... (W-27), XVII ს.

197. რა მინდორს შვჯდი ზარითა ჴმა იყო ბუკთა ცემისა ჭურეტად ქალყმები დაჯრილნი დგას თემისა და თემისა მუნ მყუის სპისა სიმრავლე მგზავსი ფუტკრისა რემისა ვინც მნახის იტყუის ერთ წლამდის კუეხა ნახვისა ჩემისა

198. მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემგან სრეულმან მერმე ვიბურთი მოედანს მინდორით შემოქცეულმან შევიდი შევქმნი ნადიმი ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ ბალახშეულმან

199. მამა მომიკუდა მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა ქნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა მათ გაეხარნეს ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა ერთგულთა შექნეს ვაება მტერთა ჴსენება იშისა

200. მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთროგაცუდებული დღისით და ღამით ვვაებდი ვერვისგან სულდაღებული ჰყუანად ხასნი მოვიდეს მითხრეს მეფისა მცნებული ებრძანა შვილო ტარიელ ნუ ხარ შავითა ღებული

201. ჩუენ უფრო გუტკივის იგი ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა ასი ებოძა საჭურჭლე ებრძანა აჴდა შავისა ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა შენ გქონდეს ამირბარობა ქნა მისვე საურავისა

202. ავჰტირდი დამწვეს მამისა საჴმილთა დაუშრტელთა უკანით გამომიყვანეს ხასთა მას წინამდგომელთა გამოსლუისათვის ზეიმი შექმნეს ინდოეთს მფლობელთა შორს მომეგებნეს მაკოცეს პატივით ვითა შობელთა

203. მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს პატივმცემდეს ძისა დარად მის ჴელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად არ მომეშვნეს დავმორჩილდი თაყუანი ვეც ამირბარად

204. თავადობა ინდოთა და მრავალთაცა მქონდა სხუათა ვნაპიროდი თუ ვინ იყვის მავნებელი ჩემთა სპათა ხალვად დავჯე ვჰპატრონობდი ზამი შევქნი მღერას მათა სპათა ვმოსდი ვნადირობდი ქება თქუიან ჩემთა ქნათა

205. ტარიელს თვალნი სისიხლისა ცრემლითა დაღამებიან თქუა ნახუისაცა უღირსსა ვისგან საჴმილნი მდებიან უმისოდ ძმანი რად მძმობენ ანუ რად დანი მდებიან აწყა ვახსენებ დღესა მას როდიდგან ცეცხლი მდებიან

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა პირველი ეს არის

206. კულავ დაიწყო თქმა ამბისა მან რა ხანი მოიტირა დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით გუენადირა მიბრძანა თუ ქალი ვნახოთ ჴელი ჴელთა დამიჭირა მის ჟამისა მხსენებელი მე სულდგმული არ გუიკვირა

207. მეფემან ახუმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა გამოუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა მაშინ დავიწყე გარდაჴდა მე საწუთროსა ვალისა ალმასისა ჴამს ლაჴვარი ლახურად გულისა სალისა

208. ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა მფრინველთაგან ჴმა ისმოდა უამესი სირინოსა მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა

209. ზღუდედ მოვლიდა ზურმუხტი ხე ალვა დარიგებითა მეფე გარდაჴდა მუნ სადა კოშკად ბაზარი გებით ა შიგნით შევედით სრა დაგვხვდა მოცვული ფარდაგებითა მაშინ ნასობთა ლახვართა სულნო ვით დაუდგებითა

210. ვიცოდი სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა ვერას ვხედევდი ოდენ ჴმა მესმოდა საუბარისა ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა

211. ასმათ ფარდაგსა აზიდნა გარეთ ვდეგ მოფარდაგულსა ქალსა შევხედენ ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა მოვიდა მივსცენ დურაჯნი მთხოვნა ცეცხლითა დაგულსა ვაიმე მას აქათ საჴმილსა დავუწვავ ნიადაგულსა

212. დურაჯნი მივსცენ გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა დავეცი დავბნდი წამიჴდა ძალი ჴორცათა და მკლავისა რა სულად მოველ შემესმა ჴმა ტირილისა და ვისა გარე მომრტყმოდა ჯალაბნი ვითა ჩამსხდომნი ნავისა

213. აწ წაჴდეს იგი მნათობნი მზისაცა მოწუნარენი მისი ვერ გასძლო ხსენება დაბნდა და სულთქნა მწარენი ასმათ და ყმაცა ტიროდეს ჴმას სცემდეს იგი არენი ჭმუნვით თქუა მკლავნი ცუდ ქმნილნი ვაი გმირთა მემუქარენი

214. ასმათმან წყალი დაასხა ცნობად მოვიდა ტარია დიდხან ვერა თქუა სევდამან გული შეუპყრა დარია დაჯდა და მწარეთ სულთ ითქუნა ცრემლი მიწასა გარია თქუა ჩემგან მისი ხსენება ვაიმე რა დიდი ზარია

215. მიმდონი საწუთროსანი მისთთა ნივთთაგან რჩებიან იშვებენ მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა რომელნი ეურჩებიან ისმენდი ჩემთა ამბავთა თუ სულნი შეღამრჩებიან