... (W-27), XVII ს.

254. ქალი ადგა წამოვიდა მე ლახვართა გულსა მგმრიდეს ლხინმან ბნელი გამინათლა დაშრტეს ცეცხლნი რომე მწვიდეს შეველ დავჯე ნადიმადვე ჩემნი სწორნი სადა სმიდეს მხიარულმან საბოძვარი გავეც ზამი გაადიდეს

წიგნი ტაერილისა ხატაელთის მეფესთანა მიწერილი და მუქარის შეთვლა

255. გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემაგიერი შევსთვალე მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი ვინცა ურჩ ექმნას იქმნების თავისა არ მადრიერი

256. ჩვენნო ძმანნო და პატრონნო თქვენგან არ გავიმწარებით ესე რა ნახოთ ბრძანება აქამცა მოიარებით თქუენ თუ არ მოხუალთ ჩვენ მოვალთ ზედა არ მოგეპარებით სჯობს რომე გუნახნეთ თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით

257. კაცნი გავგზავნენ მე გულსა მომეცა უფრო ლხინები დარბაზს ვიშვებდი დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის რაცა ვინები აწ ხელმქმნა რომე საახლოდ მჴეცთაცა მოვეწყინები

258. პირველ გაჭრისა პირება მერმე დასწყნარდეს ცნობანი ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი მაგრა დამშლიდეს ჴორცთაგან სურვილთა დიადობანი მით შემიცვიან სევდათა ვთქვი საწუთროს გმობანი

259. დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული ვჯე და მასვე ვიგონებდი არ მიმეცა თვალთა რული წიგნი მქონდა საიმედო ამად ვიყავ მხიარული კარის მცველმან მონა იჴმო უთხრა რამე დაფარული

260. მონააო ასმათისი საწოლს ვუთხარ შემოყვანა მოეწერა გიბრძანებსო ვისი მესვა გულსა დანა ლხინმან ბნელი გამითენა ამიფოლხუდა ჯაჭუთა მანა წაველ მონა წავიტანე რამცა ვუთხარ ამისთანა

261. ბაღჩა შევვლე არა დამხუდა კაცი ჩემი მოუბნარი ქალი წინა მომეგება მხიარული მოცინარი მითხრა შავად ამოგიღე არ გასვია გულსა ნარი მოდი ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი დაუმჭნარი

262. ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა სადა დგა კუბო შემკული ბალახშითა და ლალითა შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა მკრთალითა მე შემომხედნის ლამაზად მის მელნის ტბითა თვალითა

263. დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყუა მისსა მონასურსა ოდენ ტკბილად შემომხედის ვითამცა რა შინაურსა ასმათ უჴმო მოიუბნეს ქალი მოდგა მითხრა ყურსა აწ წადიო ვერას გითხრობს კულავე მიმცა ალმან მურსა

264. ასმათ გამომყუა წამოველ ფარდაგი გამოვიარე ვთქვი საწუთროო ვის წეღან გული დარმანთა მიარე მაშინ მომეცა იმედი ლხინი რად გამიზიარე გულმან გაყრისა გრძელება კულავ უფრო დამიტიარე

265. ასმათ ლხინსა მიქადებდა ჩავიარე შიგან ბაღი მითხრა ეგრე წასულისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი სიმძიმრისა ერდო დახში სიხარულით კარი აღი სირცხვილი აქუს საუბრისა მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი

266. მე ვუთხარ დაო შენგან ვეჭუ ამა გულისა წამალსა ზენაარ სულთა ნუ გამყრი ამბითა შრეტდი ამ ალსა ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვეტ შენ ზედაზედა მავალსა თუ რას სცნობ ჩემთუის არა ვეჭუ მე შენგან არ დანამალსა

267. შევჯე წამოველ მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა საწოლს შემოვე ხელქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა ღამე მერჩივა მეწადა არ გათენება დილისა

268. ხატაეთს მყოფნი მოვიდეს მათის მოსლვისა დრონია პასუხი შემოეთუალნეს ლაღნი და უკადრონია არც ჩუენ ვართ კაცნი ჯაბანნი არც ციხეუმაგრონია ვინ არის თქვენი ჴელმწიფე ჩუენზედა რა პატრონია

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელისა წინაშე

269. მოეწერა რამაზ მეფე წიგნს გიწერსა ტარიელსა გამიკუირდა რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა როგორა თუ მანდა გეჴმე ვინ ჰპატრონობ ბევრსა ერსა ამისმეტსა ნუმცა ვნახავ კულავე წიგნსა შენ მიერსა

270. ლაშქართა წვევა უბრძანე გავგზავნე მარზაპანია იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოდგეს ინდოთა სპანია შორით და ახლოთ ყველაი მართ ჩემკენ მონასხპანია ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი კლდე კაპანია

271. ფიცხლა მოვიდეს არ ექნათ მათ შინა ხანდაზმულობა აღლუმი ვჰქენ და მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა სიჩაუქე და სიკეთე კეკლუცად დარაზმულობა ტაიჭთა მათთა სიკეთე აბჯართა ხვარაზმულობა