... (W-27), XVII ს.

292. გვერცა დავისხენ ვაზირნი ვიუბნეთ გავიზრახენით მითხრეს თუ ხარო ყმაწვილი ბრძენი მით გკადრებთ გლახ ენით არიან ერთობ მუხთალნი ჩუენ ერთხელ კულაცა ვნახენით არამცა მოგკლეს ღალატად არამცა ვივაგლახენით

293. ჩუენ ამას ვარჩევთ წავიდეთ კარგითა მართ მამაცითა ლაშქარნი ახლოს გუეკიდნენ ამბავსა სცნობდენ კაცითა გულმართლად იყუნენ მიენდევ აფიცე ღთითა და ცითა არ დაგმორჩილდენ შეჰრისხდი რისხუითა კულა და კულაცითა

294. მეკეთა ესე თათბირი ვაზირთა ნავაზირები შევსთუალე რამაზ მეფეო ვცან შენი დანაპირები სიცოცხლე გიჯობე სიკუდილსა დაგვიდგამს ვერ ქვითკირები ლაშქართა დავჰყრი ცოტათა წამოვალ შენ კერძ ვირები

295. მათ ლაშქართაგან სამასნი კარგი მოყმენი ქუელანი თანა წამომყუეს წაცაველ დავჰყარენ სპანი ყუელანი დავვედრე სადა მე მევლოს ვლენით იგივე ველანი ახლოს მომდევდით მიშველდით გიჴმობ თუ მინდენ შველანი

296. სამ დღე ვიარე მემთხუია სხვა კაცი მისვე ხანისა კულავ ეძღუნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა ებრძანა მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა რა შეგეყარო მაშინ სცნა კულავ ძღუნობა ამისთანისა

297. კვლაცა ეთქვა მართალია ეზომ ჩემი მონახსენი მე თვით წინა მოგეგებვი მესწრაფების ნახვა შენი შევსთვალე თუ დია ღმერთო ბრძანება ვქენ მეცა თქუენი ტკბილად ვნახეთ ერთმანერთი ვიყვნეთ ვითა მამაძენი

298. მუნით წასული გარდავჰჴე ტევრისა რასმე კიდესა კულავ მოციქულნი მოვიდეს სალამად არ დამრიდესა წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა შენსა ნახვასა მეფენი თქუეს მართლად ინატრიდესა

299. მითხრეს მეფე მოგახსენებს მეცა შენ კერძ ვიარები სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები მოციქულნი დავაყენენ ხარგა დავდგი არ მზირები მეტად ამოდ უალერსე ერთგან დაწვეს ვით მაყრები

300. კაცსა ზედან კარგი საქმე აზომ თურე არ წახდების ერთი კაცი უკურესწყდა მოდგა მალვით მეუბნების დიდი მძესო თქვენი ვალი ჩემგან ძნელად გარდიჴდების გაწირვა და დავიწყება ჩემგან თქვენი არ იქნების

301. მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი შენი მესმა საღალატო საცნობელად გამოვარდი მკუდარი მიმძიმ სანახავად ტანი მჭევრი პირი ვარდი ყუელასავე მოგახსენებ გამიგონე დამიწყნარდი

302. რომე ცუდად არ მოღორდე ისი კაცნი გღალატობენ ერთგან შენთვის დამალულნი სპანი შენთვის ასჯერ ათასობენ კულავ სხვაგან გითქს სამი ბევრი ასრე ფიცხლად მით გიჴმობენ აწვე თავსა არ ეწევი ფათერაკსა შეგასწრობენ

303. მეფე ცოტათ მოგეგებვის ვის მჭურეტნი ვერ გელევიან მალვით ჩაიცმენ აბჯარსა მიენდო მით გეთნევიან კუამლსა შეიქმენ ლაშქარნი ყოველგნით მოგეხვევიან რა ერთსა გცემდენ ათასნი ეგრეცა მოგერევიან

304. მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიჴდიდია რომე არ მოვჰკუდე შემოგზღო შენ ამას ინატრიდია აწ ამხანაგთა არ გიგრძნან წადი მათთანა მიდია თუ დაგივიწყო უთუოდ მემცა ვარ განაკიდია

305. მას კაცსა დია უმუქფე ვერვინ თქუას ჩემი ბარობა სიგლითა მივეც მამული არა ვჰქენ მოუმჴდარობა ინდოეთს ციხე მაღალი ყარყუმსა მთა და ბარობა დავსწერე ჴელი ჩაურთე ინდოთა ამილბარობა

306. არვის არ უთხარ სულდგმულსა დავმალე ვითა ჭორია რაცა იქნების იქნების თათბირი ყუელა სწორია მაგრა სპათაკენ გავგზავნე კაცი თუ გზაცა შორია შევსთვალე ფიცხლად წამოდით მოგრაგნეთ მთა და გორია

307. მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შევუთვალე რამაზს ჰკადრეთ მოგეგებვი მეცა მოვალ ადრე ხვალე ნახევარ დღე სხვა ვიარე ჭირსა თავი არ ვაკრძალე განგებაა დღესცა მამკლავს ქვემცა სადა დავიმალე

308. ქედსა რასმე გარდავადეგ მინდორს მტვერი დავინახე ვთქუი თუ მოვა რამაზ მეფე მას მოუდგამს ჩემთვის მახე ჩემი გაჰკუეთს ჴორცსა მათსა ჴმალი ბასრი შუბი ვახე მაშინ უთხარ სპათა ჩემთა სახე დიდი დაუსახე

309. ვთქუი თუ ძმანო ისი კაცნი ჩუენ ღალატსა გვიდგებიან მკლავთა თქუენთა სიმაგრენი ამისთვისცა რად დალბიან აწ შევებნათ ხატაელთა ჴმალნი ცუდად რას გვაბიან ვინცა მოკუდეს მეფეთათვის სულნი მათნი ზეცას რბიან

310. უბრძანე ჩაცმა აბჯრისა ლაღმან სიტყუითა ჴაფითა დავეკაზმენით საომრად ჯაჭუ ჯავშანითა ქაფითა რაზმი დავაწყევ მივმართე წაველ დიდითა სწრაფითა მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ჴმალმან დაფითა

311. მივეახლენით შეგუატყვეს მათ ტანსა აბჯარცმულობა კაცი მოვიდა მომართვა მეფისა მოციქულობა ეთქუა თუ ჟამად გუაჩნია ჩუენ თქუენი არ ორგულობა აბჯრითა გხედავთ შეგქვნია აწ ამად გულნაკლულობა