... (W-27), XVII ს.

1521. ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს ობოლ ქურივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს ავის მქმნელნი დააშინნეს კრავნი ცხუართა ვერა სწოვდეს შიგა მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს

ხვარაზმთა მეფისაგან ტარიელის ავადყოფის ცნობა და შიგა ჩამოდგომა

1522. საწუთროო უხანაო სიმუხთლისა სენი გჭირსა უწინ ცათა აყუანილსა ჩააგდებვე დიდსა ჭირსა გააყუითლებ ქარვის ფერად პირველ ლალსა განაჭვირსა კარგად ვერვინ ვერა ნახავს ხანგრძლად შენგან დანაჭირსა

1523. აწ გონიერნო სიტყვანი თქუენ ჩემნი შეიწყნარენით ძველნი ნარჩმნი ამბავნი ლექსად ვთქუენ გაიხარენით სარგისი დარჩა უთქმელად ჩვენ ესე დავაბარენით ლექსნი მიქენით ამისთუის ენანი მომახმარენით

1524. გრძლად ავად გახდა ტარიელ სენთაგან მორჭმით მპყრობელი დიდი ინდოთა ჴელმწიფე მეფეთა ზედა მფლობელი ოთხ წელ წვა ზედა ლოგინთა მრავალთა სენთა მშობელი ვეღარა ვნახე მჴეცთა სრვით და ვერცა რაზმთა მწობელი

1525. ესმა ხვარაზშას ამბავი ესე ინდოთა სენისა ვით გაეხარნეს სმენამცა გაქუს ჩემგან მონახსენისა ვაზირთა უჴმო რჩევად ზის უბნობს არ ავ ენისა იტყუის ვადინოთ ინდოეთს სისხლი რუდ მონადენისა

1526. მე მასმია ჰინდოთ მეფე ტარიელ წევს ხანთა დიდთა აწ ჩუენ გუმართებს სისხლთა ძებნა ნუ ვამყოფებთ დანამშვიდთა ამოვსწყუიტნეთ დავარბივნეთ ვჴოცდეთ ვსცემდეთ ვითა ჴიდთა ათასთა და ბევრ ათასთა შევიქმოდეთ მათთა შვიდთა

1527. უტარიელოდ ინდოთა ლაშქარნი ნურა გგონია იცით თუ რამაზს რა უყო არად არ სავარგონია პირველ ბრძენთაგან მრავალი სიჯაბნე გამიგონია აწ გვმართებს მათი მტერობა ესე მით მომიგონია

1528. ვაზირთა ჰკადრეს მეფეო ვართ დედის მუცლით მონანი მაგა საქმესა ვერქმნელნი ვართ აქამდისცა მონანი ჩვენ მოგუეწონეს თათბირნი ეგ შენნი შენაგონანი ღმერთსა სწადს ასრე სუბუქ ვქნათ ვითა დრამისა წონანი

1529. მეფემან ბრძანა გავგზავნოთ ყოვლგნით წასულა ჴამს კაცისა ნურვინ დადგების მოვიდნენ რაზმი ვჰკრათ მართ მამაცისა ნურას დავარჩენთ ავსწყუიტნეთ ნაშობი მუნ დიაცისა ომგარდახდილნი ვბრწინვიდეთ ვართ ვითამ გუნდი ა ცისა

1530. აწ უბრძანოთ სპათა ჩუენთა შევყაროთ და გავემართნეთ მივიდეთ და ამოვსწყვიტნეთ თავნი გმირთა დავადარნეთ ნუ გაუშვებთ ქალაქებსა და ციხენი დავარღვივნეთ ყოველგნით მცნობნი გავგზავნენით დასვწერეთ და გავაჩინეთ

1531. წავიდა ყოლგნით ბრძანება ლაშქართა ხუარაზმულისა ინდოთა ზედა აწუევენ გრძლად ხანსა დასაზმულისა გულ მესისხლურად მებრძოლთა ყოლ არ მოწყალე მზმელისა თქუენ მოდით გამოკაზმულნი ვთქუა ჴშირად სარაზმულისა

1532. აღლუმი ნახა მეფემან ლაშქართა მიმართულისა ანგარიშმიუხდომელი ინდოეთს გამართულისა დროშისა ანგარიში ქნეს ზრო გრძელად ამართულისა ოცი ათასი დაწერეს ალმისა წარმართულისა

1533. ცხენ კაცისა ანგარიში თუალითა ვერვის შეუგია შუბი ოთხასი ათასი ბასრის პირი დაუგია გაემართნეს ინდოეთით სისხლთა ძებნა გაუგია საქმე ყოვლი საძაბუნო ვაი დიდი აუგია

1534. წავიდეს მზღვარი დააგდეს ხუარაზმთა საჴელმწიფოსა ინდოეთს მზღვარსა შეუხდეს არბევენ ვით სასწრაფოსა ჰჴოცენ კაცსა და დიაცსა ტურფასა საალაფოსა ოჴრად გაჰჴდიან ქალაქსა სამოთხეს დასამყოფოსა

1535. ესმა ინდოთა მეფესა სენთაგან დამძიმებულსა ემატა სევდა სევდასა აღარ ნეტარძი ებულსა ბრძანა თუ მიყო სოფელმან მისგან არ გახარებულსა აწ გნუკავ ომსა ლაშქარნო მისთვის არ დაზარებულსა