამი არ მამხდომია ძოღან ხელქმნილსა გიჭურეტდი კუბოსა შიგან მჯდომია მე აქა ყუელაი მასმია რაცა შენ გარდაგჴდომია

247. მართლად გითხრობ მომისმინე ესე რამცა მოგახსენე წა შეები ხატაელთა თავი კარგად გამაჩუენე გიჯობს ცუდად ნუღარა სტირ ვარდი კულამცა რად დასტენე მზემან მეტი რაღა გიყოს აჰა ბნელი გაგითენე

248. ასმათი მეუბნებოდა უშიშრად არ მეკრძალოდა ჩემი რა გითხრა რა ვიყავ ლხინი რად დამეთვალვოდა გული მი და მო მიარდა ჰკრთებოდა და მემალოდა მით პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გამელალვოდა

წიგნი ტარიელისა მისსა საყუარელთან მიწერილი

249. თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია პასუხად ვსწერდი მთვარეო შენმცა მზე ვით მოგერია მე ღმერთმან იგი ნუ მამცეს რაც არა შენი ფერია სიზმრად მგონია დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია

250. ასმათს ვუთხარ მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივხუდები ესე ჰკადრე რადგან მზეო ნათლად ამოჰხდები აჰა მკუდარი გამაცოცხლე ამას იქით აღარ ვბნდები რაცაღაა სამსახურსა ვტყუვი თუღა ვერიდები

251. ასმათ მითხრა მე მიბრძანა ესე ვქნათო ესე სჯობდეს ვინცა გნახოს ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს ჩემად ნახვად მოვიდოდეს შენ ვითამცა გაშიკობდეს დამცა მვედრა ამირბარსა უთხარ ასრე ნამუსობდეს

252. მეკეთა ესე თათბირი სიბრძნე გულისა მისისა მისი მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა მისისა მისგან მომეცა მოლხენა არ საუბრისა მქისისა ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგუანდის სინათლე დღისისა

253. ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა მან მითხრა არა არ მინდა ვარ გამაძღარი ამითა ერთი აიღო ბეჭედი მართ აწონილი დრამითა ესე კმა ნიშნად სავსე ვარ სხუას ჴელის შესაბამითა